workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ისევ საუკეთესო

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ისევ საუკეთესო

                           ბევრი რამ გავიხსენეთ წინა კვირას “მალიორკაზე” და გავიხსენეთ ისიც, რომ ყოველთვის ლამაზი გოლები გადიოდა მათ კარში. ამჯერადაც ასე მოხდა, სილამაზე ამ თამაშს არ მოკლებია, არც გოლები და არც ქომაგები. სულ ცოტაც და ის კარსუკანა ტრიბუნაც გაივსება, ასე ერთი შეხედვით ყველაფერი მზად არის, ესე იგი, დეტალებიღაა მოსამზადებელი და გაიზრდება ქომაგის რაოდენობა 60’000 მდე, მატჩის დროს აღარ მოგჭრის თვალს მოტიტვლებული ტრიბუნა, მერე კიდევ ჩვენთვის შეუმჩნევლად დაემატება და დაემატება, შეივსება და შეივსება, ამასობაში გავა წლები და “კამპ ნოუ” ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს. დიდი ხანია ფინალი ამ კედლებში არ ყოფილა. ბოლოს მოგეხსენებათ 1998/99 წლების სეზონში გაიმართა და ყველას ახსოვს რა ზღაპრულად (ვიღაცისთვის კოშმარულად) დასრულდა.

შემიყვარდა “მონჟუიკიც”, მაგრამ ამ სტადიონს სულ სხვა ხიბლი აქვს და სულ სხვა დომინაცია იგრძნობა ხოლმე “ბარსას” თამაშის დროს. ყველა მეტოქე ხაფანგში გამომწყვდეული თაგვივით არის, თავადაც რომ იციან წინ რა ელით, მაგრამ გაებნენ და მხოლოდ ფართხალი შეუძლიათ. ასე ფართხალებდა “მალიორკა” მთელი 90 წუთი.

რაშფორდის მუქარა

დაისვენა ფრენკი დე იონგმა და ისევ არ უთამაშია რაფინიას. სანამ რაფინია არ თამაშობს, კიდევ უფრო უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს მარკუს რაშფორდი, რომელსაც ძალიან სურს “ბარსელონაში” დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერიც” რაღაცას დაემსგავსა. როგორც ჩანს, მარკუსს მაინც არ სჯერა “იუნაიტედის” ხანგრძლივი წარმატების. ასეთი ამოსუნთქვები ხომ ბევრი ჰქონიათ, როგორც წესი, მაშინ როცა მთავარ მწვრთნელს ათავისუფლებენ და ახალი კაცი მოდის. იცის ეს მარკუსმა და სწორედ ამიტომ დარჩენა სურს. რა თქმა უნდა დასატოვებელია. ძირითადის ფეხბურთელს ვერც მას უწოდებ და ვერც ფერან ტორესს, მაგრამ ამ სეზონში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ კლუბის წარმატებაში და ასე იქნება სეზონის ბოლომდე. ჰოდა, საბოლოოდ, ხუთი შემტევი რომ გყავს ისეთი, ყველა მატჩში რომ სარგებელი მოაქვს, ეს დიდი ამბავია. ამას დაამატეთ მეექვსე – რუნი ბარდაჯი. საერთოდ არ არის ცუდი და უსარგებლო ფეხბურთელი. ეგეც შენი მეექვსე შემტევი.

ფრენკის ნაცვლად კი კასადოს დაუთმეს ადგილი. პროგრესი აღარ ჩანს, წინა სეზონში გაცილებით მეტს თამაშობდა (დე იონგისა და ბერნალის ტრავმების გამო) ზრდასაც განაგრძობდა, ახლა თითქოს გაყინულია, ერთ ეპიზოდში გატანის შანსიც ჰქონდა, საჯარიმოს მისადგომებიდან კარგად დაარტყა, რიკოშეტი წაეხმარა, მეკარე თამაშიდან გამოირთო, მაგრამ ხარიხას მოხვდა ბურთი. კასადო კი ვერ მიდის წინ ისე, როგორც გავი, პედრი, იამალი, კუბარსი და თუნდაც ბალდე. ახლა ბერნალი უფრო დგას პროგრესის გზაზე, როცა მოედანზეა. თუმცა, ყველა თამაშში უშვებს უხეშ შეცდომებს.

