ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეს ტრავმების დადასტურების შემდეგ, სამშაბათს “პარკ დე პრენსზე” გასამართი მატჩის წინ ჰანსი ფლიკი დაცვის ხაზში ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. ლაზარეთში მყოფი ანდრეას კრისტენსენის ჩათვლით, გერმანელ სპეციალისტს ერთდროულად სამი ცენტრალური მცველი აკლია. ამ დროისთვის სრულ მზადყოფნაში მყოფი ერთადერთი ნომინალური ცენტრალური მცველი პაუ კუბარსია, ხოლო ჟერარ მარტინმა, რომელსაც ტერფის ანთება აწუხებს, სავარაუდოდ, სრულად გამოჯანმრთელება და პარიზში გამგზავრება უნდა მოასწროს.
ფლანგები: კანსელუ და ესპარტი
განაპირა მცველების პოზიციაზე არჩევანი მეტად მწირია. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სეზონში ალეხანდრო ბალდეს სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს (მან მხოლოდ 12 წუთი ითამაშა “რასინგთან”), ფლანგებს დიდი ალბათობით ჟოაუ კანსელუ და ჩავი ესპარტი გაინაწილებენ.
გამოცდილი პორტუგალიელი, რომელსაც არაბუნებრივ პოზიციაზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს, დაცვის მარცხენა ფლანგს ჩაიბარებს, ხოლო ახალგაზრდა კატალონიელი მარჯვნივ იმოქმედებს.
როდრი ცენტრალურ მცველად: ლუის ენრიკეს ყოფილი იარაღი მისსავე წინააღმდეგ
საგანგებო სიტუაციაში ჰანსი ფლიკს შეუძლია მოულოდნელი ტაქტიკური სვლა გამოიყენოს და ცენტრალურ მცველად როდრი ერნანდესი გაამწესოს. მადრიდელმა საყრდენმა “რეალ ბეტისთან” შეხვედრა სწორედ უკანა ხაზში, პაუ კუბარსის გვერდით დაასრულა, მას შემდეგ, რაც ერიკ გარსიამ შეცვლა მოითხოვა.
საგულისხმოა, რომ როდრის ცენტრალურ მცველად თამაშის გამოცდილება უკვე აქვს – ის ამ პოზიციაზე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ლუის ენრიკემ ათამაშა, რომელიც სამშაბათს მის წინააღმდეგ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის რანგში იდგება.
ვინ შეცვლის როდრის საყრდენ ზონაში?
თუ როდრი დაცვის ცენტრში დაიხევს, პედრის გვერდით საყრდენ ზონაში ძირითადი კანდიდატები მარკ ბერნალი და გავი იქნებიან. რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, თითქმის ოთხთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მას სევილიაში სათამაშო წუთები არ მიუღია, ამიტომ ასეთი რანგის მატჩში მისი პირველივე წუთებიდან გამწესება ნაკლებად სავარაუდოა.
ცენტრს დაერხევა ეს რო ჩაწიოს დაცვაში, მაგას ჯობია გავიჭირვოთ და აკადემიიდან ამოწიოს ვინმე
განაცხადში ხო შიეყვანა მარტინი, რატო შეიყვანდა რომ არ შეეძლოს თამაში, რა აკადემია??
რა როდრი, მარტინი ხო ჯანრმთელია