ბარსელონას მაისის თვის კალენდარი

ბარსელონას მაისის თვის კალენდარი

სეზონის ბოლო თვე იწყება. მაისში 2025/26 წლების სეზონი დასრულდება. ეს თვე “ბარსელონასთვის” გადამწყვეტია, რადგან კლუბს მკაფიო მიზანი აქვს – ლა ლიგის თასის აღმართვა. “ბლაუგრანას” უახლოეს მდევართან “რეალ მადრიდთან” 11-ქულიანი უპირატესობა აქვს, წინ კი 5 ტურია დარჩენილი.

“ოსასუნასთან” სტუმრად

“ბარსელონას” თვის რთული დასაწყისი და “ოსასუნასთან” გასვლითი მატჩი ელის. “ელ სადარი” პოტენციური ტიტულის მოსაპოვებლად პირველი გაჩერებაა. ჰანსი ფლიკის გუნდი პამლონელებს შაბათს, 2 მაისს, 23:00 საათზე ესტუმრება. “ბლაუგრანასთვის” 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია, რადგან არის შანსი, “ბარსამ” ჩემპიონობა კვირასვე გაინაღდოს, თუ “რეალ მადრიდი” “ესპანიოლთან” დამარცხდება.

“ელ კლასიკოს” შედეგმა, შესაძლოა, ლა ლიგის ბედი გადაწყვიტოს

თუ ესპანეთის ჩემპიონის საკითხი ამ კვირაშივე არ გაირკვევა, “ბლაუგრანელების” ბედი საკუთარ ხელში იქნება. 10 მაისს 23:00 საათზე ჩანიშნულ საშინაო “ელ კლასიკოში” სასწორზე 3 ქულაზე ბევრად მეტი რამ დევს, რადგან დადებითი შედეგის შემთხვევაში “ბარსელონა” ლა ლიგის მორიგ ტიტულს ოფიციალურად გაიფორმებს.

ბოლო 3 მატჩი

“კლასიკოდან” 3 დღეში, 13 მაისს, 23 საათსა და 30 წუთზე, “ბარსა” “ალავესს” სტუმრად დაუპირისპირდება. 16/17 მაისს სეზონის ბოლო საშინაო შეხვედრაში “ბლაუგრანა” “ბეტისს” უმასპინძლებს. კატალონიური გუნდი სეზონს 23/24 მაისს “მესტალიაზე” “ვალენსიასთან” გასვლითი მატჩით დახურავს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    03 მაი 2026, 00:48

    ყველა თამაში მოსაგებია, 100 ქულაზე უნდა ავიდეთ.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    02 მაი 2026, 13:26

    ““ელ კლასიკოს” შედეგმა, შესაძლოა, ლა ლიგის ბედი გადაწყვიტოს”
    ლა ლიგის ბედს არა, მაგრამ ჩემპიონის ბედს ნამდვილად გადაწყვეტს.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    30 აპრ 2026, 19:06

    ჩვენთვის დასრულებულია სეზონი, კლასიკოზეც აქეთ იმალაი არ იქნება იქით მბაპე დიდი ალბათობით, ასეთი კალენდარი გვქონოდა მარტი-აპრილში ხომ შეიძლებოდა მაგ ორმა თვემ წაგვართვა ლიგის შანსები

    • LEVANII
      LEVANII ახალბედა
      30 აპრ 2026, 20:18

      Ტრავმებმა ხელი შეგვიშალა ატლეტიკოსთან რაფინია დეიონგი ბერნალი რო გვყოლოდა მათ ბარიერს გადავლახავდით რაც შეეხება კლასიკოს ეგ თამაში მნიშვნელოვანია სეზონის კარგ ნოტზე დასასრულებლად რაფინიამ წესით უნდა მოასწროს მაგ დროისთვის გამოჯამრთელება და მოსაგები თამაშია თან ამ მოგებით ურთიერთ შეხვედრებშიც გავუთანაბრდებით

      • Gaucho97
        Gaucho97 გულშემატკივარი
        30 აპრ 2026, 20:23

        ტრავმებმაც კი შეგვიშალა მაგრამ მაგ ორ თვეში მიყოლებით რთული თამაშები გვქონდა თან ახლო პერიოდებში გადაიღალა გუნდი,რაფინია იქნება წესით კლასიკოზე გუნდთან ერთად ვარჯიშობს ათ დღეში უკვე მოხოდილი იქნება

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    30 აპრ 2026, 17:45

    მაგარი უინეტერესო თამაშებია. კლასიკოც კაი სვარკა იქნება ასე მგონია. ლა ლიგა განაღდებულია.