ბარსელონას 19 წლამდელთა გუნდი კიევში განადგურდა

ბარსელონას 19 წლამდელთა გუნდი კიევში განადგურდა

ცოტა ხნის წინ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა დასრულდა, რომელშიც "ბარსელონას" 19 წლამდელთა გუნდი კიევის "დინამოს" თანატოლებთან განადგურდა.

უკრაინაში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი "ბარსელონამ" 1-2 წაგებითა და 10 კაცით დაასრულა. მე-2 წუთზე დიალოს მიერ გატანილ გოლს კატალონიელთაგან 37-ე წუთზე გარიდომ უპასუხა, თუმცა 3 წუთზე მოედნიდან ილაიში გააძევეს, 6 წუთში კი მასპინძლები კიდევ ერთხელ პოპოვმა დააწინაურა.

შესვენების შემდეგ "ბარსამ" კიდევ 2 ბურთი გაუშვა და 1-4 წააგო.

4 ტურის შემდეგ "დინამო" პირველ ადგილზეა და კიეველებს მომდევნო ეტაპის საგზური განაღდებული აქვთ. მე-2 ადგილზე 9 ქულით "ბენფიკაა", ხოლო "ბარსელონა" 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. ეს ნიშნავს, რომ ჯგუფიდან გასასვლელად კატალონიელებმა ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგო ("ბენფიკასთან" შინ და "ბაიერნთან" სტუმრად), ხოლო "ბენფიკამ" ორივე დარჩენილი შეხვედრა წააგოს.

ჯგუფის ბოლო ადგილზე 0 ქულით "ბაიერნია", რომელმაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ბარსელონა" ჯგუფში ჩარჩება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კატალონიელებს ცუდი თაობა ეზრდებათ. პირიქით, ასეთი შედეგის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი 19 წლამდელი ფეხბურთელები პირველ გუნდში თამაშობენ. თავად განსაჯეთ - გავის, ბალდეს, პედრის, დემირს, ნიკოსა და ფატის ახალგაზრდულ გუნდში თამაშის უფლება აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 ნოემბერი 2021 17:09
    0
    მეტოქე საკმაოდ ძლიერი ჩანდა, ტანითაც პირველ რიგში იმიტომაც თავით გაგვიტანეს ორი. წითელმა მაგრად უშველათ მანამდე 1-1 იყო.
    [?]
    #2 3 ნოემბერი 2021 00:47
    1
    ციტატა: BEQA BARCA
    მთავარ გუნდში არიანყველა. გასაკვირი არცაა. მარა მთლად არ უნდა ჩავარდეს ბ გუნდი..

    ეს ბ გუნდი არაა 19 წლამდე გუნდია. ჩამოიშალა მთელი ბარსა, დაშუალო დონის მწვრთნელი არ გვყავს არც ერთ ასაკში
    Culé [?]
    #1 2 ნოემბერი 2021 21:28
    3
    მთავარ გუნდში არიანყველა. გასაკვირი არცაა. მარა მთლად არ უნდა ჩავარდეს ბ გუნდი..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "