ნეტუ, შესაძლოა, ვილიარეალში გადავიდეს

ნეტუ მურარას "ბარსელონას" დატოვება სურს და ამჟამად კარიერის გაგრძელების ერთადერთი რეალური ვარიანტი "ვილიარეალია".
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი მეკარე უნაი ემერის მოსწონს, თუმცა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" "ბარსას" მიერ მოთხოვნილი 15 მილიონის გადახდა არ სურს. ვალენსიური კლუბი ნეტუს იჯარით დამატებაზე ან სერხიო ასენხოში გაცვლაზე იქნება თანახმა.
წყაროს ცნობით, 32 წლის კარის დარაჯს "ვილიარეალში" გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს, რადგან კვლავ მნიშვნელოვანი როლი ექნება. თუმცა, ამასთან, სავარაუდოდ, ხელფასის შემცირება მოუწევს.
MD წერს, რომ ასენხოს შეძენაზე რონალდ კუმანი უარს არ იტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ინიაკი პენიაც ირიცხება, ნიდერლანდელს ტერ შტეგენის შემცვლელად გამოცდილი კარის დარაჯის ყოლა სურს.
32 წლის ასენხო გასულ სეზონში "ვილიარეალის" ძირითადი მეკარე იყო და ლა ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]