არაუხოს დებიუტი და ტერ შტეგენის მე-2 თამაში

არაუხოს დებიუტი და ტერ შტეგენის მე-2 თამაში

გუშინ “ბარსელონას” ორ იმ ვარსკვლავს ჰქონდა თამაში, რომლებიც იჯარით სხვა გუნდებში იმყოფებიან.

არაუხოს წარმატებული დებიუტი

“ლივერპულის” მაისურით პირველად ვიხილეთ რონალდ არაუხო, რომელიც “კომოსთან” გამართულ ამხანაგურ თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთო.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა დაცვაში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მან 7 დუელიდან 5 მოიგო, განახორციელა 2 წარმატებული ვარდნა, 1 ართმევა, 2 ჩაჭრა და ერთხელ გუნდს ბურთი დაუბრუნა.

ასეთივე წარმატებული არ იყო არაუხოს თამაში შეტევაში. მისი 19 პასიდან ზუსტი 12 გამოდგა (63%), 5 გრძელი პასიდან ყველა არაზუსტი, მეტოქის მესამედზე გაკეთებული 3 პასიდან ყველა არაზუსტი, ხოლო წინ გაკეთებული 7 პასიდან მხოლოდ 1 იყო ზუსტი.

“ლივერპულს” მომდევნო თამაში 23 აგვისტოს აქვს, ამჯერად უკვე პრემიერ ლიგაში “ნიუკასლთან”.

ტერ შტეგენის ერთი შეცდომა და 2 გაშვებული გოლი

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “აიაქსის” შემადგენლობაში მეორე თამაში ჩაატარა. “ჰერენვენთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში ამსტერდამელები 33-ე წუთზე 2-0 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.

ტერ შტეგენმა კარის ხაზზე კარგად ითამაშა და 6 დარტყმა მოიგერია, აქედან ერთი საკმაოდ რთული, ერთხელ კი გუნდი მეტოქის ერთი-ერთზე გასვლის დროს იხსნა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სტუმართა პირველი საგოლე შეტევა გერმანელი მეკარის არაზუსტ გადაცემას მოჰყვა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • David_Villa...7
    David_Villa…7flag გულშემატკივარი
    schedule 17 აგვ 2026, 12:41

    არაუხო ჩემი აზრით მაგრად გაქაჩავდა ატლეტიკოში და მასეთ სვარკა გუნდებში. ფიზიკა, სისწრაფე ყველაფერი აქ მარა ინტელექტი არა

  • El pistolero 9
    El pistolero 9shield ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 12:25

    რაც აქ სჭირდათ ისევ ის სჭირს ორივეს. არაუხო სწორ გუნდში თუ იქნება, ისეთში პასები რომ არ მოეთხოვება დიდად, დადებს დონეს. ორთაბრძოლებში ყოველთვის კარგი იყო ტვინი არააქ თორე.