"რეალი"–"ბარსელონა". მატჩის საუკეთესო მოთამაშე

"რეალი"–"ბარსელონა". მატჩის საუკეთესო მოთამაშე

გუშინ "მესტალიაზე" გაიმართა ესპანეთის თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა". მატჩი მადრიდელების გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა.

თამაში ძალიან დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩის პირველ ნახევარში მადრიდელები დომინირებდნენ, ხოლო მეორე ტაიმში სადავეები "ბარსელონას" ფეხბურთელებმა აიღეს ხელთ. "ბლაუგრანამ" გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო მსაჯმა აღნიშნული გოლი არ ჩათვალა. ძირითადი დრო უგოლო ფრით დასრულდა. დამატებით დროში კი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმის შედეგად მადრიდელები დაწინაურდნენ. მატჩი ასეთივე ანგარიშით დასრულდა – 1:0.

მიუხედავად მარცხისა, "ბარსა" შესანიშნავად თამაშობდა. მათ რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს მადრიდელბს, თუმცა იკერ კასილიასმა საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა გოლისგან.

"ბარსელონა" –"რეალი"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.