“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში “ბეტისთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
ვიცით, რომ ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც წლებია სტაბილურობას ინარჩუნებს და რომელსაც მაღალი ინდივიდუალური თვისებებს მქონე საოცარი ფეხბურთელები ჰყავს. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, შეცვალონ ან გადაწყვიტონ მატჩების ბედი, ამიტომ “ბეტისის” წინააღმდეგ თამაში იოლი არაა. ეს გასულ სეზონშიც ვნახეთ, მაგრამ, ვფიქრობ, კარგი პერიოდი გვიდგას და მოგება გვინდა.
ლევანდოვსკი გუნდს ესაუბრა და დაემშვიდობა. მან თქვა, რომ “ბარსელონაში” გატარებული დრო მისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. მე რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ რობერტთან 4 წელი ვიმუშავე და ერთად 9 ტიტული მოვიგეთ. ყველა ტიტული მასთან ერთად მოვიპოვე. ჩემთვის მასთან მუშაობა დიდი პატივია, რადგან ის საოცრად პროფესიონალი ფეხბურთელია.
ვფიქრობ, ლევანდოვსკი იმსახურებს, გულშემატკივრები და კლუბი სათანადოდ დაემშვიდობონ. ის ხვალ სასტარტოში იქნება, რადგან ამას იმსახურებს.
ლევანდოვსკი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითია. სწორედ ამიტომ ის კვლავ ამ დონეზე თამაშობს. რობერტის წასვლა, შესაძლოა, მისთვის და კლუბისთვისაც კარგი იყოს, რადგან ეს ცოტათი გუნდის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს.
არ ვიცი, რა მოხდება მომდევნო სეზონში. სატრანსფერო ბაზარს ვაკვირდებით, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დრო გვაქვს, სეზონი ჯერ არ დასრულებულა.
ფეხბურთელებს პატივისცემით ვეპყრობი და მათგანაც სწორედ ეს მინდა. ვფიქრობ, ერთი გუნდი ვართ. გამარჯვება და წარმატებული, ლამაზი, სასიამოვნოდ საყურებელი ფეხბურთის თამაში გვინდა. გვინდა, რომ ფანები, კლუბი და ყველა გავაბედნიეროთ. საუკეთესო სიტუაციაა, როდესაც ერთმანეთთან გულწრფელები ვართ.
ვფიქრობ, ბოლო მატჩში მოთამაშეების სათამაშო დრო კარგად გავანაწილეთ. ხვალ წინა შეხვედრისგან განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ.
დე იონგი მატჩს გამოტოვებს. ფრენკი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ თავს კარგად არ გრძნობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ხვალ არ ითამაშოს.
რაშფორდთან დაკავშირებით ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ. მისი განაცხადში მოხვედრის მცირე იმედი არსებობს. შესაძლოა, ის სასტარტოში არა, მაგრამ სათადარიგოზე იყოს.
ლევანდოვსკის დონის ფეხბურთელის პოვნა იოლი არაა, რადგან მას 20, 25 ან თუნდაც 30 გოლის გატანა ყოველთვის შეუძლია. ის საოცრად პროფესიონალი მოთამაშე და ამავდროულად, შესანიშნავი ადამიანია. რობერტი მოგვენატრება, მაგრამ ცხოვრება ასეთია.
რა თქმა უნდა, მინდა, რომ კრისტენსენი დარჩეს. ეს ჩვენი გეგმაა. ასევე იგეგმება, რომ ხვალ მან რამდენიმე წუთი ითამაშოს. ამაზე წინა მატჩშიც ვფიქრობდით, მაგრამ გადაწყვეტილება შევცვალეთ. როდესაც თამაში იწყება, ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება.
