workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის

მზადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის

ჩავი ერნანდესი კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე განსაკუთრებული სტუმარი იქნება. კატალონიელი სპეციალისტი მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურზე ჩავა, თუმცა მანამდე მას მნიშვნელოვანი საქმე აქვს.

კატალონიური სპორტული გამოცემების, Sport-ისა და Mundo Deportivo-ს დღევანდელი ნომრების მთავარი განსახილველი თემა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაა.

ადგილობრივი მედიის ცნობით ჩავი კატარში წასვლამდე კლუბის სპორტულ დირექტორს, მატეუ ალემანისა და სპორტულ მრჩეველს, ჟორდი კრუიფს შეხვდება. შეხვედრის თემა იანვრის სატრანსფერო ფანჯარა იქნება.

“ბარსელონას” იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გასვლა ჩვეულებრივ, შეზღუდვის გარეშე შეუძლია. შესაძლოა, ამისთვის მემფის დეპაის გაყიდვა გახდეს საჭირო, მაგრამ კლუბს სხვა შეზღუდვა არ ექნება. ზაფხულში კი ტრანსფერები დიდი რისკის ქვეშაა – ხავიერ ტებასის თქმით “ბარსას” სახელფასო ხარჯის დაახლოებით 200 მილიონი ევროთი შემცირება მართებს და თუ ეს ვერ მოახერხა, ზაფხულში კლუბზე 4:1 წესი ამოქმედდება. ეს წესი ნიშნავს, რომ ტრანსფერებში შეგიძლია შენი შემოსავლის მხოლოდ ერთი მეოთხედი დახარჯო, ეს კი ძალიან პრობლემური შეზღუდვაა.

ვინაიდან “ბარსას” გარანტია არ აქვს, რომ ზაფხულამდე სახელფასო ხარჯს შეამცირებს, ზამთარში ტრანსფერების მოსწრება აუცილებელია.

კლუბში შეთანხმდნენ, რომ პრიორიტეტული მარჯვენა მცველია. Sport-ის ცნობით ამ პოზიციაზე ფავორიტები ფოიტი და პავარი არიან, მათ ალტერნატივებად კი სინგო, დალო და ფრიმპონგი განიხილებიან.

პრიორიტეტებში მეორე ადგილზე მოდის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც თამაში საყრდენადაც შეუძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • CRackeD13
    schedule 14 ნოე 2022, 19:14
    #6

    Frimpngi aris idealuri,,dzaaalian swrafia ai dzalian da nebismier garemarbss shechamS isetia ,,axlgazrdaa tan 21 wlisaa magram magari gamocdilia ukve,,teqnikuria,,janiania,,alves waagavs chemi azrit,,swored is gvxhirdeba…exla msoflioze gamochndeba yvelwze metwd da imedia haershi avardeba magis fasi…zed gamocheilia xhveni gundistvis..otxive mcveli..balde kunde arauxo da frimpongic swrafi gveyoleba…rac dgevandel fexburtshi udidesi pliusia

  • Don_Andresito
    schedule 14 ნოე 2022, 18:48
    #5

    პავარი უფასო იქნება ზაფხულში. იანვარში არ მოვა ლიგას არ დაიკიდებს. მარა ზაფხულში დაიკეროს იქნებ. 2-3 წელი გამოგვადგებოდა. ეს ფოიტი არ მოათრიონ თორე ფრიმპონგიც წავა

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2022, 16:19
    #4

    პავარს თითქოს თვითონ უნდაო ბარსელონა, მაგრამ გამოუშვებენ იანვარში იაფად.

  • R.Gaucho
    schedule 14 ნოე 2022, 15:50
    #3

    კიდე ნახევარმცველიო :დდდ

  • Pirat❤️💙
    schedule 14 ნოე 2022, 15:22
    #2

    პავარი ან ფრიმპონგი უეჭველი უნდა მოვიყვანოთ

  • .Gladiator.
    schedule 14 ნოე 2022, 13:24
    #1

    პავარი კაი ვარიანტი გამოჩნდა
    კაი იქნება თუ შეძლებენ