რამდენიმე საათის წინ “ბარსას” ლეგენდებმა თელ ავივის “მაქაბის” ლეგენდები უხვგოლიან მატჩში 5-3 დაამარცხეს. “ბარსელონადან” გოლები სავიოლამ (2), რივალდომ, დებიუტანტმა ბოიან კრკიჩმა და ჟოფრე მატეუმ გაიტანეს.
რონალდინიოს პასით ხავიერ სავიოლამ “ბარსა” უკვე მე-2 წუთზე დააწინაურა, მაგრამ 6 წუთის შემდეგ ბადაშმა ანგარიში გაათანაბრა. კატალონიელებმა რამდენიმე შანსი ხელიდან გაუშვეს, მაგრამ რივალდომ პენალტით თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში მოედანზე ბოიან კრკიჩი შემოვიდა, რომელიც ლეგენდების რიგებში პირველ მატჩს ატარებდა, და გოლის გასატანად მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა. მალევე ჟოფრე მატეუმაც გაიტანა და ანგარიში 4-1 გახდა. ამის შემდეგ ისრაელელებმა 2 გოლი შეაგდეს – თავი ტურგემანმა და ჰაიმმა გამოიჩინეს, რითაც “მაქაბის” მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონამ” მეტოქეს ამის უფლება არ მისცა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, ხავიერ სავიოლამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 5-3.
მატჩის დეტალები
“ბარსას”ლეგენდები: ანგოი, ბელეტი, დეუ, სერჟი ბარჟუანი, ფერნანდო ნავარო, ტრაშორასი, ჟორდი ლოპესი, ჟიული, სავიოლა, რივალდო, რონალდინიო, ჩავი გუსმანი, ფრანჩესკო კოკო, ხუან კარლოს როდრიგესი, გოიკოეჩეა, როჟერ გარსია, ჯოვანი, ჟოფრე, ბოიან კრკიჩი.
“მაქაბი თელ ავივი”: უვაროვი, შპუნგინი, ბენ ჰაიმი, კარლოს გარსია, ზივი, შელახი, ბანინი, ნიმნი, შინა, ზოჰარი, ბადაში, შროიბერი, კალე, იშაი, მიშაელოვი, ტუვიაკი, რევივო, დრიკსი, ტურგემანი, კუბიკა, ბარუხი, მესიკა, გაფნი, მელიკა, კოჰენი, ჰაიმი, ბიტონი, ტზარფატი.
გოლები: 1-0, სავიოლა (2′); 1-1, ბადაში (8′); 2-1, რივალდო (34′); 3-1, ბოიან კრკიჩი (44′); 4-1, ჟოფრე (49′); 4-2, ტურგემანი (51′); 4-3, ჰაიმი (77′); 5-3, სავიოლა (79′).
“ბარსას” ლეგენდები ისრაელში ხუთშაბათს მეორე მატჩსაც გამართავენ, ამჯერად “მაქაბი ჰაიფას” წინააღმდეგ.
Nike ს ფეხბურთელებისგან შეადგინა
Mec ar gamikvirda mesis fania tipi tuar vcdebi
"ბარსას" ლეგენდები ისრაელში ხუთშაბათს მეორე მატჩსაც გამართავენ, ამჯერად "მაქაბი ჰაიფას" წინააღმდეგ.
თუ ესეც მოიგეს გალიდერდებიან?
Nike ს ფეხბურთელებისგან შეადგინა
Musialas sauketeso fexburteli naxet? Marcxena fexi sane driblingi viniciusioo xedvaoo vigac daayena tipma messi arcert komponentshi artqva
ბოიანი ლეგენდების გუნდში?😀😀
კლასის ხარჯზე მაინც გაქაჩავენ😄😄😄 აბა რაღა დროს ამათი სისწრაფეა😄😄😄
ისე რონალდინიო და რივალდო ისე ხშირად თამაშობენ ლეგენდების მატჩებში რომ შეიძლება მაგათ დაბრუნებაზე ფიქრი დიდ ფეხბურთში😇😁