🧡
ჰარი კეინი არ დაჯდება ძაან ძვირი, რადგან ერთ წელიწადში უმთავრდება კონტრაქტი ბავარიასთა და თუ არ გაახანგრძლივა უფასოდ მოუწევთ გაშვება. ძაან ძვირი არ დაჯდება ვგულისხმობ იმას, რომ სადღაც 60-70 მილიონში მოვა, მაგრამ პრობლემა არის კეინის ხელფასი, რომელსაც ის არ დაიკლებს. ამ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ კეინი რატომ უნდა გსურდეს ბარსას ფანს, როდესაც ტიპი 33 წლის არის და მაქსიმუმ 2 წელი ითამაშოს მაღალ დონეზე, ანუ ტრანსფერის ფულით და ხელფასით დაგვიჯდება 150 მილიონზე მეტი და მხოლოდ 2 -3 სეზონი და შემდეგ ისევ ახალი ფორვარდი უნდა ვეძებოთ )))
ჰარი კეინზე გავიწევდი მე პირადად. მესმის რომ არ დაჯდება იაფი მაგრამ,მე ყველაფერს გავიღებდი მის მოსაყვანად. ყველას აზრს პატივს ვცემ 🙂 მაგრამ, ხულიან ალვარესზე ასე ძალიან რატომ აფანატებთ?
დღემდე ვერ ამოვხსენი რატო გიჟდებიან🙄 ნუ ალბათ არგენტინის ქონაგები არიან სხვა ახსნა არ მაქვს მაგრამ იქაც უმაქნისია🙄🤣🤣🤣
აი კაი ყველაფერს დავანებოთ თავი, გავწიოთ სხვა პრობლემები გვერძე, მაგის დედა ვატირე, ყოველ შემოსვლაზე რო მომხმარებლებს ხელახლა არ გვიწევდეს ავტორიზაციის გავლა და წვალება, ნუთუ ამასაც დიდი ბევრი რამე სჭირდება? ძაან საშინელებაა რა.
ალონსო დაინიშნა ჩელსიში. მგონია ჟოაოც გამოირიცხა. ორი ვარიანტი გვრჩება რა, ან ვლაჰოვიჩი მოგვყავს უფასოდ,ან ოსიმენი. თუ არა რომელიმეს ვათამაშებთ ცრუ 9 ზე. დაცვაში იმედია სენესის მაინც მოიყვანენ. და ბერნანდოს წინ უფასოდ…
ლევანას შეცვლა არ იქნება მარტივი, ვლაჰოვიჩი ტრავმიანი და არასტაბილური მოთამაშეა, ოსიმენის ვარიანტი არაა ცუდი. ჟოაო პედროს რაც შეეხება, არაფერი განსაკუთრებული მე მასში არ დამინახავს, შეიძლება ვცდები კიდეც. დალშე ჩემი გადმოსახედიდან ლევის ყველაზე სრულყოფილად კეინი ჩაანაცლებდა, არ არიან ესენი მაგის მომყვანები კიდევ.
კეინს არავინ გამოგვატანს. ლევას კიდე მანდ ყველფერი მოგებული ჰქონდა და ეგეც ნიშნავდა ბევრს. კეინი რატო უნდა წამოვიდეს ლიგის მოგების ნაკლები შანსი არც იქ აქვს თუ მეტი სრა. პაჭა პუჭა ტიტულებს იქაც მოიგებს და ქვეყნის ჩემპიონატი ხო განაღდებული აქვს. ბუცზე იქ მეტი შანსი აქვს. პედროს რაც შეეხება მე მაგრად მესიმოათიურება ეგ ტიპი. დარტყმაც საკაიფო აქვს ორივე ფეხით,პასიც გამოზომილი,დასწრებაზეც ძაან კაია,თავითაც საკაიფოდ თამაშობს,ტექნიკას ეგ ყველაფერი მოიაზრებს და თან ბრაზილიელია ბოლობოლო. რავი რა აქვს რო ნაკლი? ასაკი მშვენიერი. ვლაჰოვიჩი არც მე მინდა,მაგას ტორესი მიახმობს სკამზე კიდე. აიი ოსიმენი თემაა და ეგ თუ არ გამოვიდა ოიარსაბალი მოიყვანონ,იმენა დააკვდება გუნდს. არ ყვირის სახელი მარა მაგარი იგროკია ძმაო. რაღაც ისეთი პონტი იქნებაა ეტოო და იბრა რო გავუშვით და ვილლა რო დავიმატეთ. ეგრე მგონია გაამართლევს ერთი 4-5 წელი. არც ძვირი დაჯდებოდა. კაი მცველსაც მოვიყვანდით. სენესი უფასოდ,ბერნანდო უფასოდ. ბავშვებიც ხოდზე და კაი გუნდი ვდგებით…
არაუშავს ორსაბალს მაგრამ ვილასთან შედარება დიდი პატივია მისთვის. ძაან ბევრი აკლია დავისამდე.
