ჰანსი ფლიკი არაერთხელ აღნიშნავს, რომ საკუთარ პირად სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ყველა რეკორდს, რომელსაც ის “ბარსელონასთან” ერთად ამყარებს – მათ შორის ლა ლიგის საუკეთესო სტარტის გათანაბრებას (9-დან 9 მოგება) – გერმანელი დამრიგებელი მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობას ანიჭებს.
თუმცა ციფრები თავისთავად მეტყველებს: თუ სამშაბათს “ბარსელონა” “პარკ დე პრენსზე” ლუის ენრიკეს “პარი სენ-ჟერმენს” დაამარცხებს, ფლიკი კატალონიური გრანდის სათავეში საიუბილეო, მე-100 გამარჯვებას გაიფორმებს. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის ზაფხულში კლუბში მოსვლის შემდეგ, მას ყველა ოფიციალურ ტურნირზე გუნდისთვის სულ რაღაც 129 შეხვედრაში ექნება ნათავკაცები. ამ პერიოდში გერმანელმა სპეციალისტმა “ბარსელონასთან” ერთად უკვე მოიგო ლა ლიგის ორი ტიტული, ორი ესპანეთის სუპერ თასი და ერთი ესპანეთის თასი.
შედარება ლუის ენრიკესთან და გვარდიოლასთან
სიმბოლურია, რომ ფლიკის საიუბილეო მიღწევის შეჩერებას სწორედ ლუის ენრიკე შეეცდება – სპეციალისტი, რომელიც “ბარსელონას” ისტორიაში მე-100 გამარჯვებამდე ყველაზე სწრაფად მივიდა. “ლუჩომ” ამ შედეგის დაფიქსირება 126 მატჩში შეძლო (მოგებების 79.3%). შედარებისთვის, პეპ გვარდიოლას 100 მოგების დასაგროვებლად 139 შეხვედრა დასჭირდა.
ფლიკს პარიზში მოგების შემთხვევაში 100 გამარჯვება 129 მატჩში ექნება (მოგებების 77.5%), რაც კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი გახდება.
წაგება – უიშვიათესი გამონაკლისი
ფლიკის სათამაშო ფილოსოფია ყოველთვის მოგებაზეა ორიენტირებული და ის უკიდურესად იშვიათად მარცხდება. ჩატარებული 128 შეხვედრიდან მისმა “ბარსელონამ” მოედანი დამარცხებულმა მხოლოდ 19-ჯერ დატოვა. 10 ფრესთან ერთად, გერმანელის წაუგებელი მატჩების წილი 85%-ს აღწევს (ლუის ენრიკეს მაჩვენებელი 88% იყო).
სულ რამდენიმე გუნდმა მოახერხა ფლიკის “ბარსელონას” ერთზე მეტჯერ დამარცხება: “ატლეტიკომ” ეს სამჯერ შეძლო (თუმცა მათ წინააღმდეგ “ბარსამ” ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და თასზე ჯამში 10 მატჩი ჩაატარა), ხოლო “რეალ მადრიდმა” – მხოლოდ ერთხელ.
დამანგრეველი 2026/27 სეზონი და საგოლე რეკორდი
მიმდინარე სეზონში გერმანელის გუნდს ბადალი არ ჰყავს: 11 ოფიციალური მატჩი და 11 გამარჯვება. ყველაზე თვალშისაცემი კი ამ შეხვედრების გადაწყვეტის სტილია – “ბარსელონა” მეტოქეებს საშუალოდ მატჩში ხუთ გოლს უტანს:
- ხუთი გატანილი გოლი: “ელჩესთან”, “რაიო ვალეკანოსთან”, “ვალენსიასთან”, “ფეიენორდთან” და “რეალ ბეტისთან”;
- ოთხი გოლი: “ლევანტესთან” და “გალათასარაისთან”;
- სამი გოლი: “სევილიასთან” და “ხეტაფესთან”;
- შვიდი გოლი: “რასინგთან”.
ჯამში 11 მატჩში 48 გატანილი ბურთით, ფლიკის გუნდი ტემპით მკვეთრად უსწრებს 2011/12 წლების ლეგენდარულ სეზონსაც კი, როდესაც კატალონიელებმა 64 შეხვედრაში 190 გოლი შეაგდეს.
აი მაგ 19 წაგებიდან რამდენიმე მტკივნეული წაგება იყო დღესაც რომ არ გავიწყდება, ინტერთან ნახევარფინალში, 129 თამაშიდან 19 წაგება არაფერია, არადა მაგ თითოეული წაგების მერე რამდენჯერ უგინებიათ ფლიკისთვის აქ კომენტარებში 😂 წასასვლელიაო, თურმე კი არა როგორი მესამე სეზონი გველოდება, წელს ყველაფერი შეიძლება გაიწუროს ყველა ტიტული, ფეხბურთელების ბომბარდირობა ტურნირებზე, ზედეიზედ მოგებული თამაშები, წაუგებელი ლიგა, ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთ სეზონში რავიცი ისეთი გუნდი დააყენა ჰანსი ძიამ წელს კულეები მაგრად გავერთობით და ვისიამოვნებთ 😌 მთავარია ნაკლები ტრამვები გაზაფხულზე