workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნუნუ მენდეში ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს

ნუნუ მენდეში ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს

calendar_month მატჩის დრო: 20 ოქტომბერი, 23:00
bolt მოკლედ
ნუნუ მენდეშმა კუნთის სერიოზული ტრავმა მიიღო, რამდენიმე კვირას გამოტოვებს და სამშაბათს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენს" ვერ დაეხმარება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” პორტუგალიელმა განაპირა მცველმა ნუნუ მენდეშმა კუნთის ტრავმა მიიღო და სამშაბათს, 20 ოქტომბერს, “ბარსელონასთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

პარიზულმა კლუბმა დღეს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაადასტურა, რომ დაზიანება მძიმეა და პორტუგალიელი მინდორზე “რამდენიმე კვირის განმავლობაში” ვერ გავა.

ეს ლუის ენრიკეს გუნდისთვის უდიდესი საკადრო დანაკლისია. ნუნუ მენდეში მოედანზე სწორედ იმ ფლანგს აკონტროლებს, სადაც “ბარსელონას” მხრიდან ლამინ იამალი მოქმედებს. ამრიგად, “პარკ დე პრენსზე” იამალისა და მენდეშის მორიგი პრინციპული დუელი აღარ შედგება, რაც ფრანგული გრანდის დაცვის მარცხენა ფლანგს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • KAIKHOSRO
    KAIKHOSRO გულშემატკივარი
    schedule 18 ოქტ 2026, 20:45
    #6

    ცენტრში ბალდე უნდა მოსინჯოს სხვა გზა არაა.ესპარტი და კანსელუ ფლანგებზე
    გარსია
    ესპარტი კუბარსი ბალდე კანსელუ
    პედრი როდრი ოლმო
    იამალი რაფო გორდონი

  • irakli77
    irakli77 გულშემატკივარი
    schedule 18 ოქტ 2026, 19:06
    #2

    🚨 Eric is suffering from pain in his right quadriceps muscle.
    🚨 Gerard Martín is dealing with inflammation in his foot.
    🚨 Koundé finished the match in pain and arrived at the training complex visibly limping.
    ❌ All three are doubtful for the match against PSG, pending the results of medical tests.
    [Mundo Deportivo] ….

    • AFRO
      AFRO ახალბედა
      schedule 18 ოქტ 2026, 20:03
      #3

      ძააან პიზდეცი გვაქ ცენტრში გვრჩება მხოლოდ დე იონგის დაყენება რაც კატასტროფაა მითუმეტეს ახლა დაბრუნდა რომელიმე მაგ სამიდან იქნება ტკივილ გამაყუჩებლით ითამაშოს არაფერი მოხდება,პსჟ კიდეა ისე აწყობილი რო 1 ნუნუ მენდეშის გამოკლება დიდად არაფერს უზამს

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 18 ოქტ 2026, 20:18
      #4

      ერიკი 3-4 კვირა იუქმებს, კუნდე გამოირიცხა პსჟსთან, მარტინი კითხვის ნიშნის ქვეშაა. პსჟს ყავს 200 მცველი ნუნუ მენდეშს შეცვლის ვინმე, ჩვენ ვის იმედად ვრჩებით? 3 თვის უთამაშებელ დე იონგს ვაყენებთ ცენტრალურ მცველად? ესპარტს მარჯვნივ თამაში არ გამოდის, ეგ მარცხნივ და კანსელუ მარჯვნივ, ყველა პასში გაჭრის პსჟს შეტევა ამ ვითომ დაცვას

    • irakli77
      irakli77 გულშემატკივარი
      schedule 18 ოქტ 2026, 20:37
      #5

      რა შემადგენლობას დააყენებს ძაან საინტერესოა ფლიკი, ან ის ახალგაზრდა ცაცია მცველი როიყო რატო გაუშვეს საერთოდ თან კაპიკეპში , ყველაზე ცუდი იქნება კანსელუ ბალდე და ესპარტი რო დააყენოს , დირკაც აღარ ერქმევა მაგ დაცვას.იმედია მოიფიქრებს რამეს ჰანსი.

  • iniesta888
    iniesta888 გულშემატკივარი
    schedule 18 ოქტ 2026, 18:56
    #1

    ჩვენ მცველებზე რა ისმის