კეიტა: "ტრიპლეტისთვის ვიბრძვით"

კეიტა: "ტრიპლეტისთვის ვიბრძვით"

კატალონიის "ბარსელონას" მალელმა ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ, განაცხადა, რომ კატალონიელები ყველა ფრონტზე ბოლომდე იბრძოლებენ.

 

"ჩვენ ფეხბურთელები ვართ და ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა! ჩვენი მიზანია მოვიგოთ ყველაფერი. ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს საქმითაც დავამტკიცოთ. ძალიან ძნელია, მაგრამ მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების. "ბარსელონას" კვლავინდებურად ტრიპლეტი სურს, მაგრამ ამისთვის ძალიან, ძალიან ბევრი მატჩი უნდა ვითამაშოთ".

 

"პრიმერა დივიზიონი ნამდვილი მარათონია, იქ მხოლოდ საუკეთესო იმარჯვებს. სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა კი სხვა სპეციფიკის მქონე ტურნირებია, გამარჯვებისთვის გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ნიუანსი. როგორც არ უნდა იყოს, თითოეული გამარჯვებისთვის თავდაუზოგავი ვარჯიშია საჭირო და თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ყველაფრის მოგებას შევძლებთ". განაცხადა სეიდუ კეიტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.