ოფიციალურად: ანსუ ფატი და ერიკ გარსია ტრავმირებულები არიან
ვიგოს "სელტასთან" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, ანსუ ფატიმ და ერიკ გარსიამ მოედანი ნაადრევად დატოვეს.
კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ხსენებული მოთამაშეები ტრავმირებულები არიან. ფატის მარცხენა ბარძაყის დაზიანება აქვს, გარსიას კი მარჯვენა წვივის დისკომფორტი აღენიშნება.
ორივე მათგანს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომლებიც ტრავმების სიმძიმეს განსაზღვრავს.
ფატიმ დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მოახერხა. სამწუხაროდ, კატალონიელებმა სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 1 ქულას დასჯერდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]