სექტემბრის პირველ უიქენდზე “ბარსელონადან” იჯარით წასული ფეხბურთელების ნაწილმა ახალი გუნდის მაისურით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. რონალდ არაუხო “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა, კოჩენმა კარი მშრალად შეინახა, კასადომ და ტონი ფერნანდესმა კი სადებიუტო წუთები მიიღეს.
რონალდ არაუხომ “ლივერპულში” პირველი სასტარტო მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 4 სექტემბერს მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგაში სტუმრად “იფსვიჩი” 2-0 დაამარცხეს, ურუგვაელმა მცველმა კი მარჯვენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა. არაუხომ ძირითად შემადგენლობაში ჟერემი ფრიმპონგი ჩაანაცვლა და გუნდს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა. პირველ ტაიმში მან შორეულ ძელთან მეტოქის სახიფათო შეტევა გაანეიტრალა, მეორე ნახევარში კი დომინიკ სობოსლაის შეტევის გასაგრძელებლად კარგი გადაცემა გაუკეთა. ალექსანდერ ისაკის დუბლით მოპოვებული გამარჯვება “ლივერპულისთვის” ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პირველი იყო.
დიეგო კოჩენისთვისაც წარმატებული გამოდგა პარასკევი. ამერიკელი მეკარის “ლიუნგბიუმ” დანიის ჩემპიონატში სტუმრად “ვიბორგი” 2-0 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. კოჩენმა სრული მატჩი ჩაატარა, ოთხი დარტყმა მოიგერია და მიმდინარე ჩემპიონატში კარი პირველად შეინახა მშრალად. მისთვის ეს რეგულარული სათამაშო პრაქტიკის ფონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია: მეკარეს სუპერლიგის შვიდივე შეხვედრაში შეუცვლელად აქვს ნათამაშები.
მარკ კასადომ “დეპორტივოში” დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. 5 სექტემბერს გალისიურმა გუნდმა ლა ლიგაში სტუმრად “ვილიარეალს” 3-2 მოუგო. “ბარსელონას” ნახევარმცველი მოედანზე 66-ე წუთზე, მარიო სორიანოს ნაცვლად შევიდა და შეხვედრის დასრულებამდე ითამაშა. მისი შესვლისას ანგარიში 1-1 იყო. მოგვიანებით “დეპორტივო” ჩამორჩა, თუმცა მატჩის მიწურულს ზაქარია ედაჰშურისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლებით შეხვედრა შემოატრიალა. კასადოს გოლი ან საგოლე გადაცემა არ ჰქონია, მაგრამ სადებიუტო მატჩშივე დაძაბული შეხვედრის გადამწყვეტი მონაკვეთის მონაწილე გახდა.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის “აიაქსმა” ერედივიზიაში სეზონის პირველი მარცხი განიცადა. ამსტერდამელებმა 5 სექტემბერს საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 1-3 წააგეს. გერმანელი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. მისი კარი რიკარდო პეპიმ, ლუტსხარელ გეერტრაუდამ და ესმირ ბაირაქტარევიჩმა აიღეს. “აიაქსმა” პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა შესვენებამდე კვლავ ჩამორჩა, კომპენსირებულ დროში კი მესამე გოლიც გაუშვა.
ტონი ფერნანდესმა 6 სექტემბერს “ვენეციის” მაისურით სერია A-ში პირველად ითამაშა. 18 წლის შემტევი “ფროზინონესთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში მეორე ტაიმის დაწყებისას ჩაერთო და 45 წუთი მიიღო. გოლი ან საგოლე გადაცემა მას არ ჰქონია. “ვენეციამ” პირველი ნახევარი 0-2 დათმო, შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ 2-3 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი გიორგი კვერნაძემ გაიტანა.
ფერნანდესის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ტრანსფერის ფორმულაც: “ვენეციის” ოფიციალური განცხადებით, ფეხბურთელი იჯარით გადავიდა, გამოსყიდვის უფლებით, რომელიც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში ვალდებულებად იქცევა.
არონ იააკობიშვილს სათამაშო დრო არ მიუღია. მისმა “ალმერიამ” 6 სექტემბერს სეგუნდა დივიზიონში საკუთარ მოედანზე “კადისი” 3-2 დაამარცხა, უნგრელი მეკარე კი სათადარიგოთა შორის დარჩა. ანდალუსიელთა კარს ანდრეს ფერნანდესი იცავდა.
იმდღეს ვუყურე ლივეს და მარჯვნივ მართლა მაგრად ითამაშა მაგრამ ეგ რა გასაკვირია ტიპს სუპერ მონაცემები აქვს უბრალოდ ფსიქოლოგიურად სტაბილურობა აკლია.ფლიკის სქემაში უბრალოდ ზარალია ბევრს არ ესმის ეგ და არც ღირს ახსნაა რატო ვერ ჯდება მსგავსი ტიპის მცველები ფლიკის ტაკტიკაში✌🏻მარტინს როგორც მცველს არაუხო ასი თავით ჯობია მაგრამ სურათი სახეზეა 😂 რატომღაც მგონია გამოისყიდის ლივე 👌🏻
არაუხოს 55 მილიონი ძალიან მეეჭვება. მანდაც აურევს და გადარევს ქომაგებს ან ისე დაიტრამვება როგორც იცის ხოლმე. ვალდებულება უნდა ჩაგვედო კონტრაქტში თუ ნახევარ სეზონს მაინც ითამაშებს
არაუხოს გამო ძალიან მიხარია;
გაისად “არსაიდან” 55🍋
არაუხოს დააკვდა პრემიერ ლიგა ეგ აჭიდავე,ცოტა აქაჯე,მაღალ ბურთებზე ათამაშე და ცოტაც არბენინე ეგაა მაგის სტილი,აბა არაუხო პოზიციის სწორად შერჩევაში და ინტელექტში ძაან მოიკოჭლებს.
Კი პრემიერლიგის სტილია თავისთვის უკეთესი იქნება თუ მანდ დარჩება და ჩვენც 55 მილიონს მოგვიტანს
დრო იყო 80-ს გვთავაზობდნენ.
პოზიციის შერჩევაში და ინტელექტში რომ მოიკოჭლებდეს ბარსაში იქნებოდა ისევ და ისე რა მატჩებში ითამაშებდა და ნორმალურადაც, უბედურებაა ისაა, რომ ინტელექტი საერთოდ არ აქვს და პოზიციის შერჩევა ხომ საერთოდ არც კი იცის, ეგ ცხრიანი იყო თავიდან და გადაკეთდა ცენტრ ბექად, აბა ეხლა მაგას გოლის ალღო ექნებოდა მე შენ გეტყვი, თუმცა ბარსას სტილში ცენტრ ბექად ვერ ჩაჯდა, ლივერში კიდე თამაშობს ისე როგორც თვითონ იცის მხოლოდ სხეულით და ფიზიკური აღნაგობის ხარჯზე…
რონალდ კიდმანის შვილმა რონალდ კუმან ჯუნიორმა დუბლი შეასრულა (მეკარეა)
ტერ შტეგენი კატასტროფა იყო ბოლო მატჩში ფეინოორდთან, მეორე ბურთი რაც გაუშვა აი ეგ იყო მართლა სირცხვილი პროფესიონალი მეკარისთვის, ეგეთებს ზამენის მეკარეები არ უშვებენ.
დავიდ ალაბაზე რატომ არაფერს არ წერთ?