ლევანდოვსკის შემცვლელად ჟოაო პედრო მე პირადად არასერიოზულად მიმაჩნია, საერთოდ რა აქვს დამტკიცებული ან რა განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე მოთამაშე ეგაა? ყველაზე მეტად კეინი გაასწორებდა, მარა იმხელა ფასს დაადებს ბაიერნი მაგის მომყვანები არ არიან ესენი. ალვარესზე დიდად არ ვგიჟდები, მარა მაგის მოსვლაც მეეჭვება დაჟე.
ინტერმა ბასტონი ხელშეუხებელიაო😂მოკლედ ბარსაში ვისაც უნდა ვინც აქტიურობს ამისთვის ის უნდა მოვიდეს მარტო.
ეგეც რაღაც ლაპორტას ხრიკებია მგონიაა, თან მართალოც არი მაგრამ ამავე დროს გვჭირდება კაარგი კადრები…
😂😂😂 ვიზზე ოცნაბა არის ახლა რიგში? მე ვუსკოვიჩის ბანაკში ვარ, ბევრია ვანდერვენის როგორც ვიცი😂 ხელში შეგვრჩება კორტეზი😂ვივა ლაპორტა👌👍✌️💪✊🥹
ვუსკოვიჩზე რატო უნდა იოცნებო 😂😂😂 ვანდევენი სტატისტიკით ლამის არაუხოა უბრალოდ სწრაფია დანარჩენი 0 როგორც მცველი✌🏻
აქ ევასებათ ეგ ჰოლანდიელი თორე მეც ვიცი რომ არაუხო ორია. დაჟე ზოგჯერ ს სირობებში ასწრებს კიდეც როლანდს. ვუსკოვიჩს რაც შეეხება ეტყობა არ გინახავს მაგის თამში. მემარჯვენეა ეგ ერთი და არ დაასუნინებენ დეკოს მაგის ნიფხავზე ეგ ორი. თორე გადავა ამ სეზონში სადმე მართლა გრანდში ( იმედია არა რეალში) და მერე ნახავ რატომ უნდა იოცნობო მაგ სერბ ბავშვზე. ვიდიჩის დონის მცველი იქნება დაიმახსოვრე ორ წელიწადში, ოღონდ თან უფრო გამტანი.
ისე შენ არც ბასტონი მოგწონს და რავი კმაყოფილი ხარ აშკარად ბარსელონას დაცვით🥹😕 რავიცი რავიცი იყოს ჰა იგივე. ასე უქნიათ არაუხო კრისტენსენით ეთამაშოთ მთელი სეზონი. მე მესის გაგდების მერე რეალურ ნერვიულობას მოვრჩი ამ ერთ დროს გრანდ გუნდზე. პროსტა გინება მინდება როცს ვხედავ როგორ მატყუებენ უკვე მესამე წელია და ეგაა თორე პრეზიდენტი რომ აფერისტია და ტრანსფერებს ლენჩი მართავს ეგეთ გუნდზე ბოდიში და არ ვნერვიულობ. მიყვარს ძალ იან და ვგულშრმატკივრობ მარა გამობებას გასიებული ლაპორტა თავის ოჯახიანად და იდიოტ დეკოიანად სირზე😆 ვინც ოცნებობთ ბოლდებით და ბოლოს ხელში ჰაერი გრჩებათ თქვენ იკითხეთ ბრატუხა😀✊
ფლიკ! ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა!
