მემფის დეპაის ინტერვიუ El Periódico-სთან

მემფის დეპაის ინტერვიუ El Periódico-სთან

მემფის დეპაიმ "ბარსელონაში" პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარების შემდეგ El Periódico-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მის წარსულ კარიერას, რთულ პერიოდს და კატალნიურ გრანდში გადმოსვლის შემდეგ დასახულ მიზნებსა და პერსპექტივებს შეეხო.

"რწმენა მე შინაგან სიმშვიდეს მგვრის. ღმერთმა მაჩუქა შესაძლებლობა, რითაც შემიძლია სხვებს სიამოვნება მივანიჭო."

"იუნაიტედში რთული პერიოდი მქონდა. იქ თავად ფეხბურთელებმაც არ იცოდნენ, თუ რახდებოდა. ზლატანმა და პოგბამ ერთხელ მკითხეს კიდეც: "რატომ აღარ თამაშობ?"

"არასდროს მიფიქრია კარიერის დასრულებაზე. ზოგიერთი ადამიანი ინტერნეტში რაიმე სახის ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ თვლის, რომ ჩემი კარიერა დასრულებულია, მაგრამ თავად მსგავსად არასდროს მიფიქრია."

"იყვნენ გუნდები, რომელთაც ვუყვარდი, რადგან ჩემს შესაძლებლობებს აფასებდნენ. როდესაც ლიონში სათანადო როლი მოვირგე, დავამტკიცე კიდეც ჩემი ღირებულება. ასევე იყო ეროვნულ ნაკრებშიც. ეს იყო ჩემთვის ეტაპი, რათა მეჩვენებინა, რომ დიდ გუნდებშიც შემიძლია თამაში."

"ვარ, თუ არა მესის წასვლით გულდაწყვეტილი? რა თქმა უნდა. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დავრჩით, მე კი მასთან ერთად თამაშის შანსი აღარ მომეცა. შენ კარგავ ბევრ გოლს, ბევრ ასისტს და დიდ მაგიას. ასეთია ცხოვრება..."

"შევხვდი თუ არა მას? არა, მას პირადადაც არ ვიცნობდი. მესი კოპა ამერიკის გამო პრესეზონისას გვიან შემოგვიერთდა და მე მისალმებაც ვერ მოვასწარი. შეიძლება ერთმანეთს თამაშისას შევხვდეთ, ანდაც დაბრუნდეს, ვინ იცის..."

"გულშემატკივართან ერთად გარემო უფრო ამაღელვებელია. მოედანზე უფრო მეტს ვცდილობ, ვიღებ მეტ სიამოვნებას და სწორედ ამიტომ გულშემატკივრის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. ეს მე კარგ განწყობაზე მამყოფებს და იმედია, ასეც გაგრძელდება."

"მინდორზე ყველაფერს თავდაუზოგავად გავაკეთებ და ვეცდები, ამით ფანები გავახარო. ვიცი, თუ რა სურს ჩემგან რონალდ კუმანს. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

"ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი კონკრეტული ტალანტი არ მაქვს. რასაკვირველია, ფეხბურთი ჩემი მთავარი გატაცებაა და ეს ყველაზე კარგად გამომდის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოდასა და მუსიკაშიც კარგად ვერკვევი."

"არსებობს დრო და სივრცე უფრო მეტის გასაკეთებლად. ხელოვნების გზაც სწორედ ამიტომ ავირჩიე. ეს მე სიმშვიდეს მანიჭებს. როდესაც ფეხბურთს ვუბრუნდები, მხოლოდ ამაზე ვარ სრულად კონცენტრირებული. არ ვფიქრობ, რომ 24 საათის განმავლობაში მუდმივად ფეხბურთზე უნდა ფიქრობდე."

ამხანაგურ მატჩებში წარმატებული თამაშის შემდეგ, დეპაიმ ლა ლიგის პირველ ტურში თავი გოლით ვერ, მაგრამ შედეგიანი გადაცემით მაინც გამოიჩინა. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა და დიდი ალბათობით, "ბილბაოსთან" შეხვედრასაც ძირითადიდან დაიწყებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 აგვისტო 2021 20:30
    0
    რა ამხელა ინტერვიუა მერე წავიკითხავ ეხლა მეზარება
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #3 20 აგვისტო 2021 16:58
    0
    თამამი განაცხადი იყო ამის ფინტები სადებიუტო მატჩში და იმედია ასე განაგრძობს 🤩❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 აგვისტო 2021 13:40
    0
    სხვა ვინღა დარჩა თავდამსხმელებში რო ეს არ დააყენონ.
    Culé [?]
    #1 20 აგვისტო 2021 10:21
    2
    ხოდა ლიდერობა, ასისტები და გოლები შენზეა აწი😊 რაც ვუყურე ამის თამაშს ეს ზუსტად ის კაცია რომლის თამაშის სანახავადაც მოვა აწი ხალხი სტადიონზე, ფატი რომ დაბრუნდება თუ შეუთამაშდენენ ერთმანეთს ეს ორი მემგონი კაი დუო იქნება❤️❤️❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"