მსოფლიო ჩემპიონები დაბრუნდნენ – ფერან ტორესის გარდა

მსოფლიო ჩემპიონები დაბრუნდნენ – ფერან ტორესის გარდა

მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფი ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ შეერთებული “ბარსელონას” წინასასეზონო სამზადისს, გუნდს დღეს დაუბრუნდა. ლამინ იამალი, დანი ოლმო, პაუ კუბარსი და პედრი, რომლებიც ახლახან მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, გუნდს შეუერთდნენ.

რაც შეეხება ფერან ტორესს – როგორც დაანონსებული იყო, ვინაიდან ის გუნდიდან წასვლას აპირებს, კლუბმა ფეხბურთელს დასვენების გახანგრძლივების უფლება მისცა.

ბრუკლინ ნეტსის მწვრთნელის, ჟორდი ფერნანდესის ვიზიტი

ისინი არ იყვნენ ერთადერთი ახალი სახეები “სიუტატ ესპორტივაზე”. “ბრუკლინ ნეტსის” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟორდი ფერნანდესმა სავარჯიშო სესიას თვალი მიადევნა და ჰანსი ფლიკთან მოსაზრებების გაცვლას გარკვეული დრო დაუთმო, როგორც მწვრთნელმა მწვრთნელს.

ორჯერადი ვარჯიში

ამერიკული საკალათბურთო ლიგის ისტორიაში პირველი კატალონიელი მთავარი მწვრთნელი ყურადღებით აკვირდებოდა სავარჯიშო სესიას, რომელშიც პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი მონაწილეობდა, ასევე დიდი ჯგუფი “ბარსელონა ატლეტიკიდან” და 19-წლამდელთა გუნდიდან: ჰამზა აბდელკარიმი, ალვარო კორტესი, ჟორდი პესკერი, ორიან გორენი, ებრიმა ტუნკარა, ბრიან ფარინიასი, ჩავი ესპარტი, ჟოფრე ტორენტსი, გილერმო ფერნანდესი, ტომი მარკესი, ტონი ფერნანდესი და არონ იააკობიშვილი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი