უმტიტის მსურველი თურქეთში გამოუჩნდა

უმტიტის მსურველი თურქეთში გამოუჩნდა

"ბარსელონას" სამუელ უმტიტის გუნდიდან გაშვების შანსი გაუჩნდა და ეს შანსი თურქულ "ფენერბაჰჩეზე" გადის.

Sport-ის ცნობით "ფენერბაჰჩე" 28 წლის ფრანგი უკანახაზელის დამატების ვარიანტს განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ თურქებმა ატილა სზალაი იანვარში გაყიდეს.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა "ფენერბაჰჩეს" სასურველი პირობები შეუქმნას. "ბლაუგრანა" თანახმაა, უმტიტი გუნდიდან უფასოდ გაუშვას, ან თუ თურქები სამუელის იჯარით აყვანას მოინდომებენ, ფეხბურთელის ხელფასის ნაწილი გადაიხადოს. კატალონიელთა მთავარი პირობაა, რომ იჯარის შემთხვევაში "ფენერბაჰჩემ" ხელფასის დიდი ნაწილი უნდა დაფაროს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუელ უმტიტის მსურველები საფრანგეთიდანაც ჰყავს.

უმტიტის გაშვება "ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამუელი გუნდის მე-3 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია კოუტინიოსა და დემბელეს შემდეგ, ხოლო თუ უსმანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, უმტიტი მე-2 ადგილზე გადავა. არადა, მიმდინარე სეზონში ფრანგმა მცველმა მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა და ცნობილია, რომ ჩავი მისთვის მეტი შანსის მიცემას აღარ აპირებს.

მსგავსი სიტუაცია იყო ზაფხულშიც, როდესაც უმტიტის ასევე თურქული "ბეშიქთაში" იწვევდა. მაშინ სამუელმა "ბლაუგრანას" დატოვებაზე უარი განაცხადა, პრეზიდენტ ლაპორტასთან შეხვედრის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ის კიდევ ერთ შანსს მიიღებდა და თუ მას ვერ გამოიყენებდა, წასვლაზე თანახმა იქნებოდა. ახლა სწორედ ეს მოცემულობა გვაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 დეკემბერი 2021 11:23
    0
    ამათ უმადურობას ბოლო არა აქვს, პატარა თავმოყვარეობა არ უნდა გქონდეს? ვერ ქაჩავ, წადი რა. თუ გინდა სულ გისტვინონ შე გაუმაძღარო ადამიანო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 დეკემბერი 2021 00:05
    0
    ხოდა მშვიდობით ბატონო წურბელა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 დეკემბერი 2021 23:58
    0
    აუ ეს რით ვეღარ მოვიშორეთ. ხელფასი მაინც დაიკლოს. იმენა ღორია ტიპი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.