კეიტა არ აპირებს "ბარსელონას" დატოვებას

კეიტა არ აპირებს "ბარსელონას" დატოვებას

კატალონიის "ბარსელონას" 31 წლის მალელმა ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ უარყო მისი შესაძლო გადასვლა ფრაგნულ "მარსელში".

 

მიმდინარე სეზონში კეიტა ითვლება სათადარიგო ფეხბურთელად. იგი თამაშებში სწორედ მატჩის მიმდინარეობისას ერთვება. მან მხოლოდ 11 მატჩი ითამაშა 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ მალელი არ აპირებს "ბარსელონას" დატოვებას. სურს კარიერა კატალონიაში გააგრძელოს.

 

"ძალიან რთულია გაუწიო კონკურენცია ჩავისა და ინიესტას, მაგრამ მე მაინც ვთამაშობ ხოლმე გუნდში. ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსაში", მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ცოტა სათამაშო დრო. მეამაყება, რომ ვიცავ "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ღირსებას. ყური მოვკარი, რომ "მარსელი" არის ჩემით დაიტერესებული, თუმცა ეს ჭორის დონეზეც არაა ჯერ. ფრანგები კონტაქტზე არ გამოსულან. პატივს ვცემ "მარსელს", თუმცა "ბლაუგრანა" ძალიან მიყვარს. ახლა მხოლოდ ამ კლუბზე ვფიქრობ". დაასრულა სეიდუ კეიტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.