"ბარსელონა" პსჟ-ის მცველით დაინტერესდა

"ბარსელონა" პსჟ-ის მცველით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონამ" თვალი ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურ მცველს, მარკინიოსს დაადგა. ამ ინფორმაციას Le 10 Sport ავრცელებს.

არაერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" მცველის შეძენა სურს. კატალონიელები "სევილიასა" და "ლაიფციგის" უკანახაზელებს, დიეგო კარლოსსა და დაიო უპამეკანოს აკვირდებიან, ფრანგული გამოცემის ცნობით კი, ახლა "ბლაუგრანა" მარკინიოსითაც დაინტერესდა.

გავრცელებული ცნობებით, კატალონიური კლუბი 25 წლის ფეხბურთელის შეძენას იანვარში ცდილობდა, თუმცა ბრაზილიელმა პარიზელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მარკინიოსმა "პარი სენ-ჟერმენთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ის კონტრაქტის პირობებით მაინც უკმაყოფილოა, რაც კლუბიდან მის წასვლას რეალურს ხდის. გარდა ამისა, პსჟ-ს, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს. აქედან გამომდინარე, "ბარსელონამ" გადაწყვიტა, ბრაზილიელი მოთამაშის შეძენა ისევ სცადოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 29 აპრილი 2020 13:29
    0
    ტოდიბო დააბრუნუნონ ამის მოყვანას
    ფანი [?]
    #6 29 აპრილი 2020 12:21
    0
    ბართომეუს რო მოუტ.. მრავალ წერტილი.. და ვინმე ნორმალური არავინაა ცოტა ახალგაზრდები რომ მოიძებნოს .. და დააკვირდეს.. შემოსატენ ფეხბურთელებს რომ ყიდულობენ ეს ბოლო პერიოდი.. ტოდიბოს სხვაგან ათამაშებენ და აქ ბებრების ადაპტაციას გადიან..
    Culé [?]
    #5 29 აპრილი 2020 11:09
    0
    პესეჟეს ნახმარი ფეხბურთელი არ გვჭირდება, მაგას სუ კიდია.ფედბურთი მთავარია მაყუთი აკეთოს
    Culé [?]
    #4 29 აპრილი 2020 03:18
    3
    ეს საერთოდ რატომ ითვლება მაღალი დონის მცველად ვერ ვხვდები. არც ნაკრებში ბრწყინავს და რამდენი პსჟს თამაშიც ვნახე არც გუნდში. მე პირადად ამას ცალფეხა უმტიტი მირჩევნია. დაჟე ახალგაზრდებს მისცენ შანსი ეგეც ჯობია ამაში ფულის გადახდას.
    ფანი [?]
    #3 29 აპრილი 2020 02:00
    0
    😂კი ამას გამოატანენ გაზეთში გახვეულს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 აპრილი 2020 23:58
    2
    თავის დროზე დაგვადო აახვიოს ეხლა აქედან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 აპრილი 2020 22:21
    2
    ეს მოიყვანონ კარგი იქნება