ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა

ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა

ახალხან დასრულდა ტოკიოს საფეხბურთო ოლიმპიური თამაშების ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი და ბრაზილია დაუპირისპირდნენ.

"ფურია როხა", სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა. მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებით წუთებზე ბრაზილიელთა მხრიდან სუნიამ გახსნა. მან "ბარსელონას" ლეგენდის, დანი ალვესის გადაცემით ისარგებლა. ესპანეთმა წონასწორობა 61-ე წუთზე ოიარსაბალის გოლის წყალობით აღადგინა. გუნდებს საუკეთესოს გამოსავლენად 90 წუთი არ ეყოთ, რის გამოც საჭირო გახდა დამატებითი ტაიმების დამატება.

დამატებით დროში უპირატესობის მოპოვება "სელესაომ" 108-ე წუთზე მოახერხა. საინტერესოა, რომ გოლის ავტორი "ბლაუგრანას" ყოფილი შემტევი მალკომი აღმოჩნდა, რომელიც მოედანზე 91-ე წუთზე შევიდა და რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ესპანეთის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს პედრიმ და ერიკ გარსიამ. მათ სრული მატჩი ჩაატარეს. ოსკარ მინგესამ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

რაც შეეხება დანი ალვესს, მან პედრისა და გარსიას მსგავსად სრულად ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    რედაქტორი [?]
    #11 7 აგვისტო 2021 23:02
    0
    დასკვნა: ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე გამოსული რაღაც გუნდის მსგავსი..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 7 აგვისტო 2021 22:20
    0
    ციტატა: nika 54
    ვუყურეთ და ნეტავ არ გვეყურებინა, იხმარეს ბრაზილიელებმა ესპანეთი.

    მთლად მასეც ვერ ვიტყოდი
    მე-2 ტაიმში 2-ჯერ ზედა ძელს მოხვდა ბურთი, ბერვზე გადარჩა სელესაო
    საკვანძო მომენტი იყო ცვლილება
    ძალიან კარგად მოთამაშე ოსკარ ხილის მაგივრად მადრიდელი ხესუს ვალეხო რომ გამოვიდა
    კაპიტანი, ასეთი კაპიტანის ხელში გუნდი ვერაფერს მოიგებდა, სამკლაურიც რომ გადაიბარა.... rage
    Culé [?]
    #9 7 აგვისტო 2021 20:41
    0
    ციტატა: El pistolero 9
    ახლა რა მაინტერესებს ბრაზილიამ რო მოიგო და ყველა ფეხბურთელს ოქროს მედალი გადაეცა საერთო ჩათვლაშიც რამდენმა ფეხბურთელმაც მედალი მიიღო იმდენი ოქრო ჩაეწერებათ??

    არა, ბრაზილიას 1 ოქრო მიემატება საერთო ჯამში. გუნდურ სპორტში მიღებული მედლები 1-ად ითვლება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 7 აგვისტო 2021 19:18
    2
    დანი აღუუ 😁☺️👌
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 აგვისტო 2021 19:15
    0
    ახლა რა მაინტერესებს ბრაზილიამ რო მოიგო და ყველა ფეხბურთელს ოქროს მედალი გადაეცა საერთო ჩათვლაშიც რამდენმა ფეხბურთელმაც მედალი მიიღო იმდენი ოქრო ჩაეწერებათ??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #6 7 აგვისტო 2021 19:05
    1
    ესეთი პედრის ყოფნას მოედანზე აზრი არა აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 აგვისტო 2021 19:03
    12
    საწყალი ალვეში კიდე კაი მოიგო ოლიმპიადა თორე ტიტულების ნაკლებობას განიცდიდა
    Culé [?]
    #4 7 აგვისტო 2021 18:35
    4
    როგორ თხოვა ბარსამ პედრიზე არა მოკლეს ბავშვი და მაინც ვერ მოიგეს...ბრაზილიას კი საღოლ ზედიზედ სამი ფინალი
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 აგვისტო 2021 18:34
    0
    პედრიმ რამდენი წუთი ითამაშა და ერთი ტიტულიც ვერ მოიგო
    Culé [?]
    #2 7 აგვისტო 2021 18:27
    9
    ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა კრაის მცველი😍😍დანიიი❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აგვისტო 2021 18:18
    2
    ვუყურეთ და ნეტავ არ გვეყურებინა, იხმარეს ბრაზილიელებმა ესპანეთი.