ერთი ტურიც და სეზონი დასრულდება, ოფიციალურად. ზემოთ სიმშვიდეა, ყველაფერი გადაწყვეტილია, ქვემოთ კი ომია ლა ლიგაში დასარჩენად. ასე რომ, ინტრიგა მაინც არსებობს. ბარსამ “ბეტისს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. რაფინიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ჟოაუ კანსელუმ გაიტანა. მისი დარჩენა ყველას გაახარებს, უმაღლესი დონის ფეხბურთელია, საუკეთესო წლები წარსულში დატოვა, მაგრამ კლასი არ დაუკარგავს.
მთავარი ამბავი კი სულ სხვა რამ იყო, “კამპ ნოუ” ლევანდოვსკის დაემშვიდობა. ლეგენდის სტატუსით. უკვე იყო მსოფლიო ფეხბურთის, “ბაიერნისა” და “დორტმუნდის” ლეგენდა, მაგრამ ბარსაში მაინც უნდა ეთქვა თავისი სიტყვა და თქვა კიდეც, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გააცილეს. ცრემლით დატოვა ლევიმ ბარსა. და მაინც, როგორ გახდა ვეტერანი პოლონელი ბარსას ლეგენდა?
ორი იქით, ორი აქეთ
ყველაზე რთულ დროს აირჩია ბარსა, მაშინ, როცა მესი წავიდა, კლუბი ვალებში იხრჩობოდა და მხოლოდ ლა მასიას გამოზრდილები მიათრევდნენ გუნდს. გოლსკი თავისუფალი აგენტი იყო და მსურველიც ბევრი ჰყავდა, მაგრამ მაინც ფსკერზე დარჩენილი ბარსა არჩია, ესე იგი, ახალი გამოწვევა, ისევ შრომა და ჯაფა. კარიერის მიწურულსაც არ აურჩევია იოლი გზა, სადაც უპრობლემოდ მიიტანდნენ ბურთს შეტევამდე და უპრობლემოდ შეყრიდა გოლებს. არა, ისევ სირთულე არჩია და უნდა ითქვას, რომ ამ სირთულეს მოერია. დროის კონკრეტულად იმ მონაკვეთში ვერავინ მსოფლიო ფეხბურთში ისეთ სარგებელს ვერ მოუტანდა “ბარსელონას” როგორიც ლევანდოვსკიმ მოუტანა. იმ ბარსასთვის საშუალო დონის ფორვარდებიც კი მიუწვდომლები იყვნენ, ეს ბრეითუეტისა და ლუკ “სქაივოქერის” ერაა, “მიდლსბროსა” და “ნიუკასლის” დაწუნებული ფორვარდები “ბარსელონას” ძირითადში თამაშობდნენ, ამ დროს კიდევ უმაღლესი კლასის ფორვარდმა გადაწყვიტა ამ გაუგებრობაში მოსულიყო, რატომ? იმიტომ, რომ მთელი კარიერა ახალ გამოწვევებს დაეძებდა.
ოთხი წელი გაატარა ბარსაში. სამჯერ მოიგო ლა ლიგა. როგორია? ვინმეს რომ ეთქვა ზუსტად იმ დროს, ლევანდოვსკი მოვა და ბარსა ოთხი სეზონიდან სამჯერ მოიგებს ჩემპიონატსო, დაიჯერებდით? მე გამიჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მთავარ ტურნირებზე ბევრი სირთულე იყო, აუცილებლად გასავლელი წარუმატებლობა, ეს ხომ ახალი ბარსა იყო, ლევანდოვსკის სწორედ ეს როლი ერგო, გუნდის ახალგაზრდებისთვის უნდა გაეზიარებინა თავისი გამოცდილება, უნდა ეჩვენებინა როგორ იქცევა კაცი ვარსკვლავის სტატუსით. ეს როლიც ბრწყინვალედ შეასრულა.
