ოფიციალურად: მარკოს ალონსომ ბარსელონასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა

ოფიციალურად: მარკოს ალონსომ ბარსელონასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა

ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონამ” მარკოს ალონსოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია. 

გამოცდილი მცველის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი, მისი გამოსასყიდი თანხა კი €50 მილიონია.

მარკოს ალონსომ ახალ კონტრაქტს ხელი დღეს, “კამპ ნოუს” ოფისში მოაწერა. პროცესს კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, რაფა იუსტე, ედუარ რომეუ, მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი ესწრებოდნენ.

ალონსოსთვის ახალი კონტრაქტის გაფორმების მთავარი მიზეზი ჩავი ერნანდესია, რომელიც დაცვის ცენტრში ესპანელის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ბედნიერი ვარ, რომ კიდევ 1 წლით ვრჩები. ადაპტაცია მარტივად გავიარე. მინდა, თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო.

ვიმედოვნებ, წარმატებებს კვლავ მივაღწევთ და ფანებს სიხარულს დავუბრუნებთ.

– განაცხადა ალონსომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

გავრცელებული ცნობებით, უახლოეს მომავალში კონტრაქტებს ასევე გაახანგრძლივებენ: ინიაკი პენია, ალეხანდრო ბალდე და სერჟი რობერტო. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (15)

  • kanja
    30 იან 2023, 19:27

    ვერ ვიტყვი რომ რაიმე შეიცვლება დროის გაწელვით… რაც არის — ეგ არის!

  • nika 54
    29 იან 2023, 12:03

    ციტატა: totti10
    ისე მარტო ფეხბურთზე რატომდებთ სტატიებს, გუშIნ კლასიკო იყო კალათბურთში : და 91-86 დამარცხდა ბარსელონა, ლული ძალიან დედააფეთქებული ყავს რეალს , ისე რა დაემართად ამ კალათბურთელებს რა კარგად გამოდიოდნენ 🙁


    იმიტომ არ დებენ რო წააგო, რო მოვუგებთ რეალს აუცილებლად დავწერთ. ისე არც ჰალა არ წერს ხოლმე როცა კალათბურთში ვუგებთ.

  • Rick Sanchez
    28 იან 2023, 17:43

    სკამზე ნორმალურია და იყოს რავიცი

  • პეპ გუარდიოლა
    28 იან 2023, 06:45

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: totti10
    ისე მარტო ფეხბურთზე რატომდებთ სტატიებს, გუშIნ კლასიკო იყო კალათბურთში : და 91-86 დამარცხდა ბარსელონა, ლული ძალიან დედააფეთქებული ყავს რეალს , ისე რა დაემართად ამ კალათბურთელებს რა კარგად გამოდიოდნენ 🙁


    განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ამ სეზონში ურთიერთშეხვედრებში 2-2ია, ევროლიგაზე 1-1 გახდა მაგ თამაშის მერე


    შენ ამ რეალით რა ტვინი გაბურღე, გამაღიზიანებელია უკვე, წადი და თქვენ საიტზე აქე რეალის იგროკები. მოვა კლასიკო და კიდე ღრმად შეუდებთ შიგ მადრიდში.. შენი ნაქები რეალის ცენტრი ხო წამოიცვეს ბავშვებმა?

  • DesmondHume
    28 იან 2023, 00:45

    ციტატა: totti10
    ისე მარტო ფეხბურთზე რატომდებთ სტატიებს, გუშIნ კლასიკო იყო კალათბურთში : და 91-86 დამარცხდა ბარსელონა, ლული ძალიან დედააფეთქებული ყავს რეალს , ისე რა დაემართად ამ კალათბურთელებს რა კარგად გამოდიოდნენ 🙁


    განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ამ სეზონში ურთიერთშეხვედრებში 2-2ია, ევროლიგაზე 1-1 გახდა მაგ თამაშის მერე

  • gio.mm
    27 იან 2023, 23:10

    გუნდში გარსიას, ტორესს, რაფინიას, კესის, ყველას მირჩევნია!

  • Bakero
    27 იან 2023, 22:37

    ეუფ ალვის ხე 2024 წლამდეო confused

  • La Pulga10
    27 იან 2023, 21:26

    გავი პირველ გუნდში დააწინაურეთ თქვე ჩემისებო და მერე უფორმეთ ამისნაირ პიტალოებს ახალო ლოტრაქტები.ბალდეს გაუხანგრძლივეს თუ იცით?

  • Iniesta_8
    27 იან 2023, 20:17

    ჯერ რა გააკეთა ესეთი რომ კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივეს. კაროჩე რა, ამ გუნდის საშველი არაა.

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    27 იან 2023, 19:57

    ერთი ესაგვყავს კიდე რა საიდან მოხვდა აქ კაციშვილმა არიცის

  • kanja
    27 იან 2023, 19:46

    კი ბატონო!

  • nikusha
    27 იან 2023, 19:35

    ციტატა: Maestro 6
    ნუ უნდა ვუყუროთ ალვის ხეს 2024 წლანდე🙂


    2025მდე აპირებდნენ გახანგრძლივებას ისე

  • Maestro 6
    27 იან 2023, 19:30

    ნუ უნდა ვუყუროთ ალვის ხეს 2024 წლანდე🙂

  • Tamo
    27 იან 2023, 19:27

    ჩავი მაგარი მორწმუნე კაცი უნდა იყოს ჯიგარი…არ უნდა ეტყობა მაგის გულშემატკივარი ღმერთს დაშორდეს ჰოდა ამის ყოველ შემოსვლაზე გაგვახსენდება კვირაში ორჯერ გაძლიერებული ლოცვები რო მოგვიწევს ხოლმე ლიჟბი არ წავაგოთ

  • CuleTillIDie
    27 იან 2023, 19:20

    აი ხო კარგად თამაშობენ ბოლო დროს მარა ამის გამო უნდა დააფარო სუყველაფერი