მოუყვანეთ ამ კაცს დაცვა და ცხრიანი და დაიდება ლიგა
კი მოიყვანენ ჭ კლასის ფეხბურთელებს ან არავის და ისევ მეოთხედფინალიდან გამოგვაგდებენ და ვილოცოთ ისევ ლიგაზე მომავალი 15 წელი :))))
შენ ვინ გინდა კარგო ადამიანო😁 ხსნილია ამ საიტზე ოცნება. ჩამოთვალე შეადგინე, გადაანაწილე როლები🤔 ორი თვე გვაქვს სამაგისოდ✊😆
Ვუილიამსი კიდე კარგი არ გადმოვიდა ჩვენთან. ჯერ ხომ მთელი სეზონია ტრავმა აქ და ეხლა მსოფლიოსაც გამოტოვებს არადა ეუროზე საკაოდ სოლიდური იყო იამალი ნიკოს ფლანგები
იმინა მიხარია მაგის კარიერის ასეთი გაფარჩაკება😀 ჩაკიდოს თავის კეთილისმყოფელ ძმას ხელი და ნახუი შაქრის პლანტაციებში, ნუ მუხლი თუ გაუშვებს სამუშაოდ😁
კრისტენსენის ახალი კონტრაქტი კი არა ტყუპი წიხლით არის გასაგდები. ორი წელია სალხინოს რეკლამასავით არის, ყველაფერი ჭირს და ვერაფერს შველის.
მიდი ჰანს ერთი მოგებაც და ეგაა
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ლევანასთვის❤️ ფეისბუქზე 30 ზე მეტი ბარსას ფანკლუბის საიტი მაქვს გამოწერილი, ძირითადათ ესპანური. მათ უმეტესობას რომლებსაც ბევრი გამომწერი ყავს ძირითადათ ბარსას ხელმძღვანელობა აკონტროლებს და ფულსაც უხდის. ეს ემსახურება ძირითადათ ესპანეთში ხალხის აზრის ფორმირებას და გარკვეულ წილად მიმართულების მიცემას. ზუსტად ეს ფან საიტები ავრცელებენ თავიანთი სტატუსებით იმ პოლიტიკას და ამბებს რასაც მომავალში აპირებს ხელმძღვანელობა. ხოდა ბოლო რამდენიმე დღეა ყველა ამ
საიტის სტატუსების აზრი ის არის, რომ თურმე კორტეზი გვყოლია აგერ ახალი მალდინი და დაცვის ცენტრს არ ჭირდება გაძლიერება🥺😂 დამერწმუნეთ ეს ნიშნავს ძალიან დიდი ალბათობით რომ კლუბი ცენტრალურ მცველში ფულს არ გადაიხდის. სენესის უფასოდ მომყვანი ლენჩი დეკო არ არის, ტიპს ნახევარი პრემიერლიგა ეჩალიჩება და სასწაულ
ხელფასებს თავაზობს. მოკლეთ ბასტონი, ვუსკოვიჩი და ვანდერვენს ხელი დაუქნიეთ.ამის შემდეგ ძალიან ხშირად იწერება სტატუსები, რომ მარჯვნივ უნდა დადგეს გარსია, მისი შემცვლელი უნდა იყოს ფორტი და კუნდე გაიყიდოს😆 ალბათ კუნდეს ფული გამოაკლდება ვალებს და ცოტას ამოისუნთქბს ლაპორტა და სანათესაო🤮 ეს არის აზრი რაც დაცვას ეხება. ამ ოპერაციებით თუ ვინმე აქ ფიქრობთ რომ დაცვა უკეთესი გახდება თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა✌️ ანუ ყველაფერი რაც დაცვიდ გაძლიერებას ეხებოდა არის იმინა ტყვილი. ახლა შეტევა😁 როგორც იცით დეკო