workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია და მასკერანო ბენიტესის ფონდს დაეხმარებიან

ვილია და მასკერანო ბენიტესის ფონდს დაეხმარებიან

გასულ კვირას, ვალენსიაში, დავიდ ვილია და ხავიერ მასკერანო ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დათანხმდნენ რაფა ბენიტესის შეთავაზებას.

 

იმ დღეს, როდესაც “ბარსას” ელოდა მატჩი “ვალენისასთან”, “ღამურებმა” სტადიონზე თავიანთი ყოფილი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი დაპატიჟეს. ბენიტესი კვლავ ინგლისში ცხოვრობს და მას სახლი არ აქვს ვალენსიაში, ამიტომ იგი სასტუმროში გაჩერდა. დამთხვევაა, მაგრამ სწორედ ამ სასტუმროს სტუმრობდა “ბარსელონა”. ცხადია, რომ ბენიტესი ხელიდან არ გაუშვებდა გვარდიოლასთან და ფეხბურთელების უმეტესობასთან გასაუბრების შესაძლებლობას.

 

ბენიტესს შანსი მიეცა, შეხვედროდა თავის ყოფილ ფეხბურთელებს – დავიდ ვილიას და ხავიერ მასკერანოს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ვილიამ თავის Facebook-ს გვერდზე დაწერა: “იმ დღეს, როცა ჩვენ “ვალენსიას” ვეთამაშებოდით, მე რაფა ბენიტესს ვესაუბრე. მე და მასკერანომ ხელი მოვაწერეთ მაისურებზე, რომლებსაც აუქციონზე გაყიდიან. აუქციონიდან შემოსული თანხები მთლიანად გადაირიცხება Fundación Montse Benítez-ში. ძალიან მომწონს ქველმოქმედება და იმ ხალხის დახმარება, ვისაც მხარდაჭერა ესაჭიროება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward