ბარსელონა დენის ზაქარიას აკვირდება

ბარსელონა დენის ზაქარიას აკვირდება

"ბარსელონამ" თვალი "მიონხენგლადბახის" საყრდენ ნახევარმცველს, დენის ზაქარიას დაადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსა" ზაქარიას ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. შვეიცარიელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ვადა მომდევნო წლის ზაფხულში იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" მისი ხელში უფასოდ ჩაგდების შანსი აქვს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ 24 წლის მოთამაშის შეძენის სურვილს იტალიური "რომაც" გამოთქვამს.

ზაქარიამ საფეხბურთო კარიერა შვეიცარიულ "სერვეტში" დაიწყო, რის შემდეგაც მან "იანგ ბოიზს" მიაშურა. დენისი "მიონხენგლადბახში" 2017 წლის ზაფხულიდან ირიცხება. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 თამაში, 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 ოქტომბერი 2021 15:39
    1
    არ მაქვს ამის იმედი, მართლა ძალიან გავს მორიბას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 ოქტომბერი 2021 22:51
    1
    მორიბასთვის გეთქვათ და ასაკს გადაიკეთებდა, თავიდან ის მეგონა სანამ წავიკითხავდი
    Culé [?]
    #2 9 ოქტომბერი 2021 19:50
    1
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: Barca_MNS
    ზაქარია კიარა დღევანდელი ნაკრების თამაში მაინტერესებს ძალაინ, როგორც იქნა ოპტიმალუს ემსგავსება -ჩაკვე -კვარა- მიქაუტაძე

    წიტაიშვილიც როიყოს მრისხანე შეტევა იქნებოდა ძაან heart_eyes

    ხო არი სკამზე და ველი ლობჟანიძის მაგივრად მარა ვნახოთ რა ქინება, 2 ტაიმს რამდნეი გაქაჩავს
    Culé [?]
    #1 9 ოქტომბერი 2021 19:18
    2
    ზაქარია კიარა დღევანდელი ნაკრების თამაში მაინტერესებს ძალაინ, როგორც იქნა ოპტიმალუს ემსგავსება -ჩაკვე -კვარა- მიქაუტაძე