ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა ვალენსიას წინააღმდეგ
ერთ საათზე ნაკლებ დროში, ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩში "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ვალენსიას" უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრისთვის, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობას ასახელებს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება (4-3-3):
ტერ შტეგენი; დესტი, პიკე, გარსია, ალბა; ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, რობერტო; გავი, ფატი, მემფისი.
აღსანიშნავია, რომ გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმირებული მარცხენა მცველები - ჟორდი ალბა და ალეხანდრო ბალდე. ასევე, პირველად, განაცხადში იმყოფება სერხიო აგუეროც.
ტრავმის გამო, "ბლაუგრანას" შემდეგი მოთამაშეები დააკლდება: რონალდ არაუხო, პედრი გონსალესი, უსმან დემბელე და მარტინ ბრეითუეიტი.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სილქ უნივერსალი და Silksport.ge წარმოგიდგენთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]