workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ: ხულიანი წარსულია და წინ უნდა ვიყუროთ

დეკუ: ხულიანი წარსულია და წინ უნდა ვიყუროთ

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდერსონ დე სოუზამ, იგივე დეკუმ, მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კონგრესში Portugal Football Summit, რომელიც ოეირაშში (ლისაბონი) იმართება. მედიასთან საუბრისას, გაზეთ As-ის ჟურნალისტ პაბლო ფუენტენებროსთან მან განაცხადა:

“ხულიანი წარსულია და ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ.”

დეკუმ ხულიან ალვარესის ჩაშლილი ტრანსფერი რაფინიას ცხრიანის პოზიციაზე ბრწყინვალე ათამაშებისგან განაცალკევა:

“ხულიანის თემას რაფინიასთან საერთო არაფერი აქვს. გუნდიდან წავიდა ფეხბურთელი, რომელიც ჩემთვის განსხვავებული ცხრიანია, საუკეთესო ცხრიანი – რობერტ ლევანდოვსკი. მან ყველაფერი გაიღო, მაგრამ ცვლილებების დრო დადგა. ჩვენი იდეა ყოველთვის იყო ისეთი ცხრიანის მოყვანა, რომელსაც ექნებოდა მობილურობა და თანაგუნდელებთან კომბინაციური თამაშის უნარი, ხულიანი კი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო.

ტრანსფერი ვერ შედგა, ჩვენ წინადადება გავაკეთეთ. კლუბმა თავიდანვე თქვა, რომ მას არ გაყიდდა და სხვა გამოსავლის ძიება მოგვიხდა. გაბრიელ ჟეზუსი თავიდან გეგმებში არ ყოფილა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ხულიანის დამატება შეუძლებელი იყო, ვარიანტების ძებნა დავიწყეთ და გაბრიელი ჩვენთვის იდეალური აღმოჩნდა. მთავარი იდეა არ შეცვლილა – ზუსტად ამავე პროფილის მოთამაშეს ვეძებდით.”

კლუბის სპორტულმა დირექტორმა საკითხი საბოლოოდ დახურა:

“ხულიანი წარსულია, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და კმაყოფილები ვართ იმით, რაც გვაქვს. იმედი მაქვს, ისიც კარგად იქნება და თავის კლუბს დაეხმარება. ფეხბურთში ბევრი მოლაპარაკება და ბევრი ტრანსფერია, რომელიც ზოგჯერ უბრალოდ არ ხდება.”

დეკუმ გაამხილა, რომ რაფინიას ცხრიანზე თამაშის თაობაზე ჰანსი ფლიკთან წინასწარ ისაუბრეს. რაც შეეხება გაბრიელ ჟეზუსს:

“ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ‘არსენალში’ ბევრ მატჩს აღარ თამაშობდა. ზოგჯერ, როდესაც გარემოს იცვლი, ჩნდება ახალი მოტივაცია, ახალი კლუბი, ახალი თანაგუნდელები. ეს გაბრიელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანაა.”

სპორტულმა დირექტორმა ლაუტარო მარტინესის მიმართ არსებულ ინტერესზეც ისაუბრა:

“ის ‘ინტერის’ სიმბოლოა და ამას დიდ პატივს ვცემთ. ფანტასტიკური, სანახაობრივი მოთამაშეა, ‘ინტერის’ კაპიტანი და კერპი. იმ მომენტში, როდესაც კლუბმა გვითხრა, რომ ის ხელმისაწვდომი არ იყო, არც მცდელობა გვქონია და არც აღარაფერი გვითქვამს. ვცდილობთ, ყველაფერი ძალიან კორექტულად და მკაფიოდ გავაკეთოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც გვაინტერესებდა.”

დეკუ როდრის ტრანსფერსაც შეეხო:

“ვფიქრობ, ჩვენ დავაბრუნეთ ფეხბურთელების სურვილი, რომ ‘ბარსელონაში’ მოვიდნენ. როდრიგოს შემთხვევაში, ის ‘სიტიში’ ყველაფერი იყო, თუმცა მათ ხელი შეგვიწყვეს, რადგან ეს თავად ფეხბურთელის სურვილი გახლდათ.”

მან უარყო ინტერესი ახალგაზრდა ჯ.ჯ. გაბრიელის მიმართ:

“ამ ბიჭზე სათქმელი არაფერია. ჩვეულებრივი ამბავია, რომ გარკვეულ ფეხბურთელებს მუდმივად ჩვენ გვაკავშირებენ. მის სიტუაციას რაც შეეხება, არ ვიცი, რა მოხდა. ეს ის თემაა, რომელშიც ჩართულები არ ვართ. სანამ რაიმეს გაკეთებას შევეცდებით ან ახალგაზრდა მოთამაშეებზე ვისაუბრებთ, უპირველესად ყველა გარემოება უნდა გავარკვიოთ.”

