რა თანხას მიიღებს "ბარსელონა" ტრინკაუს ტრანსფერიდან?
"ბარსელონას" ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუ "ვულვერჰემპტონს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის ამოწურვის შემდეგაც ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება, თუმცა ტრანსფერისთვის "ბარსას" მიერ მოთხოვნილი თანხა დასახელებული არ არის.
The Athletic-ის ჟურნალისტის, ტიმ სპირსის ინფორმაციით, კლუბები 25 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ, რაც დაახლოებით 30 მილიონი ევროა. 2020 წელს ტრინკაუს ტრანსფერში "ბარსელონამ" "ბრაგას" 31 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეთანხმების მიხედვით, თუ "ვულვზი" 30 მილიონს გადაიხდის, "ბარსას" უარის თქმის უფლება არ ექნება.
Transfermarkt 21 წლის მოთამაშეს 22 მილიონად აფასებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]