workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერან ტორესმა ვარჯიშს გაცდენის ნებართვა მიიღო

ფერან ტორესმა ვარჯიშს გაცდენის ნებართვა მიიღო

bolt მოკლედ
ფერან ტორესმა კლუბისგან ოთხშაბათს ვარჯიშის გაცდენის უფლება მიიღო, რათა პსჟ-ში ტრანსფერი დაასრულოს. "ბარსელონა" და ფრანგული კლუბი შეთანხმების ბოლო დეტალებს აგვარებენ.

“ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის ფერან ტორესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაჩქარდა. მართალია, კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა 26 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონასგან” დღეს ვარჯიშის გაცდენის ნებართვა ითხოვა, რათა ფრანგულ კლუბში გადასვლის პროცესი დაასრულოს. კლუბის ხელმძღვანელობამ, ჰანსი ფლიკის თანხმობით, მას ეს უფლება მისცა.

ამ ეტაპზე მთავარი სიახლე სწორედ ისაა, რომ ფერანი 12 აგვისტოს “ბარსელონას” სავარჯიშო ბაზაზე არ გამოცხადდება და სხვა ესპანელ ფეხბურთელებთან ერთად არ ივარჯიშებს. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიღებული დამატებითი დასვენების დღეები ამოიწურა და ის დილის 11:30 საათზე (თბილისის დროით) დაგეგმილ სესიას უნდა დასწრებოდა პედრისთან, ლამინ იამალთან, დანი ოლმოსა და პაუ კუბარსისთან ერთად, თუმცა პსჟ-სთან მოლაპარაკებების პროგრესმა ეს გეგმები შეცვალა.

პსჟ-მ კატალონიელებს პირველი შეთავაზების სახით 40 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა, რაც “ბარსელონამ” არასაკმარისად მიიჩნია და უარყო. მას შემდეგ მხარეები აგრძელებენ დიალოგს. პარიზელებს მისი შეძენა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ხოლო “ბარსელონას” მიზანია, რომ ოპერაციის ეკონომიკური პირობები გააუმჯობესოს და ფეხბურთელის გაზრდილი ფასის შესაბამისი თანხა მიიღოს.

ტრანსფერი ახლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. “ბარსელონაში” კარგად ესმით, რომ პსჟ-ს აქვს ფინანსური რესურსი წინადადების გასაუმჯობესებლად. მოლაპარაკებები დასკვნით საათებს ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის სრულად დახურული, ყველა მხარე მის წარმატებით დასრულებაზეა კონცენტრირებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 აგვ 2026, 09:32
    #11

    ვისაც ბარსაში არ უნდა, ყველამ უნდა გაასხას

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 12 აგვ 2026, 23:50
    #10

    ეხლა ვუყურებ თამაშს და ასტონ ვილას 17 წლის ბავშვი ჰყავს, ტიპი ცხოველია, გატანჯა პსჟ -ს დაცვა; რო ვითრიოთ, რამდენში გამოგვატანენ? თან გამოკვეთილი 9-იანია

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 12 აგვ 2026, 14:10
    #7

    40 რატო უნდა გაყიდონ სისულელეა ვიღაცა ორჯერ რომ გაცუა მოედანზე დიამონდები მადუეკები და მსგავსები 100 მეტს იხდიან რა 40 ხო არ ჩამოკრეს😂😂🤬 გადახედეთ ერთი ტორესის სტატისტიკას და დანარჩენი გრანდების შემტევებს 90% ჯობია რახან ჩვენ ვაკრიტიკებთ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდია.ცალფაზიან ბარკოლას აფასებენ 100 ბიჭო😂😂😂

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 12 აგვ 2026, 21:46
      #8

      რეალურად 1 წელი რომ აქვს კონტრაქტში მაგიტომ ჯდება ამდენი თორე მეტი რომ ქონოდა შეიძლება არც არავის წაეყვანა. არადა ბოლო 3 წელია ბარსა ამას გუნდიდან წიხლით აგდებდა და ეს არ მიდიოდა არაფრისი დიდებით, ახლა კიდე თავისით გააჯვა თან თავი რო დიდი ვინმე ჰგონია😂
      ახლა 50+5 ზე შეთანხმებულან და ძალიანაც კარგი. რაც მაგაში იყო გადახდილი კი ამოიღო და მაგაზე მეტს არც ველოდებოდი რომ ოდესმე ვინმე გადაიხდიდა.
      რაც მთავარია თარსი ჭირი მოგვშორდა, ასევე თარსები იყვნენ თავის დროზე სერხი რობერტო, შტეგენი, დეიონგი, არაუხო.. ამიტომაა რომ თითოეული ამ ფეხბურთელის წასვლის მერე გუნდს ყველანაირად პროგრესი ჰქონდა.
      წელს ხო საერთოდ.. იმენა სასაწაულია.. არაუხო, ტორესი, დეიონგი.. ერთ ფანჯარაზე
      პირდაპირ საოცრებაა
      ახლა თუ როდრი, ალვარესი და ლაპორტე მოიყვანეს ამათ ნაცვლად ხო საერთოდ ავშენებულვართ.

      • PUIOL5
        PUIOL5 გულშემატკივარი
        schedule 12 აგვ 2026, 22:10
        #9

        რობერტო იყო თარსიი? კაცი ყველა პოზიციაზე თამაშობდა, რამდენი მნიშვნელოვანი ასისტი და გოლი შექმნა, ბოლობოლო ისტორიული ქამბექის შემოქმედია და მაგაზე იძახი თარსიაო?

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 12 აგვ 2026, 11:28
    #4

    ჩმოურინიოს დედის გლანდები უნდა აეწიოს.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 12 აგვ 2026, 11:28
    #3

    “2011/12 წლების სეზონის ბოლოს ბარსელონას დომინირება დავასრულეთ. ისინი დავამარცხეთ, პეპ გვარდიოლა კი ძალიან დაიღალა. მისია, რომლისთვისაც მოვედით, შევასრულეთ. ჩვენ ისინი მოვ*ალით”

    🎙️ჟოზე მოურინიო

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 12 აგვ 2026, 09:50
    #1

    65- ითხოვს ბარსა და მე მგონი მორიგდებიანო იწერება.

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 12 აგვ 2026, 11:06
      #2

      1 წელი აქ კოტრაქტი თორე ამის 70-80კ გაყიდვა თავისუფლად შეიძლებოდა

      • F.C.B
        F.C.B ახალბედა
        schedule 12 აგვ 2026, 11:37
        #5

        რა 70 80 ძმა 40ზე მეტი არ ღირს ეს ფინალში 1 გოლი გაიტანა და ძაან შეიყვარეთ თუ რახდება😂

        • Lasha Mamuladze
          Lasha Mamuladze გულშემატკივარი
          schedule 12 აგვ 2026, 12:00
          #6

          რა შუაშია შეყვარება რაც ბარსაში თამაშობს მთელი ეს დრო ვჩალიჩობდი სიმოათიები გამჩენოდა მის მიმართ ვერა და ვერ შევეგუე მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ფინალში გოლი გაიტანა, რა მევასება და არც მევასებოდა….რეალი ჩუამენის და კამავინგას 100+ ით რო აფასებს და თან ჭორების დონეზე მსურველებიც ყავთ მაგ ორ ხეს დავიჯერო ფერანი 70-80კ არ ღირს?? ამ
          რეალობიდან და მოცემულობიდან?? არ შეიოება ბარსამაც რო იხეიროს ფინანსურად?? შემიყვარდა არა დაფნის ფოთოლი კიდე…შოკები არიან უმრავლესობა ბარსას ფანობა რაა..