“ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ბეტისი” დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა – პირველ ტაიმში “ბარსა” რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქემ ნაბილ ფექირის გოლით წონასწორობა აღადგინა.
დამატებით ტაიმებში გუნდებმა გოლები კვლავ გაცვალეს: 93-ე წუთზე ანსუ ფატიმ ეფექტური გასროლით “ბარსელონა” ისევ დააწინაურა, მაგრამ “ბეტისმა” ანგარიში გათანაბრება მაინც მოახერხა – ამჯერად თავისი გუნდი ლორენ მორონმა იხსნა.
საბოლოოდ, 2-2… და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის გმირადაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოგვევლინა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში “ბლაუგრანამ” 4-2 იმარჯვა. “ბეტისის” მხრიდან თავიანთი დარტყმები მხოლოდ ვილიან ჟოზემ და ლორენ მორონმა გამოიყენეს, ხუანმისა და ვილიამ კარვალიუს კი ტერ შტეგენმა აუღო. “ბარსელონას” რიგებიდან რობერტ ლევანდოვსკიმ, ფრანკ კესიემ, ანსუ ფატიმ და პედრიმ გაიტანეს.
კატალონიური კლუბი 15 იანვარს ფინალში “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება.
ვაი ესეთ მოგებას.