კონგრესში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან რობერტო კარლოსი, ედგარ დავიდსი, აიტორ კარანკა, ჟორჟე ჟეზუსი, ნუნუ გომეში, რუი პატრისიუ, ასევე უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი, ყოფილი მსაჯი ველასკო კარბალიო და “ბარსელონას” ექს-ექიმი ლუის ტილი. თავად დეკუ კონგრესზე წარდგა მოხსენებით სახელწოდებით “One-on-one with Deco”, სადაც ჟურნალისტ რუი მიგელ ტოვარს ესაუბრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 25 სექ 2026, 11:58

    მცველი გვინდა და მგონი არ გამოვა ზამთრის სატრანსფეროზე სამწუხაროდ. თურმე ფეარ ფლეის წესებში მხოლოდ 2-3 მლნ გვაქვს თავისუფალი და ვინმე თუარ დატოვებს ზამთარში კლუბს ვერც ვერავის მოიყვანენ

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 26 სექ 2026, 18:30

      მაშინ იჯარით მოიყვანონ, ძალიან გვჭირდება მცველი ან უფრო მცველები, მინიმუმ 2.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 25 სექ 2026, 10:35

    ზამთრის სატრანსფეროზე მცველი დეკუ უეჭველი

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 25 სექ 2026, 03:24

    მცველი მცველი გვინდა ზამთრის სატრანსფეროზე

  • David Villa
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 25 სექ 2026, 00:41

    კიდე კაი გაიტანეს არ უნდა წაეგოთ ეს თამაში :))) ლამაზად თამააშობდნენ

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 25 სექ 2026, 00:20

    🧱 მიმდინარე სეზონში, როცა რონალდ არაუხო ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში იყო, ლივერპულს გოლი არ გაუშვია

    🟥 მერსისაიდელებმა ყველა გოლი მაშინ მიიღეს, როცა ურუგვაელი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ

    🔙 ინგლისურმა კლუბმა ურუგვაელი მცველი ბარსელონადან იჯარის წესით დაიმატა, მისი გამოსასყიდი თანხა 55 მილიონი ევროა
    ისე ამ შუშა კრისტენსენს ეს გორილა რო დაეტოვებიათ ჯობდა

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 25 სექ 2026, 03:14

      ის გორილა იყო, რომ დაგტოვა ლიგის მიღმა ზედიზედ 2 სეზონი და მესამედ ვერარ ენდო ჰანსი;
      რა ვართ ეს ქართველები, რა იოლად ვივიწყებთ, თუმცა ჩვენზე ეს ცუდად არ მეტყველებს;
      თვენახევარში დაბრუნდება ბროლია და მანამდე მარტინი იმალდინებს, კუნდე და გარსიაც ცენტრალური მცველები არიან ამპლუით

  • David Villa
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 25 სექ 2026, 00:12

    შტეგენი რას თამაშობს გავარტყი გარსიას :))

    • walker599
      walker599 ვეტერანი
      schedule 25 სექ 2026, 10:10

      რა გარსიას გაარტყი, ფეხით რა საშინელებაა შტეგენი ვერ უყურე, თავისივე შეცდომები ასწორა ხშირად.

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 24 სექ 2026, 23:07

    ჯერჯერობით ხავის ჰოლანდია ძაან კარგად თამაშობს.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 24 სექ 2026, 22:37

    ზაფხულამდე გადაიდება ცხრიანის მოყვანა, ჯერ ერთი ჟეზუსი გვყავს მეორე ცხრიანი ეხლა მესამე მოვიდეს არ გამოვა, ბარსა თუ მოიყვანს ვინმე ტოპ ცხრიანი იქნება მაგას კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სჭირდება, სეზონის შუა ნახევარში არცერთი გუნდი არ გაყიდის თავის ცხრიანს, ისე კი ჩემი აზრით ჰალანდი ბარსაში მოვა მაგრად მგონია, სიტის ეს სეზონი თუ ჩაუვარდა (ჯერჯერობით პირიქით მიდის) შეიძლება წასვლა გადაწყვიტოს გუნდიდან, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და არ მგონია სიტიში აპირებდეს საუკეთესო წლების გატარებას, ჰალანდი გუნდს სტადიონზეც მოუხდება და შიგნითაც, კარგი ხასიათის ჩანს

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 25 სექ 2026, 01:15

      ჰალანდი კარგია, მაგრამ არსად წამსვლელი არ ჩანს, სახლშია ტიპი. მამამისი თამაშობდა მანდ, თვითონ ლეგენდაა კლუბის, ეპლ-ია, ლიგა მოიგო მანდ, კიდევ ეცდება, 💰 პრობლემა არაა, თან ინგლისი ვიკინგისათვის😇

  • Golden boy
    Golden boy ვეტერანი
    schedule 24 სექ 2026, 22:11

    ეხლა უკვე წარსული გახდა ბუნებრივია, რაფინია ისე ათამაშდა რომ არ მგონია სხვა ფორვარდზე იფიქრონ, მაგრამ მაინც სეზონის ბოლოს გამოჩნდება.