ბარსელონა-ბეტისი | მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ბეტისი | მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 32-ე ტურის თამაშების მსაჯები დაასახელა. ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ბეტისი” დაუპირისპირდებიან, კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის. სწორედ მან იმსაჯა სეზონში ამ გუნდების პირველ თამაშში, რომელიც “ბარსამ” სევილიაში 2-1 მოიგო.

დელ სერო გრანდე 47 წლისაა. მან მსაჯობა 2000 წელს დაიწყო. 2006 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2011 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში გრანდე თამაშში საშუალოდ 26.5 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.08 ყვითელ და 0.31 წითელ ბარათს უჩვენებს. დელ სერო გრანდეს მიერ განსჯილი თამაშების 41%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 31%-ში – სტუმრები.

კარლოს დელ სერო გრანდეს სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ბეტისის” თამაშებში:

ბარსელონა ბეტისი
თამაში    43 33
მოგება 34 14
ფრე 6 11
წაგება 3 8
მოგების % 79% 42%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 6 4
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 2 3
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 7 3
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 5 5
two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2023, 19:29

    წითლები მაგრა ყვარებია.