გოლი კიდევ რაშფორდის აქტიურობას მოჰყვა. დასაწყისიდანვე ემუქრებოდა მეტოქის კარს, შეისწორებდა და ურტყამდა ტყვიასავით, ერთ ასეთ დარტყმას ლევანდოვსკი გამოეხმაურა და მორიგი გოლი შეაგდო. ბოლო სეზონს ატარებს “ბარსელონაში”, და წავა ისე როგორც ლეგენდა, ეს გარდაუვალია. უმძიმესი პერიოდი გადაგვატანინა პოლონელმა და ახლა მგონია, რომ მის გარდა ამას ვერავინ შეძლებდა, არავინ დათმობდა მაღალ ხელფასს და არავინ მოვიდოდა ჩაძირულ კლუბში, ასეთ ასაკში, ასეთი მემკვიდრეობით. ეს კაცი რაღაც განსაკუთრებულს იმსახურებს და ეგ რაღაც ალბათ ჩემპიონთა ლიგაა.

ბერნალის პირველი

მეორე ტაიმი კიდევ უფრო სახალისო იყო, უფრო მეტი მომენტიც, უფრო მაღალ ტემპში, ეს კიდევ ტრადიციად იქცა, ფლიკის ხელში მეორე ტაიმი ყოველთვის უკეთესია. (თითქმის ყოველთვის). ყველას სურდა გოლის შეგდება, ცოტა ეგოისტურიც კი გახდა შეტევები, ჰქონდათ მომენტები დანი ოლმოს, ფერმინ ლოპესს, ისევ რაშფორდს. ყოველთვის ასე კი არ იქნება? დაბრუნდებიან გავი, პედრი და რაფინია. სანამ არ არიან მანამდე უნდა აჩვენონ რაც შეუძლიათ. თუმცა, ფლიკი ყოველთვის ახერხებს თავის ფეხბურთელებს საჭირო დრო მისცეს, ძლიერი მენეჯერია, ბარსა მის ხელში ისევ იქცა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად, და ახლა უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ ეს კაცი. არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებს ვინ მოიგებს.

მესამოცე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა და ის შეპირებული ლამაზი გოლიც ვიხილეთ, ლამინე იამალმა შეაგდო შორი მანძილიდან, უზუსტესად დაარტყა, მეკარე შორეულ კუთხეში ელოდა დარტყმას, უფრო სწორად, ლამინესგან მარცხნივ, რადგან ასე ურტყამს ხოლმე როგორც წესი, ატრიალებს ტერფის შიდა ნაწილით კუთხისკენ, მაგრამ ახლა დაარტყა ისე როგორც რაფინიამ, თავისგან მარჯვნივ და მიუხედავად იმისა, რომ ტყვიასავით არ დაურტყამს და უფრო ტექნიკა ჰქონდა ამ დარტყმას, ვიდრე ძალა, მაინც ლამაზად შევარდა რომანის კარში.

ემსგავსება ლამინე იმას, რასაც ჰაგვდა წინა სეზონში. წინა სეზონში კიდევ მსოფლიოს საუკეთესი ფეხბურთელს ჰგავდა.

ქმნიდა მომენტებს “მალიორკაც”, მაგრამ ჟოან გარსიამ აიღო ყველაფერი რაც მისი კარისკენ წავიდა. ბოლო აკორდი შეცვლაზე შემოსულმა ბერნალმა დასვა, სიღრმიდან გაიქცა, სივრცე კარგად აითვისა, რაკიტიჩი გარბოდა ხოლმე ასე, და პოულობდა პასით არტური. (სად არის ნეტავ ახლა არტური?) ახლა კიდევ ბერნალი გაიქცა და თუ გახსოვთ ეტო’ოს გაქცევა “ჩელსისთან?” ნახევარფინალში, ბოლო ფინტიც ეგ იყო, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო, დააფარეს, ბერნალსაც შეუშალეს ხელი, მაგრამ ბურთი მაინც შევარდა, გოლი გავიდა, ეს ერთი და სხვა მრავალი!

