ოფიციალურად | ფერან რევერტერი კლუბის ახალი აღმასრულებელი დირექტორია
ჟოან ლაპორტამ გაპრეზიდენტების შემდეგ ოსკარ გრაუ, რომელიც ბართომეუს კადრი იყო და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობდა, გაათავისუფლა და მომავალში ამ პოსტზე ფერან რევერტერის დანიშვნა დააანონსა.
დღეს რევერტერი კლუბის ახალი აღმასრულებელი დირექტორი უკვე ოფიციალურად გახდა.
ფერან რევერტერი წარმოშობით კატალონიელია. მან ეკონომიკის მიმართულებით ბარსელონაში მდებარე პომპეუს ფაბრას უნივერსიტეტში (ამჟამად ევროპაში რანგით 73-ე უმაღლესი სასწავლებელი) ისწავლა და 1994 წელს მოიპოვა დიპლომი.
ფერანი დიდი ხნის განმავლობაში ელექტრონული ტექნიკის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილმასშტაბიან კომპანიაში, MediaMarktSaturn-ში, იდენტურ თანამდებობაზე მუშაობდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]