workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა გახდა მატეუ ალემანის წასვლის მიზეზი?

რა გახდა მატეუ ალემანის წასვლის მიზეზი?

ცნობილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ მატეუ ალემანი “ბარსელონას” დატოვებს და სრული ძალაუფლება დეკუს ხელში გადავა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა ამ პირობებზე დეკუს ჯერ კიდევ მაისში შეუთანხმდა, როცა ალემანიმ წასვლის გადაწყვეტილება პირველად მიიღო. პორტუგალიელს პირველი გუნდის/ ახალგაზრდული გუნდების ზედამხედველობა და ასევე მოლაპარაკებები (რაშიც მატეუ ძალიან ძლიერია) უნდა გადაებარებინა.

შემდეგ ალემანიმ დარჩენა გადაწყვიტა, რაც დეკუს დიდად არ მოეწონა. თავის მხრივ, თავად მატეუც მიხვდა, რომ სრული ძალაუფლება დეკუს ხელში იყო და გუნდში მისი ადგილი აღარ რჩებოდა, ამიტომაც, წასვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ამჟამად დეკუ ლაპორტასთან, რაფა იუსტესთან, ალემანისა და ჩავისთან ერთად აქტიურად მუშაობს. ამასთან, მას “ბარსა ატლეტიკის” მთავარ მწვრთნელ რაფა მარკესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ჟუვენილ ა-ს მწვრთნელის ასისტენტ ჟულიანო ბელეტისაც შეხვდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • სპარტაკი
    schedule 22 აგვ 2023, 02:30
    #4

    ვნახოთ როგორ შეიცვლება და რა ხედვებით გაგვახარებენ მათი დაწინაურებული ახალი თაობა..

  • nika 54
    schedule 18 აგვ 2023, 19:50
    #3

    ანუ წასვლა რო მოუნდა და უარი არ უთხრეს, მერე ის ეწყინა რო "ზამენა" უპოვეს? აბა რა ეგონა ტრაური გამოცხადდებოდა?

  • Rick Sanchez
    schedule 18 აგვ 2023, 13:19
    #2

    ალემანის გაშვებას ჯობდა ნახევარი ხელმძღვანელობა გაეშვათ. იდიოტები არიან ბარსაში.

  • Don_Andresito
    schedule 18 აგვ 2023, 11:08
    #1

    დეკო დაგვაქცევს ჩვენ. პეპმა პირველი ეგ გააგდო, პიროვნული თვისებების გამო. ჩემი აზრით ლაპორტას შეეშინდა ალემანის ავტორიტეტის ზრდის და მოისროლა. იგივე მიზეზით არ უნდოდა მესი