workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტას მესის: შენი ტალანტით შენი ცხოვრების კლუბი კიდევ უფრო გაადიდე

ლაპორტას მესის: შენი ტალანტით შენი ცხოვრების კლუბი კიდევ უფრო გაადიდე

“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლეო მესის ასტურიის პრინცესას 2026 წლის სპორტული პრემიის მიღებას სოციალურ ქსელ X-ში ემოციური გზავნილით გამოეხმაურა:

“ლეო, გილოცავ ასტურიის პრინცესას 2026 წლის სპორტული პრემიის მიღებას – ეს შენი საფეხბურთო და ადამიანური გზის დამსახურებული აღიარებაა. საკუთარი ტალანტით შენ კიდევ უფრო დიადი გახადე “ბარსელონა”, შენი ცხოვრების კლუბი – გუშინ, დღეს და მუდამ. მესი და “ბარსა”, “ბარსა” და მესი – ეს არის წარმატების საერთო ისტორია, რომლითაც თითოეული ბარსელონელი უსაზღვროდ ვამაყობთ და გვსურს, რომ ის მარადიული იყოს”.

სატელევიზიო გამოხმაურებები: ლაპორტა, ინიესტა და ვალდანო

Televisión Española-ს საინფორმაციო გადაცემაში (Telediario) საუბრისას, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა “ბარსელონაში” მესის გამოჩენის პერიოდიც გაიხსენა:

“უნიკალურ მოთამაშესა და იმ კლუბს შორის, რომელსაც განსაკუთრებული საფეხბურთო იდენტობა აქვს, საოცარი კავშირი დამყარდა. ეს სტილი ლეოს იდეალურად ერგებოდა”.

იმავე ეთერში ლეო მესის ფენომენზე “ბარსელონას” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამაც ისაუბრა:

“ჩემთვის დიდი ბედნიერება და სიამოვნება იყო ის, რომ ლეოსნაირი ადამიანი საერთოდ არსებობს”.

თავის მხრივ, არგენტინის ნაკრებისა და “რეალ მადრიდის” ყოფილმა თავდამსხმელმა ხორხე ვალდანომ სიამაყე გამოხატა იმის გამო, რომ მისმა სამშობლომ მსოფლიო ფეხბურთს ორი უდიდესი გენიოსი აჩუქა:

“ჩანდა, რომ მარადონას საკურთხეველს გვერდს ვერავინ აუვლიდა და თითქოს უსამართლობაც კია, როდესაც ერთი ქვეყანა ერთი გენიოსის შემდეგ მეორეს შობს. თუმცა შეუძლებელი რეალობად იქცა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი