გვარდიოლა: "რეალი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ასე რომ შედეგი მისაღებია"

გვარდიოლა: "რეალი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ასე რომ შედეგი მისაღებია"

გუშინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა ესპანეთის სუპერთასის ფინალის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. თამაში დასრულდა ფრედ – 2:2. მატჩის მეთორმეტე წუთზე ბენზემას გადაცემის შედეგად მესუთ ოზილმა ანგარიში გახსნა. 36–ე წუთზე მესის გადაცემა ბრწყნვალე და ულამაზესი გოლით დააგვირგვინა დავიდ ვილიამ და ტაბლოზე 1-1 დააფიქსირა. ზუსტად ცხრა წუთში მესიმ შესანიშნავი რეიდი ჩაატარა და "ბარსელონა" წინ გაიყვანა. თამაშის მეორე ნახევარში მადრიდელთა საჯარიმო დარტყმის შემდეგ თავი ჩაბი ალონსომ გამოიჩინა და ვალდესის კარი აიღო.

მოედანზე მთლიანად მადრიდელები დომინირებდნენ. მიუხედავად ამისა კატალონიელებმა მაინც მიაღწიეს სასურველ შედეგს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია. "ძალიან რთული თამაში იყო, ძალიან რთული. "რეალი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ასე რომ ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ."

თავის მხრივ ჟურნალისტებთან შეხვედრა არ ისურვა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 18 აგვისტოს (თბილისის დროით) "კამპ ნოუზე" გაიმართება და სუპერ თასის ახალი მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.