სადებიუტო სეზონი დაიწყო გადასარევად, 28 წლისა გეგონებოდა ისე აკრიფა, ულამაზესი გოლებიც შეყარა, მაგრამ მერე მცირე ჩავარდნისა და დაღმასვლის ჯერი მოვიდა. ზამთარში მსოფლიო ჩემპიონატეზე წავიდა და იქედან ცოტა შეცვლილი დაბრუნდა, ცოტა შენელებული, გადაღლილი, მობერებული. ვერც ჩავის გაუგო რაიმე. მაინც კარგი სადებიტო წელი გამოვიდა, მაგრამ ეს სახეცვლილება შუა სეზონში დიდად კარგი ნიშანი ვერ იყო.
ჩავის ხელში მეორე სეზონი წარუმატებელი გამოდგა მთლიანად გუნდისთვის და მათ შორის ლევანდოვსკისთვისაც. გოლებს სულ შეყრის, მაგისთვის არის დაბადებული, ოღონდ, ხარისხიც აღარ ვარგოდა, არც მისი, არც გუნდის. ცვლილებების დრო იყო. ასე მოვიდა ჰანსი ფლიკი, მისი ყოფილი მწვრთნელი, ვის ხელშიც წესით ოქროს ბურთიც უნდა მოეგო, მაგრამ პანდემიის გამო არ გასცეს და ასე უსამართლოდ დატოვეს ლევი ოქროს ბურთის გარეშე.
ფლიკის ხელშიც სადებიუტო გადასარევი იყო. ისევ მოიგო ლა ლიგა. ისევ ბევრი შეყარა. ისევ ძალიან სასარგებლო იყო. ერთადერთი რამ გვწყვეტდა გულს – დრო გადის, ლევი ბერდება, სათამაშო დრო უმცირდება და გავლენაც ნაკლები აქვს მოედანზე. აი, ბოლო სეზონში თითქმის გაიყო ადგილი ფერან ტორესთან. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც ფერან ტორესია, ეს დაბერდა, მაგრამ ყველა შეხებაზე კლასი ეტყობა. ისევ მოიგო ლა ლიგა.
გარდა ამისა, კოპაც მოგებული აქვს და სამი სუპერ თასიც. გამოდის, რომ ოთხ სეზონში შვიდი ტიტული მოიგო, 2022/23 წლების სეზონში კი პიჩიჩის დაეუფლა. ელ კლასიკოში კიდევ ყოველთვის ძალიან კარგი იყო. დიდებული ოთხი წელი გამოვიდა!
ასე იქცა გარდამავალი პერიოდის ლეგენდად. უფრო მაღლა დადგა ცხრიანების სიაში, ვიდრე პატრიკ კლუივერტი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ისინი საუკეთესო ასაკში იყვნენ, ეს უკვე პენსიონერის რანგში მოვიდა, მაგრამ მაინც მოახერხა და აჯობა. ჩამორჩება სუარესს, ეტო’ოს, რომარიოსა და რონალდოს, მაგრამ აქ ისევ ასაკი გაგვახსენდება და დაგვაფიქრებს კიდეც – უფო ადრე რომ მოსულიყო რა იქნებოდა?
წინ რა გველის
წინ გველის ბოლო ტური და დასვენება. გველის მსოფლიო ჩემპიონატი. გველის ბრძოლა ალვარესისთვის. ისედაც თითზე ჩამოსათვლელია მაღალი კლასის ფორვარდი, ბარსას კი ამ მცირედან საუკეთესოს არჩევა მოუწევს. სხვაგვარად ძალიან გაჭირდება მომდევნო სეზონში წარმატების მიღწევა.
მართლაც რომ ლეგენდა🧡
ფერმინატორა გამოტოვებს ევროპას😩ბერნალს ჩასვამსოო ✊🏻
მსოფლიოს
თავისუფალი აგენტი არ იყო. ერთი წელი ქონდა ბაიერნთან დარჩენილი კონტრაქტით და შვილივით 45 მილიონი გადავიხადეთ😆
ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, რამდენი ვეჩალიჩეთ ბაიერნს დასცინოდნენ კიდეც ბაიერნში, რა უნდა მოიგო იმ დაქცეულ ბარსელონაშიო.
