ბარსელონას თავდამსხმელისა და ცენტრალური მცველის შეძენა უნდა

"ბარსელონა" გუნდის თავდამსხმელითა და ცენტრალური მცველით გაძლიერებას გეგმავს.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბირციო რომანოს ცნობით, "ბარსას" სერხიო აგუეროსა და ლუკ დე იონგის სიტუაციის გამო თავდამსხმელის იანვარში შეძენა სურს. "ბლაუგრანა" ბევრ ფულს ვერ დახარჯავს, ამიტომ კატალონიელებმა, შესაძლოა, ფეხბურთელი იჯარით აიყვანონ ან ერთ-ერთი ტოპ კლუბიდან ისეთი მოთამაშე დაიმატონ, რომელსაც ბევრი სათამაშო დრო არ აქვს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" ცენტრალურ მცველსაც ეძებს. კატალონიური კლუბი აქცენტს ისეთ ფეხბურთელებზე გააკეთებს, რომლების კონტრაქტებსაც ვადა მომავალ ზაფხულში გასდის. "ბარსა" უამრავ პოტენციურ თავისუფალ აგენტს აკვირდება, მათ შორის "მიონხენგლადბახის" ფეხბურთელს, დენის ზაქარიას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]