იტალია-ესპანეთი: პრევიუ

იტალია-ესპანეთი: პრევიუ

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "სან სიროზე", უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც გუნდებმა ამ ეტაპამდე მოაღწიეს. ორივემ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და მზად არიან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა განაგრძონ.

სწორედ მათი ბოლო შეხვედრა იყო ყველაზე დაძაბული, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, სადაც "სკუადრა აძურამ" "ფურია როხას" დამარცხება პენალტების სერიაში მოახერხა, ფინალში გავიდა და თასისთვის ბრძოლაც პენალტების წყალობით მოიგო, ინგლისთან.

მოკრძალებით შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ერთადერთნი იყვნენ, რომელთა გამარჯვების შემთხვევაშიც ვერაფერს ვიტყოდით, ვინაიდან ისინი თამაშს აკონტროლებდნენ, მომენტები შექმნეს და დაგვტანჯეს.

 - თქვა იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ, ზემოაღნიშნული შეხვედრის შემდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი, პალმიერი, ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი, კიეზა, ინსინიე, პელეგრინი.

ესპანეთი: უნაი სიმონი, ასპილიკუეტა, ლაპორტი, პაუ ტორესი, რეგილონი, კოკე, ბუსკეტსი, ფორნალსი, ფერან ტორესი, ოიარსაბალი, სარაბია.

ჟურნალისტთა ხედვები

პაოლო მენიჩუჩი, იტალიელი ჟურნალისტი: 

ევრო 2020-ის ნახევარფინალი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო მანჩინისა და "აძურისთვის", ვინაიდან ესპანეთი ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც მათ ჩვეულ თამაშს ხელი შეუშალა. იტალიელთა მწვრთნელს რამდენიმე თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ესპანეთის სტილისთვის რაიმე ანტიდოტი ეპოვა, მაგრამ შეტევაში ჩირო იმობილე და ანდრეა ბელოტი დაკარგა. ახალგაზრდები, ჯაკომო რასპადორი და მოიზე კინი საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინავდნენ და ფედერიკო კიეზა ფანტასტიკურ ფორმაშია.

გრემ ჰანტერი, ესპანელი ჟურნალისტი: 

ესპანეთისა და იტალიის მატჩი ევრო 2020-ის გრანდიოზული ნახევარფინალი იყო და ფინალში გასვლა იტალიამ მოახერხა. თუმცა, რემატჩის წინ, "ლა როხას" დანაკლისი აქვს. არ არიან ჟერარ მორენო, ალვარო მორატა, ჟორდი ალბა, პედრი, დანი ოლმო; ტრავმირებულთა სია გრძელდება. ლუის ენრიკემ გონიერება და ინტუიცია უნდა გამოიყენოს, რათა სწორი თერთმეტეული შეარჩიოს, თავისი, ცხადია, ჯერ კიდევ ნიჭიერი შეამდგენლობიდან, რათა ის გაბედული, პასებზე, ბურთის ფლობაზე დაფუძნებული ფეხბურთი გვაჩვენოს, რომელმაც ივლისში, ევროპის ჩემპიონები უსახურად წარმოაჩინა.
მთავარი მწვრთნელების კომენტარები

რობერტო მანჩინი, იტალიის მწვრთნელი: 

შეტევაში გარკვეული პრობლემები გვაქვს, ვინაიდან ტრავმების გამო დავკარგეთ ის თავდამსხმელები, რომლებიც ევროზე გვყავდა (იმობილე და ბელოტი). ჩვენ ორი ახალგაზრდა თავდამსხმელი გვყავს, რასპადორი და კინი, ვნახოთ, თუ როგორ გამოვიყენებთ მათ. ესპანეთმა ევროზე საუკეთესო თამაში ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა. მათ ბურთის ფლობით ბევრი პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ ამ კუთხით ისინი ოსტატები არიან. ჩვენ მაშინაც კი ვიბრძოდით, თუ გუნდებს თანაბარი რაოდენობის შანსები ჰქონდათ. ჩვენ კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ.

ლუის ენრიკე, ესპანეთის მწვრთნელი:

უსაზღვრო სიამოვნებაა იტალიაში დაბრუნება. "რომაში" მწვრთნელობის დროს მშვენიერი წელიწადი მქონდა - მიყვარს საჭმელი, ყავა, ენა, მზე, ყოველ შემთხვევაში რომის სამხრეთიდან და ვფიქრობ, რომ ეს ორი ეროვნული გუნდი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ჩემი გეგმა, ყოველთვის, დასაწყისიდანვე წასვლა და ამბიციით თამაშია. ბევრი მოთამაშეა, რომლებიც გუნდს ვერ შეუერთდნენ და მათ გამო ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ აქ "გაბზარული" შემადგენლობით ვართ.
ბოლო მატჩები (მ - მოგება, ფ - ფრე, წ - წაგება)

იტალია: მ ფ ფ ფ ფ მ

ესპანეთი: მ მ წ ფ ფ მ

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს წარმოგიდგენთ სილქ უნივერსალი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 ოქტომბერი 2021 17:34
    0
    "ლა როხას" დანაკლისი აქვს. არ არიან ჟერარ მორენო, ალვარო მორატა, ჟორდი ალბა, პედრი, დანი ოლმო; ტრავმირებულთა სია გრძელდება. ლუის ენრიკემ გონიერება და ინტუიცია უნდა გამოიყენოს, რათა სწორი თერთმეტეული შეარჩიოს
    ხოდა გამოიჩინა კაცმა გონიერებაც და ნიჭიერებაც. ენრიკეზე იფიქროს ლაპორტამ, ყველაფერს ჯობია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 ოქტომბერი 2021 19:52
    1
    იტალია დაანგრევს
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #2 6 ოქტომბერი 2021 18:06
    0
    აბა თქვენ იცით
    ფანი [?]
    #1 6 ოქტომბერი 2021 17:17
    0
    ხავი ლეგენდა

    თუ ნახავ მეგობარო ამ კომენტარს პმ მომწერე.