სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის განახლებისას, “პარი სენ-ჟერმენმა” უსმან დემბელესა და ნუნუ მენდეშს დამატებითი დასვენების დღეები მისცა. ყოფილი ბარსელონელი მინდორს “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში დაუბრუნდა და შეხვედრის წინ ლუის ენრიკეს მეთოდები ღიად შეაქო:
“როდესაც დასვენება მჭირდება, ლუის ენრიკე ამას თავად მაგრძნობინებს ხოლმე. მე მებრძოლი ვარ და ყველა მატჩში თამაში მსურს, თუმცა ყველა შეხვედრის ჩატარება შეუძლებელია. ფიზიკური დატვირთვის გადანაწილება ის თემაა, რომელსაც ის ბრწყინვალედ მართავს”.
“მანჩესტერ სიტის” დამარცხების შემდეგ დემბელემ იხუმრა კიდეც: “სამშაბათს და ოთხშაბათს თამაში მიყვარს, განსაკუთრებით არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ. ეს დიდი სიამოვნებაა. თუ შესაძლებელია, მარტამდე შვებულებას ავიღებდი”. ლუის ენრიკემ იმავე ტონით უპასუხა: “თუ შვებულება უნდა, შვებულება ექნება”.
ეს დიალოგი ნათლად ხსნის პარიზული კლუბის ფიზიკური დატვირთვის პოლიტიკას, რომელმაც ბოლო სეზონებში პსჟ-ს წარმატებას საფუძველი ჩაუყარა. ლუის ენრიკემ მიაღწია იმას, რომ მისი წამყვანი ფეხბურთელები სეზონის გადამწყვეტ ფაზას გადაღლილობის გარეშე, იდეალურ კონდიციებში ხვდებიან.
2000-წუთიანი ზღვარი: 8 ბარსელონელი 3 პარიზელის წინააღმდეგ
გასულ სეზონში “ბარსელონას” რვა ფეხბურთელმა გადალახა 2000-წუთიანი ნიშნული ლა ლიგაში:
- ერიკ გარსია – 2 721 წუთი;
- პაუ კუბარსი – 2 703 წუთი;
- ჟოან გარსია – 2 700 წუთი;
- ლამინ იამალი – 2 262 წუთი;
- ჟიულ კუნდე – 2 261 წუთი;
- ჟერარ მარტინი – 2 119 წუთი;
- პედრი – 2 104 წუთი;
- დანი ოლმო – 2 067 წუთი.
საპირისპიროდ, პსჟ-ს რიგებში ლიგა 1-ში ამ ზღვარს მხოლოდ სამმა მოთამაშემ მიაღწია: ვორენ ზაირ-ემერიმ (2 447), ილია ზაბარნიმ (2 387) და ვიტინიამ (2 119). გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში 18-გუნდიანი ფორმატის გამო ოთხი ტურით ნაკლები იმართება.
ვარსკვლავების დაზოგვა: კვარაცხელია, დემბელე და მარკინიოსი
ლუის ენრიკეს აქვს ფუფუნება, რომ შიდა ჩემპიონატში წამყვანი ფიგურები რეგულარულად დაასვენოს.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ (MVP), ხვიჩა კვარაცხელიამ, ლიგა 1-ში სულ 1 479 წუთი ითამაშა. ქართველი შემტევი სასტარტოში მხოლოდ 18-ჯერ გამოჩნდა, 10-ჯერ შეცვლაზე შევიდა და საფრანგეთის ჩემპიონატში 90 წუთი მხოლოდ სამ შეხვედრაში ჩაატარა, მაშინ როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი სრული მატჩი ჰქონდა.
თვალშისაცემია უსმან დემბელეს შემთხვევაც: 11 მატჩი ძირითადში, 11 შეცვლაზე, 10 ტრავმის გამო გამოტოვებული. მან ლიგა 1 სულ 1 063 წუთით დახურა (მხოლოდ 74 წუთით მეტი, ვიდრე მარკ კასადომ “ბარსელონაში”) და ჩემპიონატში მხოლოდ ერთი სრული მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი – ხუთი. ტრიოს მესამე წევრმა, დეზირე დუემ, სასტარტოში 16 მატჩი დაიწყო და ჯამში 1 348 წუთი ითამაშა.
განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ლუის ენრიკე გუნდის კაპიტანს, მარკინიოსს. ბრაზილიელმა ლიგა 1-ში სასტარტოში მხოლოდ 11-ჯერ ითამაშა და ჯამში 1 052 წუთი დააგროვა (რონალდ არაუხოზე 19 წუთით ნაკლები). თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის შუამდე მას საფრანგეთის ჩემპიონატში ერთი წუთიც არ უთამაშია, თუმცა ამავე პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
სწორედ ეს სიღრმე და შიდა ჩემპიონატში რესურსების ეკონომია აძლევს პსჟ-ს იმ ენერგეტიკულ უპირატესობას, რომლის გათანაბრებაც მუდმივი საკადრო დეფიციტისა და დაძაბული ლა ლიგის ფონზე “ბარსელონასთვის” თითქმის გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
სულ არ მაინტერესებს რა უპირატესობა აქვს პსჟს რაც იქნება იქნება. ბარსელონა ვართ ბოლოს და ბოლოს თუ უჩლზე გვაქვს პრეტენზია სულ რო ცხრა თავიან დევთან მოგვიწიოს დაჭიდება მაინც უნდა მოვიგოთ აბა ასე ლანგრით ვინ მოგვართმევს თასს, კი ძლიერია პსჟ მაგრამ ფლიკის ბარსა რაც დრო გადის უფრო იხვეწება და ეს პსჟც არ ჩანს წელს ისეთი როგორც წინა სეზონებში ასე, რომ ნუ მოიკლავთ იმედს ეს ბარსელონა არაა ისეთი გუნდი რომ მარტივად დათმოს რამე მიუხედავად იმისა რო დაცვა კი არა კორიდორი გვაქვს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი და არცერთი გოლი არ ყოფილა ყარაულივით გავარდნა. წასაგებად არ ჩადის პარიზში ბარსელონა და პირიქით პსჟს უნდა ეშინოდეს რადგან წინა სეზონისგან გასნხვავებით ბარსელონა ამ სეზონში ყველაზე სტაბილური გუნდია, წინა სეზონში ამის ნახევარს თამაშობდნენ და არ იყვნენ სტაბილურები.
