სევილიაში “რეალ ბეტისთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით (5-2), “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კატალონიური გრანდის სათავეში პირადი რეკორდი გაიმეორა. ეს წარმატება მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში მე-11 გამარჯვება გამოდგა (ცხრა ლა ლიგაში, ორი ჩემპიონთა ლიგაზე).
100%-იანი შედეგი და მეორე 11-მატჩიანი სერია
პირველად ჰანსი ფლიკმა ზედიზედ 11 ოფიციალური მატჩის მოგება გასულ სეზონში, ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში შეძლო. ახლა, ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, გერმანელმა სპეციალისტმა ეს შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი ციფრებით გაიმეორა: მიმდინარე 11-მატჩიან სერიაში გუნდმა 48 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 11 მიიღო.
ფრანკ რაიკაარდის აბსოლუტური რეკორდი და ისტორიული კონტექსტი
კლუბის ყველა დროის აბსოლუტური რეკორდი ფრანკ რაიკაარდს ეკუთვნის. 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის იანვრამდე ჰოლანდიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 18 ოფიციალური შეხვედრა მოიგო (13 ლა ლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ესპანეთის თასზე), გაიტანა 54 გოლი და მხოლოდ 8 გაუშვა. რაიკაარდის ამ ისტორიულ შედეგამდე ფლიკის გუნდს კიდევ შვიდი გამარჯვება აშორებს.
რაიკაარდისა და ფლიკის გარდა, “ბარსელონას” ისტორიაში ზედიზედ 11 მატჩის მოგება მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელმა შეძლო:
- ლუის ენრიკე (2014/15);
- პეპ გვარდიოლა (2008/09);
- ფრანც პლატკო (1955/56);
- რალფ კირბი, რიჩარდ დომბი და რომა ფორნსი (1925-1927 წლებში).
ურთულესი ტესტი პარიზსა და ელ კლასიკოში
ფრანკ რაიკაარდის რეკორდისკენ მიმავალ გზაზე ჰანსი ფლიკის გუნდს უახლოეს დღეებში ურთულესი გამოცდა ელის: სამშაბათს გასვლითი ჯახი “პარი სენ-ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგაზე, მომდევნო კვირას კი – “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ელ კლასიკო “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ.
ცირკს და ზოოპარკს რატომ აჩვენებენ სილქზე? ზოოპარკის მთავარ ეგზემპლარს არ გვაჩვენებენ?
კუნდე და ერიკ გარსია ოფიციალურად არ იქნება პსჟ-სთან, მარტინიც საეჭვო არის. მოკლედ დაცვა არ გვყავს. განსაკუთრებით ცენტრალური. კუბარსი, კანსელუ, ესპარტი და უპრაქტიკო ბალდე არიან. ნახევარდაცვის იმედად უნდა ვიყოთ.
მეტს გავუტანთ პსჟ-ს და რეალს და მაინც მოვიგებთ, მენდეში არ ეყოლებს არც პარიზს და მაგათი დაცვაც ხო არაა გაუვალი? კი ჩვენ დანაკლისი მეტი გამოგვდის, მარა მგონია რო ორივეს ამოვისვავთ.
🚨🚑 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ერიკ გარსია 3–4 კვირით გამოაკლდება გუნდს.
👀 ჟულ კუნდემ მარცხენა კოჭი დაიზიანა და პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.
❗️შეძლებს თუ არა ის რეალ მადრიდის წინააღმდეგ თამაშს, ეს მისი გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.
შეაკლეს მთელი ზაფხული ალვარეს და 1 მცველი არ მოათრიეს ის იმის ბრალია რო ყავარჯნებიან კრისტენსენს რო დაიტოვებ რომელიც 2 წელი ლაზარეთიდან ვერ გამოდის,არაუხოს მაინც რაღას უშვებდნენ თუ მცველი არ მოყავდათ
კუნდე და გარსია არ იქნებიან პსჟ-სთან
გამოაჯვას ახლა და მოიხადოს ბოდიში ვინც მცველი არ მოიყვანა გუნდში
გარსია და კუნდე არ იქნებაო ფაბრიციომ. 3 4 კვირას გამოტოვებს გარსია.