მატჩამდე ორი დღით ადრე “ბარსელონას” ნახევარმცველი ფერმინ ლოპესი ტელეარხ Teledeporte-ს ესაუბრა. ესპანელმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსა და “რეალ მადრიდის” მხრიდან მსაჯებსა და ნეგრეირას საქმეზე მუდმივ აპელირებას დამღლელი უწოდა, ხაზი გაუსვა ჰანსი ფლიკის გუნდის დამსახურებებს და განაცხადა, რომ ელ კლასიკოში ფავორიტები არ არსებობენ.
“მოედანზე ვამტკიცებთ ჩვენს დონეს და პოლემიკაში არ შევდივართ”
მადრიდელთა მხრიდან მსაჯების თემაზე მუდმივ საუბრებზე ფერმინმა პირდაპირ თქვა:
“ცოტა დამღლელია, რადგან ჩვენ ჩვენს დონეს მინდორზე ვამტკიცებთ. როდესაც საქმე კარგად მიგვდის, მსგავს დისკუსიებში შესვლა უსამართლობაა. მე პირადად ამ პოლემიკაში ჩართვა არ მხიბლავს და არც გუნდის რომელიმე წევრს”.
ნახევარმცველმა განმარტა, რომ გუნდი პროვოკაციებს ყურადღებას არ აქცევს:
“ამ პოლემიკაში არ ვერევით. ჩვენ ვიგებთ, საქმეს სწორად ვაკეთებთ, კარგად ვთამაშობთ და იმ ფასეულობებს გადმოვცემთ, რომლებიც “ბარსელონას” განასახიერებს. საკუთარ გზას უნდა გავყვეთ. თუ მათ ამ რიტორიკაში ყოფნა სურთ, ესე იგი მათთვის ასეა ხელსაყრელი. თუ ჩვენ კარგად ვთამაშობთ, მათ მსგავსი აჟიოტაჟი აწყობთ, მაგრამ ჩვენ ამაში არ ჩავერთვებით”.
ფავორიტის გარეშე და კურტუა-მბაპეს დილემა
მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრისას ფერმინმა აღნიშნა, რომ წინასწარ უპირატესობა არცერთ მხარეს არ აქვს:
“ფავორიტები არ არსებობენ, ეს ისეთი მატჩია, რომლის მოგებაც ნებისმიერს შეუძლია. ორი დიდი გუნდი ვართ, ამიტომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ ჩვენს თამაშზე, ემოციების კონტროლსა და წვრილმან დეტალებზე. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავ შეხვედრას ჩავატარებთ და იმედია, გავიმარჯვებთ”.
შეკითხვაზე, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მეტოქის შემადგენლობიდან ტიბო კურტუას თამაშს ისურვებდა თუ კილიან მბაპესას, ფერმინმა უპასუხა:
“კურტუას გუნდისთვის ბევრი ქულა მოაქვს და უამრავ სეივს აკეთებს, მბაპე კი გადამწყვეტი ფეხბურთელია, ამიტომ შესაძლებლობა რომ მქონდეს, ორივეს ამოვაგდებდი. თუმცა “რეალ მადრიდს” ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს და მათ წინააღმდეგ გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ”.
ფლიკის ნდობა და “ოქროს ბურთი”
ფერმინმა კმაყოფილება გამოხატა გუნდში საკუთარი მდგომარეობითაც: “ჰანსი მენდობა, სათამაშო დროს მაძლევს და ასე უნდა გავაგრძელო – მატჩების ჩატარებითა და პროგრესით”.
ხოლო როდესაც საქმე “ოქროს ბურთის” მთავარ პრეტენდენტს შეეხო, 23 წლის ნახევარმცველს ეჭვი წამითაც არ შეჰპარვია:
“ლამინ იამალი. რატომ? იმიტომ, რომ ის საუკეთესოა”.
ბარსას დევიზია ,,მეტი ვიდრე კლუბი”.
რეალის ,,კლუბი კი არა თხლე”.
ნუთუ თვითონ ფეხბურთელებს არ უტყდებათ პერესისი-მოურინიოს ეს წუწუნი, ტირილი და ჩივილი ყველა ინსტანციაში? თუმცა რაზეა საუბარი, ესენი ხომ რეალის ფეხბურთელები არიან.🤮
ელ კლასიკოს მსაჯი ოფიციალურად ცნობილი მადრიდისტა დანიშნა ტებასმა მაგრამ მაინც ვერავინ და ვერაფერი უშველის ვარდრიდს ჯერ ფანები მოუწყობენ რეალის ავტობუსს ჯოჯოხეთს და მერე გუნდი კამპ ნოუზე 🔥💯
მთელი რეალის შემადგნებლობიდან დაწყებული დამლაგებულზე დამთავრებული, ასაკის მიუხედავად ძალიან კარგი და ობიექტური რესპოდენტი, ამხელა
კაცია მოურინიო და რა გამოხტომები აქვს ზოგჯერ ფრაპირებულს დაგტოვებს…ეს ბავშვი კი ისე იქცევა როგორც უნდა იქცეოდეს ბარსელონას ფეხბურთელი პრეზიდენტი მწვეთვნელი და ზოგადად სტაფი გულშემატკივრით დამთავრებული…💙❤️