ოფიციალურად: ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

ოფიციალურად: ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა. “ბარსელონამ” ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 15% საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ს 25 წლით მიჰყიდა.

გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. ჟოან ლაპორტა აცხადებს, რომ ამ გარიგებით “ბარსელონას” ფინანსური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რამდენიმე კვირის წინ Sixth Street-მა შეიძინა “ბარსას” ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10 პროცენტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ამ კომპანიას “ბლაუგრნას” ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 25% ექნება.

მე-2 ეკონომიკური ბერკეტის ფინანსურ დეტალებზე არაოფიციალური ინფორმაციის ნახვა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nika 54
    22 ივლ 2022, 15:11

    ეს ფული კარგ დროს მოგვესწრო, ეგება მაინც მოახერხონ კუნდეს მოყვანა.

  • PAIN
    22 ივლ 2022, 12:16

    ისე არიქნება მარტივი გასაშვები ხალხის გუნდიდან წასვლა… დე იონგი ძაან ჯიუტობს, დეპაისაც დარჩენა უნდაო, უმტიტის არავინ ყიდულობს, ბრაიტას და დანარჩენებს ხან ვის სთავაზობენ ხან ვის მაგრამ არა იმენა სკამის ხეხვა და ფულის აღება ურჩევნიათ რავი…. რავი, იმედია წავა ეს ხალხი თავის გზაზე რა თავის ულიმიტო რიკი პუჩიანად

  • La Pulga10
    22 ივლ 2022, 11:49

    მალე კუნდეც და ეგაა წყნარსდ ვარ.ასპიც მოვა და დაიწყოს უკვე ხალხის გაყრა.

  • Barca for life
    22 ივლ 2022, 11:36

    ჩემი აზრით, კუნდეს ჩელსი რომ ნდომოდა უკვე კაი ხნის გადასულიც იქნებოდა, არა 2 ან 3 დღის არამედ რამდენიმე კვირისაც, თან ამ ყველაფერს ისიც უწყობს ხელს რომ ხელფასს 2ჯერ მეტს სთავასობენ და სევილიასთანაც უკეთესად აწარმოებენ მოლაპარაკებებს რადგან ფულში არ უჭირთ.
    მარა ფაქტია დასკვნით ეტაპზე მისულზეც კი კუნდე ბარსას მითითებებს ასრულებს და ვაბშე კიდია ჩელსი. ასე რომ მგონია ეს ბიჭი დღეს თუ ვერა უახლოეს დღეებში ჩვენი გახდება, ნუ შეიძლება დღესაც კი, ალემანი მაგარი სწრაფია.