ლაპორტა: მესიმ დიდების წლები გვაჩუქა, მაგრამ ახლა ლამინის დროა

ლაპორტა: მესიმ დიდების წლები გვაჩუქა, მაგრამ ახლა ლამინის დროა

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ლამინ იამალი კიდევ ერთხელ შეაქო და იმ თაობათა ცვლაზე ისაუბრა, რომელსაც ახალგაზრდა კატალონიელი შემტევი წარმოადგენს. “ბარსელონას” პრეზიდენტმა გაიხსენა ყველაფერი, რაც ლიონელ მესიმ კლუბის ისტორიისთვის გააკეთა, მაგრამ ნათლად აღნიშნა, რომ ახლა ესტაფეტის გადაბარების დროა.

რესტორან Little Spain-ში, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) მიერ გამართულ ღონისძიებაზე მან განაცხადა:

“ვფიქრობ, ახლა ლამინის დროა. მინდა, რომ ლამინის დრო იყოს. მესიმ დიდების წლები გვაჩუქა, ის ისტორიის დიდებული და ბრწყინვალე წარსულის ნაწილია.”

ფონდის ფოტო – ღვთიური განგება

ლაპორტას ჰკითხეს მესისა და ჩვილი ლამინ იამალის უკვე საკულტო ფოტოზე, რომელიც მათი ფინალში დაპირისპირების ფონზე კვლავ ვირუსულად გავრცელდა. კლუბის ხელმძღვანელისთვის ეს კადრი სიმბოლოა იმისა, რომ “ბარსელონას” კვლავ შეუძლია ისეთი ფეხბურთელების გაზრდა, რომლებიც ეპოქას შექმნიან.

“ბარსელონას” პრეზიდენტმა გაიხსენა ამ სურათის წარმოშობის ისტორია, რომელიც “ბარსელონას” ფონდის საქველმოქმედო აქციის დროს გადაიღეს და აღიარა, რომ დროთა განმავლობაში მისმა მნიშვნელობამ მოულოდნელი მასშტაბები შეიძინა.

“ჩვენ ასევე ძალიან ვამაყობთ ჩვენი ფონდით და იმით, რომ, ვფიქრობ, შემთხვევითობით ან ღვთიური განგებით, მესი ლამინს აბანავებდა. ეს დაუჯერებელია. რეალობა ფანტაზიას აღემატება.”

სიმბოლიზმის მიღმა, ლაპორტა ასევე დარწმუნებულია, რომ ლამინ იამალი მზადაა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის.

“ლამინი გენიოსია. ის არ ფრთხება ისეთი მოვლენების წინაშე, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე იმოქმედოს. ის ძალიან მამაცი და თავისი ასაკისთვის ძალიან მოწიფულია.”

ლაპორტამ იხუმრა კიდეც იმაზე, თუ როგორ გაატარებს ახალგაზრდა ფეხბურთელი ფინალისწინა საათებს:

“ვფიქრობ, ამაღამ მშვიდად დაიძინებს და იცის, რომ ხვალ საფეხბურთო მატჩი აქვს, რომელიც როკაფონდაში არ გაიმართება, მაგრამ მისთვის თითქმის იგივეა.”

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინალში იამალისგან დიდებულ თამაშს ელის:

“მჯერა და მინდა, რომ ხვალ ლამინის მატჩი იყოს, რომ ის უკვე სრულფასოვნად აღიარონ, რადგან ეს ფეხბურთის კანონია. არიან მოთამაშეები, რომლებიც გარკვეულ მომენტში ეტალონს წარმოადგენენ, ახლა კი ცვლილების დროა.”

“ლა მასია” – ოცნებების სახლი

ლაპორტამ ეს შესაძლებლობა გამოიყენა და “ბარსელონას” აკადემიის მუშაობით იამაყა, რომელიც ესპანეთის ნაკრებში კლუბის აღზრდილების დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

“ოცნებების სახლი, როგორიც ‘ლა მასიაა’, ოცნებებს რეალობად აქცევს. ის, რომ ჩვენთან გაზრდილი მოთამაშეები, ფეხბურთის ჭეშმარიტი გაგებითა და მოთამაშის საუკეთესო თვისებებით, ინსტიტუციებისა და მეტოქის პატივისცემით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშობენ… მე, როგორც პრეზიდენტი, ძალიან ვამაყობ.”