სულ ბოლოს შვიდი წუთით კიდევ ერთი ბიჭი გაგვაცნეს – 19 წლის ტომი მარკესი. მაღალი, 1.86 სიმაღლის, კარგი პასით და ჭკვიანი თავით (როგორც ჩანს). ფლიკი შემთხვევით არ აძლევს შანსს ასეთ ფეხბურთელებს. დრო წავიდა, ტომი მოვიდა.

წინ რა გველის

წინ გველის პირველი ნახევარფინალი “ატლეტიკოსთან”. პირველი შეხვედრა მადრიდში გაიმართება და ძალიან დიდი მნიშვნელობაც ექნება. იქნება რთული, იქნება ძალიან საინტერესო და სანახაობრივი. დანარჩენი მერე გამოჩნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • Sandro b
    schedule 09 თებ 2026, 14:52
    #26

    ციტატა: Don_Andresito
    ეს ვალენსიური გუნდები გუნდები პირ გაღებულები ელიან რეალის ასოს, აჰა გაძლევთ იგრას და მიდითო.


    პირიქითაა, რეალს სულ უჭირს ვალენსიასთან, 2018 წლის მერე ამ მოგებამდე 2 გამარჯვება ჰქონდათ მხოლოდ მესტალიაზე. თუ ვინმესთან ვალენსია უსუსურად გამოიყურება ეს ბარსაა

  • nika 54
    schedule 09 თებ 2026, 13:34
    #25

    ციტატა: rivaldo80
    აქ ბევრმა დამიციტირა რაღა დროს ბერნანდო სილვაო ტამაშს უყურებთ?🤣🤣 ეს სობოსლაი რა მაგარი გაიხსნაა👌


    ბერნარდოს მაგარი თამაში ქონდა, საერთოდ სიტის. რა თამაში შემოაბრუნეს. დასასრული საერთოდ ცირკი იყო ცარიელი კარის წინ რო იჭიდავეს.

  • Frenkie de Jong_
    schedule 09 თებ 2026, 11:04
    #24

    სიტი ალბათ გაყიდის მარმუშს
    და ნეტა ჩვენ დავითრიოთ

    ალვარესს ესენი ვერ მოიყვანენ შანსი არააა
    და მარმუში მაგარი კლასნი იყო აინტრახტში
    60 მილიონია გამოსასყიდი.

  • Lasha Mamuladze
    schedule 09 თებ 2026, 10:52
    #23

    korezi, რეალის ქულების დაკარგვა საერთოდ რა ენაზე მოსატანია, არც მაინტერესებს მე
    პირადსდ, ჩვენ როგორც მსაჯობა გვექცევა და მაგაზე არავინ არაფერს ამბობს, ეგ მაწუხებს მე, იქ სოსიედადთან რაც მსაჯმაქნა, მაგის მერე რაღა უნდა მოთხოვო ლაპორტას ან ფლიკს ან კლუბის ბორდიდან ვინმეს??? იდეაში პლიუს 3 ქულა უნდა გვქონდეს, რადგან 1 ქულაა ჩამორჩენა მაგიტო ვერ უნდა გაბხდეთ ჩემპიონები?

  • korezi
    schedule 09 თებ 2026, 10:24
    #22

    წელს რომ ჩემპიონები არ გავხდეთ ლაპორტამ პამოერსები იყიდოს და წავიდეს ,გაატრაკა უკვე რა ,მართალია ფული არეა აქვს მარა 9 იანი უნდა ეყიდა ვინმე აუცილებლად ,ხო ვიცი მერე მისდგებიან ფლიკს ეს რეალიც კიდე ქულებს არ კარგავს კარუჩე კლასიკო იქნება ფინალი რა

    ლაპორტას ეხლა საპრეზიდენტო გათვლები ფლიკზე აქვს აწყობილი,მარა მე მგონი ფორტი მოვა

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 09 თებ 2026, 02:35
    #21

    კაროჩე წურავს ეს ძაღლი გუნდი თამაშებს რა. ხავი რო წურავდა რაღაც ეგრე არიან. წნეხი ჩვენზეა,პირველები ვართ,არ უნდა გავანიავოთ,ეგენი უფრო თავისუფლად მოგვყვებიან. სადღაც იმედია წამოიკრავენ ფეხს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვაგროვოთ ქულები. სოსიედადის იმედი მაქვს. ვნხოთ რა იქნება, ლალიგა წამოსაღებია და კოპა.