თურმე ალვარესსზე დანებდა😀 ( თითქოს როდისმე იყო ნამდვიკი და რეალური ეგ ამბავი, მოატყუონ თავიანთი ოჯახები) გადავერთვეთ ჟოა პედროზე და დეკო თურმე ლონდონშია და აწარმოებს მოლაპარაკებებს აგენტთან😂 რავ ასევე იქნება ტყვილი, როცა ფეზბუეთელს გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს არავის აქვს უფლება მასთან ილაპარაკოს კლუბის თანხმობის გარეშე. ჩელსიმ თავის მხრივ უკვე განაცხადა რომარანაირ ფასად არ გაყიდიან საუკეთესო ფეხბურთელს. ანუ ჟოაოც რეალურად თუ შეხედავ არის ბოლი ლაპოს ტრაკიდან გამოშვებული. შეიძლება მესამე ვარიანტად ცოტა რომ გაგართონ ლაპორტასმორწმუნენი შემოაგდონ ოსიმენი მაგრამ მე მაინც მგონია პირდაპირ ვლაჰოვიჩს მოიყვანენ. არ ვიცი იუვეს სკამის დორვარდი როგორ გააძლიერებს შეტევას მაგრამ სულ არარაობას იასნია ჯობია. მარცხნივ სავარაუდოთ ვირჯილს მოიყვანენ ან რაშფორდს დატოვებენ. კანსელოს იმედია მოახერხებენ და დაიტოვებენ. კასადო გაიყიდება, ფატი გაიყიდება. არაუხოც ალბათ და კრისტენსენიც, ან შეიძლება კრისტენსენს გაუხანგძლივონ. ვიც გაიყიდება ყველას გაყიდიან საბაზრო ფასზე ნაკლებად, იმიტომ რომ სხვანაირად არ იციან🤮 ეს იქნება ჩვენი სატრანსფერო სეზონი და მერე ახალი სეზონი რომ დაიწყება. ატლეტიკოსნაირი სირი გუნდი რომ გამოგვაგდებს მსაჯით დაწყებული, მინდვრის საფარით დამთავრებული ყველას აგინეთ და დააბრალედ ოღონდ ლაპოეტას არ შეეხოთ და მის გენიალურ სპორტულ დირექტოს, გენიალური ტრანსფერების მამას დეკოს✌️
კაცურად ამხელა კალიბრის ფეხბურთელი ჟოაო პედროთი არ ჩაანაცვლოთ. ვინმე ნორმალური გოლეადორი მოიყვანეთ არ შეიძლებ?
ოსიმენი გამოგვადგებოდა, მაგრამ ამათ არაფრის თავი არა აქვთ, ეხლა ლევანდოვსკის გაუშვებენ რაშფორდსაც მიაყოლებენ და მერე ვეღარავის ვერ მოიყვანენ და ისევ რეალის დასაცინი გავხდებით.
ამ რეალის დასაცინი არავინ არის მეგობარო. რაც შეეხება ტრანსფერებს ჯობია აქედანვე შეეგუოთ რომ გუნდი სავარაუდოთ უფრო სუსტი იქნება ვიდრე წელს. ნუ თუ კორტეზი მართლა მალდინი გამოდგა, ვლაჰოვიჩი ეტოოსავით ითამაშებს, ფორტი ალვესივით და რეშფორდი ან ვირჯილი მარცხნივ ნეიმარივით მაშინ მაგარი გუნდი გვეყოლება. სხვა შემთხვევაში ვერაფერს კარგს ვერ გეტყვი😕
ყველაფერი კაი მარა კრისტენსენის დარჩენა რათ გვინდა, მაგარი მცველია ბაზარი არარი მაგრამ სულ ტრავმა აქვს. სეზონში 5 თამაში სულ რო მესი იყოს ის არ მინდა
ალბათ არ უნდათ რომ უფასოდ გაუშვან