ლაუტარო არ გაგისწორდებოდათ ლევანას შემცვლელად?
ყველა სავარაუდო კანდიდატს მირჩევნია ზოგადად ძალიან დაუფასებელია ამდენი წელია სტაბულურად უბერავს.
ზოგადად ლაპორტას იმთავიდანვე მოწონს მხოლოდ ვარსკვლავური ფორვარდები ლევანაც მაგან მოიყვანა👌🏻ჩემი აზრით დღეს მსგავსი ფორვარდი არაა არსად ფიზიკურად არ არსებობს შეიცვალა ფეხბურთი.ალვარესი მაინც ცრუ ცხრიანია ნუ ჩემი ხედვით ასეა და რავიცი არამგონია მაგ ბიჭმა დადოს 40-50 გოლი სეზონში და არც მაგის ფული არ გვაქვს🙄ოსიმენი უაზრო ეგოს კაცია მაგიტომაცა თურქეთში არცერთმა გრანდმა არ მოინდომა მაგის ყიდვა.არ ვიცი ვინ უნდა მოიყვანონ მაგრამ ერთი ვიცი უნდა იყოს მოძრავი სწრაფი და რაც მთავარია მყარი ფსიქიკის ადამიანი სხვაა ბარსაში უბრალოდ არ ამართლებს.✌🏻
ოსიმენი გალაში იმიტომ არის რომ დე ლაურენტისია განდილა😆 ვინ შეაწუხა თავის ეგოთი ოსიმენმა ან ვისთან ქონდა გუნდში კონფლიქტი? იქნება მე გამომრჩა? ეგოს და ამბიციის გარეშე გვყავს აგერ ტორესი და ვუყუროთ მაშინ აკულას 2027-შიც.
კიდე კაი ხანი იქნება პატარა გუნდებში თუ არ შეიცვალა. რაც შეეხება აკულას არც ეგეთი ცუდი ფეხბურთელია როგორც არ გგონიათ ხალხს უბრალოდ არა ეგ ბიჭი 9 და სტატისტიკით უამრავ გრანდის ფორვარდებს ჯობია😂✌🏻
არა ცუდი როგორაა, იმ დონის თავდამსხმელი არ არის რომელიც თამაშს გადაწყვიტავს და ლიგას მოგაგებინებს ( თუ თავს არ ვიტყუებთ და მართლა გვაქვს მაგის ამბიცია). რაც შეეხება ოსიმენს ან გადავა პრემიერლიგაში და ან აიღებს ისევ ზღაპრულ ხელფასს გალაში. ჩვენ ვიკითხოთ🥺 ფერანის დადებით თვისებებს რომ ვუყურებთ გამადიდებლით. მაინც ვერ მითხარი სად დაუნახე ცუდი ხასიათი ან მოჭარბებული ეგო? ეტოო იყო ბულკი და დაბალი ეგოთი? თუ დროგბა? ეგეთი ტიპები არიან აფრიკელები ზოგადათ. ჯერ კვარას როგორ ექცეოდა და ახლაც რა თბილად იხსენებს ჩემთვის ეგეც საკმარისია მისი ადამიანობის მეტ ნაკლებად შესაფასებლად. ნუ აქ რაც არ უნდა ვუწეროთ ერთმანეთს ჩემთვის ფაქტია, რომ ესენი არავის მომყვანები არ არიან ვინც მართლა გააძლიერებს შეტევას😕 ასე რომ შენ შენს აზრზე დარჩი და მე ვიოცნებებ ოსიმენზე და იქმებ გამიმართლოს🙂 მაშინ დარწმუნდებით რომ დააკვდება ამ გუნდს და იმ ნანატრ ლიგასაც მოვიგებთ რის მოსაგებადაც ჯერ ჯერობით თითი თითზე არ დაუდია არც ლაპორტას და არც მის შნირს, იდიოტ პორტუგალიელს🤮 რივალდომ გაბედა ერთადერთმა წელს ლიგიდან რომ გამოგვაჯმეინეს და თქვა, რომ ოსიმენისნაირ სუპერ ფორვარდს და საშუალო ფორვარდს შორის არის კაკრას ის სხვაობა რაც მეოთხედ ფინალიდან გამოვარდნას და ლიგის მოგებას შორის არის. იმედია რივალოდს გემოვნებას მაინც ენდობი😀✌️