მოგვიანებით, მან ეს გზავნილი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რადგან კვირას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კლუბის 9 აღზრდილი ითამაშებს:

“მხოლოდ იმის გაფიქრება რად ღირს, რომ ‘ბარსელონას’ ‘ლა მასია’ დიდი ტალანტის მქონე მოთამაშეებს ქმნის და ზრდის. ჩვენ ვამაყობთ ისეთი ფეხბურთელებით, როგორიცაა ლამინ იამალი და კიდევ ბევრი სხვა, რადგან იქ არიან გავი, კუბარსი, ერიკ გარსია… და ასევე ისეთი ფეხბურთელები, როგორიც მესია. ჩვენნაირი კლუბისთვის საამაყოა, რომ ფინალში არიან მოთამაშეები, რომლებიც სწორედ აქ აღიზარდნენ.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    19 ივლ 2026, 16:33

    და საერთოდაც ცოტა ობექტურობა არ გვაწყენდა, იამალს რაში ეკუთვნის ოქროს ბურთი ვინმე ამიხსნის? წინა სეზონში რო დაგვედო ლიგა, ყველა ვარიანტში მოიგებდა, მარა ამ სეზონში რისთვის? არც საკლუბო დონეზე არ ქონდა ისეთი სეზონი, აგერ მსოფლიოზე ერთი გატანილი გოლი აქ და რავიცი.

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    19 ივლ 2026, 13:32

    Ბარსას ფანების უმეტესობა არგენტინისკენ იხრება მესის გამო მაგრამ მე ესპანეთი უფრო მინდა მესი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და მის ადგილს ვერავინ დაიკავებს მაგრამ ახლა ბარსელონელებმა რომ მოიგონ უკეთესი იქნება კლუბისთვისაც და იამალისთვისაც ოქროს ბურთი რომ ჩვენთან წამოვიდეს უკეთესი იქნება. Მესიმ უკვე ყველაფერს მიაღწია დასამტკიცებელი არაფერი აქ ეს ფინალიც რომ წააგოს ისედაც ნომერო უნოა ისტორიაში და ერთით ნაკლები მუნდიალი და ერთით ნაკლები ოქროსბურთი არაფერს არ შეცვლის

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      19 ივლ 2026, 14:08

      და 2 მსოფლიო რო ექნება და ბოლომდე გაედებათ ჰეითერებს ეგ პატარა საქმე ხო არ იქნება ჩემო ძმაო? და თან ტიპი 39 წლისაა და ამ ასაკში პირადად აგებინებს მუნდიალს არგენტინას. იამალს კიდევ უამრავი შანსი ექნება, ეჭვი არ მეპარება.

      • LEVANII
        LEVANII ახალბედა
        19 ივლ 2026, 14:37

        Და ჰეითერები არ გკიდია? Ეგენი მაინც იმას იტყვიან შეტენეს არგენტინას თასიო. იამალი რომ ბმაპეს ჩაუდებს და 19 წლის ასაკში მოიგებს ოქროს ბურთს ეგ უფრო გამოსწორდება მე

        • Robert lewandovski
          Robert lewandovski კულე
          19 ივლ 2026, 15:18

          ეგენი რას იტყვიან და არ იტყვიან ეგ უფრო მკიდია ჩემო ძმაო სიმართლე თუ გაინტერესებს. მე ის მინდა რო მე-2 მსოფლიო დადოს მეფემ და მე-9 ოქროს ბურთი, იამალს კი ექნება უამრავი შანსი და დალშე ვნახოთ რა და როგორ იქნება.

          • ALBATROSS
            ALBATROSS ახალბედა
            19 ივლ 2026, 19:17

            რა კარგად იძახი კიდე ექნება შანსიო ანუ დაიკიდოს უნდა ეს ფინალიი😃😃 დაიკიდებს კიარა რაც აქამდე არუთამასია ფინალში დადებს ასისტებს და გოლსაც დიდი ალბათობით ეგ და ოლმო😉 16 წელი ელოდა ესპანეთი ამ ფინალს ეგ არ დაგავიწყდეს😉 ეხლა კუკურელიას როდრის იამალს და სხვებს არ კიდია არგენტინა

          • Robert lewandovski
            Robert lewandovski კულე
            19 ივლ 2026, 19:36

            კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა მეგობარო ნათქვამი ტყუილად კი არაა. უნდა დაიკიდოს თქო იამალმა ამდაგვარი რამ სადმე მიწერია? მე ვთქვი ჩემი აზრი რო რადგან ლეოს ბოლო მსოფლიოა, გამიხარდება კიდევ თუ მოიგებს მეორეე, იამალი ჯერ 19 წლისაა და ჯერ კიდევ წინ უამრავი მუნდიალი ექნება და აქედან გამომდინარე შანსიც, აჰა, ამის თქმა მინდოდა და თუ გაუგებრად დავწერე ბოდიშს მოვიხდი.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    19 ივლ 2026, 12:53

    დღეს მეფე იგებს მე-2 მსოფლიოს, ლამინი ამ ეტაპზე ფინალითაც უნდა დაკმაყოფილდეს, მომავალ მსოფლიოს კი მოიგებს უდიდესი ალბათობით, ახლა კი ლეომ უნდა მოიგოს და ბოლომდე შევიდეს ჰეითერებში. (ისედაც შესულია რამდენი ხანია, თუმცა ახლა ბოლომდე შევა)