პსჟ-ს 4 მატჩით ნაკლები უწევს ლიგა 1-ში, ეს კი საშუალოდ 3 კვიირიანი შესვენბაა ჯამში;
პსჟ-ს არ მოსდევს უკან რეალი ალესილი იღბლით, მსაჯებით, დანოსებით და ამოუწურავი რესურსით; ან ატლეტიკო, შხამიანი ბუცებით და ალესილი ნაჯახებით
ყველა გრანდი მივიდა იმ დასკვნამდე რომ მინიმუმ ორი ძირითადის შემადგენლობა უნდა გყავდეს გუნდში რომ დღეს რამე გამოვიდეს, აბსოლუტურად ყველამ მოაბა თავი და მართლა ორი ტოპ შემადგენლობა ყავთ დღეს, რეალი, სიტი, ბაიერნი, არსენალი, ინტერიც თუნდაც ჩვენც თითქმის მაგ სქემას დავადექით, დაცვის გარდა ორი ტოპ ფეხბურთელი ყველა პოზიციაზე გვყავს, მაგრამ ვერცერთი ზემოთჩამოთვლილი გუნდი და ვერც ჩვენ რათქმაუნდა ვერასდროს მოვახერხებთ იმას რომ წამყვან ფეხბურთელებს შევუქმნათ ის პირობები რომ მხოლოდ ლიგის თამაშებისთვის იყვნენ კონცენტრირებულნი, მარტივი მიზეზის გამო, არცერთი ეს კლუბი არ თამაშობს ჩემპიონატში რომლის მოგებასაც არ სჭირდება ტოპ ფეხბურთელები, ამათგან ბაიერნია ალბათ ის კლუბი რომელიც ყველაზე მარტივად იგებს ხოლმე საშინაო ჩემპიონატს, მაგრამ არ მახსენდება სეზონი ბაიერნს მეორე შემადგენლობით მოეგოს ბუნდესლიგა, უბრალოდ არ გამოდის ეგ ამბავი და იმიტომ, არის მაინც მაგ ჩემპიონატში რაღაც დონის კონკურენცია და ბაიერნის მეორე შემადგენლობას არ მიუშვებენ იქ მყოფი სხვა გუნდები თავის ნებაზე. პსჟ-ს კიდე აქვს ეგ ხელშეწყობა, ბავშვებიც რო დააყენონ შეიძლება მაინც მოიგონ ლიგა 1 იმდენად მძორი ჩემპიონატია. ენრიკემაც თავის შეცდომებზე ისწავლა, პირველი ტრიუმფის მერე ორივე სეზონი ბარსაში გადაღლილობების და ტრავმების გამო ჩაეშალა, პსჟ-ში კიდე სრული თავისუფლება აქვს და აგერ თავისი მეთოდი გამოიგონა კაცმა. კი აქვთ მესამედ ზედიზედ მოგების პოტენციალი ნამდვილად, რომ გადახედო ჩვენ გარდა ამ წუთას მაგათთან დამდგომი არცერთი კლუბი არ ჩანს, სიტი მიდიოდა უდანაკარგოდ და რა უქნეს კი ვნახეთ, ბაიერნი ვერაა მთლად ხოდზე, დანარჩენებიც ეგრე, ჩვენ კიდე ამ დაცვას ვერ ვშველით, ხოდა რავი კი ჩაარიხინებს მესამე ლიგასაც ხალიფა თავის ჭკუაზე. უშუალოდ ეს თამაში პრინციპის ამბავია თან პარიზშივე რომ მოვუგოთ ორმაგი მუხტია, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე რომ არ ღირს დიდად თავის შეწირვა ფაქტია, მითუმეტეს ჩვენ მაგ თამაშის მერე რეალი გვიწევს იმათ კიდე ლიონი, ეგ ლიონი აღარაფერია გაუყვანს ენრიკე ბერალდოს და ზაბარნის და კი მოუგებს ისევ მშვიდად😂
წარმოიდგინეთ არაუხო რო არ გვყვავდეს ეხლა გაშვებული, ხო უეჭველი მოუწევდა ძირითადში თამაში, ეგ უფრო უიღბლობა იქნებოდა თუ დღეს რომ გვყვავს 3 მცველი დამტვრეული ეგ 😂😂
ხოდა მოვლენ ვიღაც უვიცები და დაიწყებენ შედარებებს აქ, ფული ტომრებით ტონობით უყრიათ, ამდენი ფეხბურთელი მაღალი დონის, 4 მატჩით ნაკლები ჩემპიონატში სადაც ცალი ფეხით იგებს ყველა სეზონში, რავი მეტი რა უნდათ, ჩლ-ზე რომ თამაშობდა შიდა ჩემპიონატის თამაშებს არ თამაშობდნენ და გადადებდნენ ხოლმე, კიდე ვერ უნდა მოეგო ჩლ?? რავი ამდენი უპირატესობა ყველაფერში ძალიან კარგია რა თქმა უმდა სხვა გრანდებთან შედარებით, რომლებიც ისედაც თითზე ჩამოსათვლელია