workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2026/27 წლების სატრანსფერო კლასიკო – ბარსას სასარგებლოდ

2026/27 წლების სატრანსფერო კლასიკო – ბარსას სასარგებლოდ

bolt მოკლედ
ზაფხულში "ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" პირველ გუნდში ექვს-ექვსი ფეხბურთელი დაიმატეს. სეზონის საწყის ეტაპზე კატალონიელთა ახალწვეულები შედეგიანობით მადრიდელებს მნიშვნელოვნად უსწრებენ.

“რეალ მადრიდმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ექვსი ფეხბურთელი დაიმატა – სამი მცველი, ორი თავდამსხმელი და ერთი ნახევარმცველი. ექვსი ტრანსფერი განახორციელა “ბარსელონამაც” – სამი თავდამსხმელი, ორი მცველი და ერთი ნახევარმცველი, ამას კი “ბარსა ატლეტიკისთვის” განხორციელებული კიდევ ერთი ტრანსფერიც ემატება.

ლა ლიგის შვიდი ტურისა და ჩემპიონთა ლიგის ერთი მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ახალწვეულების შედეგები უკეთესია. მათ ჯამში 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვთ, “რეალ მადრიდის” ახალწვეულებს კი – 2 გოლი და 2 ასისტი.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა ახალ ფეხბურთელებში დაახლოებით 225 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ თანხიდან 125 მილიონი იან დიომანდეს ტრანსფერზე დაიხარჯა, ხოლო ბერნარდუ სილვა და იბრაჰიმა კონატე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ. “ბარსელონას” ექვსი ახალწვეულის – კარიმ ადეიემის, ჟოაუ კანსელუს, ენტონი გორდონის, როდრის, დომინიკ ლივაკოვიჩისა და გაბრიელ ჟეზუსის – ტრანსფერები დაახლოებით 165 მილიონი ევრო დაჯდა.

იან დიომანდე “რეალ მადრიდში” “ლაიფციგიდან” 125 მილიონ ევროდ გადავიდა და ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა. მან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. 292 წუთში დიომანდეს ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.

ბერნარდუ სილვა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მადრიდელებს უფასოდ შეუერთდა. პორტუგალიელმა 6 მატჩში 282 წუთი ითამაშა, სასტარტოში სამჯერ მოხვდა და ერთი ასისტი შეასრულა. სეზონი ძირითადის ფეხბურთელად დაიწყო, თუმცა შემდეგ მისი სათამაშო დრო შემცირდა.

იბრაჰიმა კონატე “ლივერპულიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მოურინიოს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ახალწვეულად იქცა. ფრანგმა შვიდი მატჩი სასტარტოში დაიწყო და 630 წუთი ითამაშა. მან მხოლოდ “მალაგასთან” შეხვედრა გამოტოვა.

მარკ კუკურელია “ჩელსიდან” 55 მილიონ ევროდ გადავიდა. მარცხენა მცველმა 8 მატჩში დაახლოებით 520 წუთი ითამაშა და სასტარტოში ხუთჯერ მოხვდა. გოლი ან საგოლე გადაცემა ჯერ არ აქვს.

დენზელ დუმფრისი “ინტერიდან” 20 მილიონ ევროდ შეიძინეს. ნიდერლანდელმა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან ექვსი სასტარტოში დაიწყო და 505 წუთი დააგროვა. მის ანგარიშზე არც გოლია და არც ასისტი.

კარლოს ესპი “ლევანტედან” 25 მილიონ ევროდ, გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ გადავიდა და მცირე სათამაშო დროის მიუხედავად ყველაზე შედეგიანი მადრიდელი ახალწვეულია. მან ხუთ შეხვედრაში სულ 36 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მოურინიო მას სათადარიგოთა სკამიდან იყენებს.

“ბარსელონას” ახალწვეულების ადაპტაცია უფრო წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც გუნდის შესანიშნავი ფორმაც უწყობს ხელს.

კარიმ ადეიემიმ სეზონი შედეგიანად დაიწყო. ლა ლიგაში მან 7 მატჩში 305 წუთი ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა. ყველა ტურნირზე გერმანელის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ სამჯერ მოხვდა.

ჟოაუ კანსელუ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში ადგილი გარანტირებული არ აქვს. პორტუგალიელმა 7 მატჩში 296 წუთი ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და შეასრულა 2 ასისტი. კიდევ ერთი გოლი მას არ ჩაეთვალა, რადგან დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქის ფეხბურთელს მოხვდა. კანსელუ სასტარტოში სამჯერ იყო.

ენტონი გორდონი “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ახალწვეულია. ინგლისელმა 7 შეხვედრაში 424 წუთი ითამაშა. გოლი ჯერ არ გაუტანია, თუმცა უკვე 5 საგოლე გადაცემა აქვს და სეზონის საწყის ეტაპზე ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტია.

როდრი გუნდში თანდათან უფრო მნიშვნელოვან როლს ირგებს და განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ბურთის ამოტანასა და თამაშის კონტროლზე. ესპანელმა 7 მატჩში 439 წუთი ითამაშა. გოლი და ასისტი ჯერ არ აქვს, თუმცა მისი მნიშვნელობა უფრო გუნდის თამაშის ორგანიზებაში ჩანს.

გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონას” სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეუერთდა. ბრაზილიელმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა – სამჯერ ლა ლიგაში და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე. სასტარტოში ჯერ არ ყოფილა, რადგან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე რაფინია შესანიშნავად თამაშობს. მიუხედავად ამისა, ჟეზუსმა მხოლოდ 41 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხა.

დომინიკ ლივაკოვიჩს მეორეხარისხოვანი როლი აქვს, რადგან “ბარსელონას” ძირითადი მეკარე ჟოან გარსიაა, ვოიცეხ შჩესნი კი პრაქტიკულად აღარ თამაშობს. ხორვატმა მხოლოდ ერთი სრული მატჩი ჩაატარა – ლა ლიგაში “სევილიას” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯერ არ უთამაშია.

სეზონის საწყის ეტაპზე ციფრები “ბარსელონას” სასარგებლოდ მეტყველებს: კატალონიელთა ახალწვეულებს 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვთ, “რეალ მადრიდის” ახალ ფეხბურთელებს კი – 2 გოლი და 2 ასისტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი