ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ | Betevé-ს ვერსია

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა ბაიერნის წინააღმდეგ | Betevé-ს ვერსია

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონს 14 სექტემბერს, "ბაიერნთან" შინ გასამართი მატჩით დაიწყებს.

Betevé ზემოხსენებული მატჩისთვის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს (4-3-3):

ტერ შტეგენი; დესტი, პიკე, არაუხო, ალბა; ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი; მემფისი, კოუტინიო, ბრეითუეიტი.

კატალონიური გამოცემის აზრით, თუ ის ფეხბურთელები, რომელთა თამაშიც საეჭვოა, გამოჯანმრთელებას მოასწრებენ, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. ასეთი მოთამაშეები სერჟინიო დესტი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა და ფილიპე კოუტინიო არიან. დესტმა და ალბამ დაზიანებები სანაკრებო მატჩებისას მიიღეს, პიკე ლა ლიგის მეორე ტურში დაშავდა, კოუტინიოს კი დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და ტრავმა მხოლოდ ახლა მოიშუშა, შესაბამისად, მათი "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ ასპარეზობა 100%-ით გადაწყვეტილი არაა. 




  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 სექტემბერი 2021 16:12
    0
    მოკლედ სასტავი დადეს და აქედან ნახევარმა შეიძლება ვერ ითამაშოს? მაგარი სავარაუდო შემადგენლობაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 სექტემბერი 2021 15:08
    0
    ალბას ტრამვა აქვსო?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 სექტემბერი 2021 23:43
    2
    ალბა და ბრაიტა დამტვრეულები არიანო.დესტიც ამ მოასწრებს გამოჯანმრთელებას ან ვერაო და რავიცი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 10 სექტემბერი 2021 23:36
    1
    რატო ფიქრობენ რო მაინცდამაინც 4-3-3 ტაქტიკას მიაწვება კუმანი არ ვიცი, ლაპორტას მოთხოვნა და გუნდის ფიასკოსგან გადარჩენა სხვადასხვა რამაა, ამიტომ კუმანი ჩემი მოკრძალებული აზრით 5-3-2 ტაქტიკას აირჩევს, ესაა ამ მდგომარეობაში ყველაზე ლოგიკური ტაქტიკა თავისი შემადგენლობითურთ. შტეგო-დესტი-არაუხო-გარსია-ლენგლე-ალბა, აქ შეიძლება გარსია შეიცვალოს პიკეთი თუ გამოჯანმრთელდა. ნახ. დაცვა ტრადიციულად ბუსი-პედრი-დეიონგი. შეტევა დეპაი-ბრა....ტი😆 კოუტინიოს ბუნებრივია ვერ აჯახებს პირდაპირ ბაიერნს, საუკუნეა არ უთამაშია🙄 ლუკ დეიონგი კიდე დეპაის გარდა არავის იცნობს და ეგეც გამორიცხულია. მემგონი ასე იქნება.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #4 10 სექტემბერი 2021 22:56
    0
    3-5-2 იქნება ასე მგონია და ამ.ბაიერნთან ყველაზე გამართლენული ეგაა
    შტეგენი
    არაუხო - პიკე - ლანგლე
    დესტი - დეიონგი - ბუსი - პედრი - ალბა
    მემფისი
    ლუკ დეიონგი/ბრეითა
    ფანი [?]
    #3 10 სექტემბერი 2021 22:50
    2
    თითქოს რამე მნიშვნელობა ქონდეს რა შემადგენლობით ვიქნებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 სექტემბერი 2021 22:37
    1
    ალბათ 5-4-1 ათაამაშებს და 3-5-2 გამოაცხადებს კუმანი
    გულშემატკივარი [?]
    #1 10 სექტემბერი 2021 22:33
    1
    სავარაუდოდ 4-4-2 იქნება მაინც თუ ეს ფეხბურთელები ითამაშებენ კოუტინიო უფრო უკნიდან ითამაშებს