სალამი მეგობარო, თქვენი საუბრიდან რომ ასკვნით 9-იანი არ არისო ლიფსიტა, აბა სხვა ნომერზე სად წარმოგიდგენიათ? ათიანზე რომ პასებით მოამარაგოს სხვა ცხრიანი? ან გარემარბად სადაც ფინტი, სისწრაფე და კარგი ჩაწოდებები ჭირდება და არცერთი რომ არ შეუძლია? ან ნახევარდაცვაში სადაც პედრისნაირი ინტელექტი ჭირდება ტემპის რეგულირებისათვის? დაცვაში არამგონია კარგი გამოდგეს და დარჩა გოლკიპერის პოზიცია- აქ არ ვიცი რამდენად ივარგებს. ჩემი აზრით ერთადერთი ადგილი არის მაგისათვის ზედგამოჭრილი ფორვარდად თამაში! კარგად რომ არ გამოსდის და ბევრს მაზავს, ხანდახან მატჩს 3 ან 4 შეხებით რომ ამთავრებს და 2-3 ზუსტი პასი აქვს ეგ უკვე უკლასობის ბრალია და არ ცხრიანის
ტორესი რო 9 არარი ეგ იცის მთელმა მსოფლიომ,მითუმეტეს ვინც მაგის კსრიერას ადევნებს თვალს. ეგ ბიჭი არის ალვარესივით მეორე ფორვარდი. SS რასაც ეძახიან. და მიუხედავად მაგისა მშვენიერი შედეგები აწვს. არც ისე დიდი ხელფასი აქვს და მეტწილად მაინც სკამის იგროკია,ჰო და მაგ საქმისთვის არის იდეალური. გავუშვათ ეგ და მერე შეცვლის ძირითადს ჭყაპი ლამასიელები ან რუნი. ეგეთი იგროკი საჭიროა სკამზე და შედეგები მშვენიერი აქვს. 9 უეჭველი მოსაყვანია ასე თუ ისე ვარიანტებიდან ოსიმენი ყველაზე კაია,მერე ლაუტარო მარა არ მგონია გამოვიდეს,ჟოაო პედროც მარა აღარ გამოუშვებენ, ოიარსაბალიც არაა ცუდი და თუ ყველა ვერ გამოვიდა მოათრევენ ვლაჰოვიჩს. ცუდი ბიჭი კი არაა მარა თავის დროზე უნდა მოეყვანათ,ახლა კიდე ტრავმაჩიკაა
ალვარესს ვერ მოიყვანენ ფეოლა. თუ სადმე წავიდა, ატლეტიკოში წავა. ჩვენ ალბათ გორდონზე, ვლაჰივიჩზე და ეგეთ კამანდაზე დავჩალიჩდებით.
არამგონია მთლად ეგრე წყალწაღებული ფეხბურთელების იმედსდ დარჩეს ფლიკი, მგონია რომ ამჯერად ფლიკს დანაპირებს შეუსრულებს დეკუ-ლაპორტა, ალვარესი თუ არაა ჟოაუ პედროს მაინც მოუთრევენ…მე კიდე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ფლიკმა დაუმტკცა მსოფლიოს რაც შეუძლია