ჟერარ პიკე: კრიშტიანუ რონალდუ ადამიანებს შორის საუკეთესოა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე იმ ფეხბურთელებს შორის შედის, რომლებსაც როგორც ლეო მესისთან, ასევე კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის ბედნიერება ჰქონიათ.
BT Sport-თან საუბრისას პიკე არგენტინელ და პორტუგალიელ ვარსკვლავებს ერთმანეთს ადარებს, მისი ვერდიქტი კი ისეთია, როგორიც მოსალოდნელი იყო.
ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან. ჩვენ ორ საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენი დროისთვის, არამედ ამ სპორტის ისტორიაში.
ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის აქვს ისეთი ნიჭი, როგორიც სხვას არავის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ როგორ ფლობს ის ბურთს და რა სისწრაფეს ავითარებს ბურთით. ბურთი მისგან 2 მეტრზე შორს არასდროს მიდის. ეს მუდმივად ასეა. მისი დაჭერა შეუძლებელია. მსგავსი რამ სხვა არცერთ ფეხბურთელში არ მინახავს.
კრიშტიანუ რონალდუ განსხვავებული ფეხბურთელია. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. კრიშტიანუ მაღალი, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. ის სრულყოფილია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია გოლები გაიტანოს თავით, ჯარიმიდან, პენალტიდან, ერთი-ერთზე...
ჩემთვის ასეა - მესი ადამიანი არაა, ადამიანებს შორის კი რონალდუ საუკეთესოა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]