ბუსკეტსმა ჩავის არტურის შეძენაზე უარის თქმა ურჩია

ბუსკეტსმა ჩავის არტურის შეძენაზე უარის თქმა ურჩია

მიმდინარე წლის იანვარში “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ორი პოზიციის გაძლიერება სურდა და კანდიდატებიც შერჩეული ჰყავდა, მაგრამ ორივე კანდიდატურა “ბარსელონასვე” ფეხბურთელებმა დაბლოკეს.

ჩავის ერთ-ერთი სურვილი გუნდის ისეთი ნახევარმცველით გაძლიერება იყო, რომელსაც კარგი შეხება და ბოლო პასი აქვს. კატალონიელ სპეციალისტს “ბლაუგრანას” ყოფილი შუახაზელის, არტურის კანდიდატურა ჰქონდა და მან აზრი გუნდის კაპიტანს, სერხიო ბუსკეტსს ჰკითხა. ბუსკეტსმა უპასუხა, რომ “ბარსაში” ყოფნის დროს არტური მიუღებელი წესით ცხოვრობდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ის კარგი მაგალითი არ იქნებოდა.

ჩავის კიდევ ერთი სურვილი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება იყო, რისთვისაც მას ბენჟამინ პავარი ჰყავდა შერჩეული. მწვრთნელმა კონსულტაცია “ბარსელონას” ფრანგ ფეხბურთელებთან გაიარა და მას უსმან დემბელემ უთხრა, რომ პავარი კონფლიქტური ფეხბურთელია და გასახდელში პრობლემას შექმნიდა.

ორივე ამ ინფორმაციას ხავი მიგელზე დაყრდნობით Sport ავრცელებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    20 ოქტ 2023, 19:27

    არტური აქ არ გვყავდა რო პენსიონერში გაცვალეს, და იუვენტუსში მოუკლავს თავი. საინტერესო ის არის ჩავიმ სად ნახა ამის სრულყოფილი თამაში, ვერ ვიხსენებ ამას ორი ტაიმი ეთამაშოს გადაბმულად.

  • Iniesta_8
    20 ოქტ 2023, 14:15

    არტურის შეძენა რომ მოუნდა მარტო მაგიტომაც შეიძლება ხავის გაშვება. ვაბშე სხვაგანაა ტიპი როგორი ფეხბურთელებით ინტერესდება გაგიჟდები.

  • Messi 10
    20 ოქტ 2023, 13:08

    დემბელეს რომ რჩევა კითხა ეს უკვე ანომალიაა 😂 მაგრამ მაინც კარგად ურჩევია იმ შტერს 😂 ნუ ბუსი ❤️ არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი 😍❤️

  • BarcaFan❤💙
    20 ოქტ 2023, 11:44

    დროგბა დღემდე დაბოღმილი ყოფილა😂😂😂😂 10 წელზე მეტი გავიდა და ტიპმა კიდე ვერ მოინელა

  • JustBarcaLover
    20 ოქტ 2023, 09:50

    რაღაც ჭკვიანური უქნია დემბელეს თავის კარიერაში, კი გვიყრია რაფინიები და ალონსოები მარა არაგინებენ და ლანძღავენ არავის რეალის ფეხბურთელებისგან განსხვავებით
    ფეხბურთელებს რო ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ ეგ კარგია უკეთ გაუგებენ მოედანზე ერთმანეთს

  • ROUCH
    20 ოქტ 2023, 09:34

    დემბელემ ურჩიაო? ჰაიმე

  • El pistolero 9
    20 ოქტ 2023, 09:05

    სწორია არტურზე ბუსკეცი. უდისციპლინო და არაპროფესიონალია. ტრავმიანიც. ტიპური ბრაზილიელია