workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდრი: ელ კლასიკოს უცვლელი მენტალიტეტით ვხვდებით

როდრი: ელ კლასიკოს უცვლელი მენტალიტეტით ვხვდებით

“ბარსელონას” ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა კვირას გასამართი ელ კლასიკოს წინ DAZN-თან ისაუბრა. ესპანელი საყრდენისთვის ეს სადებიუტო ელ კლასიკო იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” წაფორხილების მიუხედავად, გუნდს თავდაჯერებულობა არ დაუკარგავს, თუმცა მეტოქისგან უკომპრომისო ბრძოლას ელის.

პრემიერ ლიგა, ესპანეთში დაბრუნება და მსოფლიო ყურადღება

“მანჩესტერ სიტიში” გატარებული წარმატებული პერიოდის შემდეგ, როდრიმ ესპანურ ფეხბურთში დაბრუნებით გამოწვეულ სიხარულსა და ელ კლასიკოს გლობალურ მასშტაბზე გაამახვილა ყურადღება:

“დიდი სიხარულია ესპანურ ფეხბურთში დაბრუნება და ელ კლასიკოს გამოცდა, იმის გათვალისწინებით, თუ რას ნიშნავს ეს მსოფლიო დონეზე. ერთ-ერთი ნაკლი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც, მაგალითად, პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ, ისაა, რომ მათ იმდენად არ აფასებენ და არ აქვთ ისეთი გამოხმაურება, როგორიც ლა ლიგაში თამაშს ახლავს. გამიმართლა, რომ დაბრუნება და ისეთ მატჩებში მონაწილეობა შემიძლია, რომლებიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გაყენებს. ელ კლასიკოს სანახავად მთელი მსოფლიო ჩერდება და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის”.

მოურინიოს ფაქტორი და რეალ მადრიდის რევანშის სურვილი

როდრი ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა კარგად აცნობიერებს მეტოქის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ავტორიტეტსა და საშიშროებას:

“მოურინიო დიდი პიროვნული თვისებების მქონე მწვრთნელია. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს იმ გუნდებში, სადაც მიდის და მკაფიოდ გამოკვეთილი ფილოსოფია აქვს. ის ყოველთვის მაღლა სწევს საკუთარი გუნდის კონკურენტუნარიანობას”.

ნახევარმცველმა მეტოქის მოტივაციასაც გაუსვა ხაზი:

“მათ ჩვენგან განსხვავებული სათამაშო სტილი აქვთ, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთება ყოველთვის თან სდევთ, მით უმეტეს ასეთ მატჩებში. ასე რომ, ველოდებით “რეალ მადრიდს”, რომელიც მოსაგებად ყველაფერზე წავა. თუ არ ვცდები, ბოლო ექვს ან შვიდ კლასიკოში მათ მხოლოდ ერთი მოიგეს, ამიტომ რევანშის სურვილით იქნებიან ანთებულნი”.

რაც შეეხება თავად “ბარსელონას” განწყობას, როდრიმ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული დარტყმა უკვე დავიწყებულია: “მართალია, პარიზში წავაფორხილეთ, თუმცა აქ უცვლელი მენტალიტეტითა და საქმის კვლავ კარგად გაგრძელების სურვილით მოვედით”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 24 ოქტ 2026, 19:07
    #3

    UFC ლინკის თუ დაითრევთ აქაც ჩააგდეთ რა ძმურად.❤️❤️

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 24 ოქტ 2026, 18:13
    #2

    რეალის სათამაშო სტილია აჯაფსანდალი. როგორი მწვრთნელიც ყავთ სტილიც ისეთია. მწვრთნელთან ერთად იცვლება მათი სტილიც.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 24 ოქტ 2026, 17:57
    #1

    როდრიმ უნდა გაკონტროლოს ყველაფერი იდეალურად და მოგებულია კლასიკო წესით