ოფიციალურად: ფერან რევერტერი ბარსელონას ტოვებს
ახლახან ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან რევერტერმა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
"ბარსას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რევერტერმა დღეს პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას აცნობა, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვება უნდა.
"ბლაუგრანას" განცხადებიდან ირკვევა, რომ რევერტერი კლუბს პირადი და ოჯახური მიზეზების გამო ტოვებს.
რევერტერმა "ბარსელონაში" არცთუ ისე დიდი დრო დაჰყო. ის კლუბის აღმასრულებელ დირექტორად გასული წლის პირველ ივლისს დაინიშნა.
ახლა თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც გერმანია დავტოვე და ბარსელონაში ოჯახური მიზეზების გამო დავბრუნდი. ლაპორტას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის შემოთავაზებას მალევე დავთანხმდი. კლუბში შესანიშნავი რამდენიმე თვე გავატარე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს ნდობისთვის და უპირველეს ყოვლისა, მისი ენთუზიაზმისა და ლიდერული შესაძლებლობებისთვის, რაც ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მსოფლიო ასპარეზზე დასაბრუნებად საუკეთესო აღმასრულებელი გუნდი ჰყავს. პირადად მე ამ თვეების განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავე, მაგრამ ახლა მინდა, ვფოკუსირდე იმ მიზეზზე, რომლის გამოც ბარსელონაში დავბრუნდი, რაც პირად და ოჯახურ პროექტებზე უფრო მეტი დროის ხარჯვას მოითხოვს.
- განაცხადა რევერტერმა.
"ბარსას" პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო რევერტერს გაწული სამსახურისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]