ნეტუ მურარას ტრანსფერი რთულდება | MD
კატალონიის "ბარსელონას" სათადარიგო მეკარის, ნეტუ მურარას მომავალი ბუნდოვანია - კლუბს მისი გაყიდვა სურს, რაც თავად ფეხბურთელის გეგმებშიცაა, რადგან მისი მიზანი მეტი სათამაშო დროის მიღება გახლავთ.
თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 31 წლის კარის დარაჯის ტრანსფერი საგრძნობლად რთულდება, ვინაიდან, ისეთი გუნდი, რომელიც მას შეიძენს ან იჯარით აიყვანს და ხელფასს სრულად გადაუხდის, ჯერჯერობით, არ ჩანს.
ბრაზილიელ მოთამაშეს, რომელიც "ბლაუგრანაში" 2019 წლიდან ირიცხება, ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.
ადრე გავრცელებული ცნობით, თუ გამოცდილი მეკარე "ბარსას" რიგებს დატოვებს, კატალონიელებმა, შესაძლოა, მის შემცვლელად და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დუბლიორად ჟორდი მასიპი ("ვალიადოლიდი") ან აიტორ ფერნანდესი ("ლევანტე") დაიმატონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]