workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკოს ალონსო და სესარ ასპილიკუეტა ჩელსის ამერიკაში მიჰყვებიან

მარკოს ალონსო და სესარ ასპილიკუეტა ჩელსის ამერიკაში მიჰყვებიან

ლონდონის “ჩელსიმ” დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ამერიკულ ტურნეზე გაჰყვებიან. განაცხადში “ბარსელონას” სამიზნეები, სესარ ასპილიკუეტა და მარკოს ალონსოც მოხვდნენ.

ცნობილია, რომ “ბარსა” “ჩელსის” ესპანელი განაპირა მცველებითაა დაინტერესებული. ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით კატალონიელები ასპილიკუეტას შემთხვევაში გარიგების დახურვასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

ასპილიკუეტასა და ალონსოს ამერიკაში “ჩელსისთან” ერთად გამგზავრება ნიშნავს იმას, რომ ამ ფეხბურთელების ტრანსფერები დასკვნით ეტაპზე ჯერ არაა.

“ჩელსის” შტატებში ყოფნის დროს ოკეანის გაღმა “ბარსელონაც” გაემგზავრება და არ გამოვრიცხოთ, რომ ესპანელი ფეხბურთელები ჩავის გუნდს ამერიკაშივე შეუერთდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 10 ივლ 2022, 19:30
    #9

    კიდევ ერთი სადარდებელი. არ მოვლენ და ნუ მოვლენ, სხვები დაილია?

  • El pistolero 9
    schedule 09 ივლ 2022, 23:16
    #8

    დოდო და გალანი არიან ახალგაზრდული ვარიანტები ამ ორის.

  • Chico
    schedule 09 ივლ 2022, 22:13
    #7

    ნამდვილად არა ვარ აღფრთოვანებული ამ ორის მოსვლით, ესპანეთის ნაკრების ბოლო მატჩების ფონზე, განსაკუთრებით ალონსო არ მოზიდავს, მაგრამ დაცვის ორივე ფლანგზე დახმარებაა საჭირო. ალბასაც შემცვლელი სჭირდება და დესტის იმედზე ჩვენი მტერი იყოს. მაგრამ რატომ მიეწეპნენ ამ ორს ვერ გავიგე. თანაც კარგ ფულს თხოულობს ჩელსი. სხვებს რატომ არ განიხილავენ? რაღაც ლუის ენრიკეს აჩრდილს ვხედავ, ნაკრების ბირთვი ბარსელონას ბაზაზე…..

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 21:26
    #6

    65-70 მლნ (დაახლოვებით 67-68 მლნ) + ეს 2 კაცი დე იონგის სანაცვლოდ
    30-35 (დაახლოვებით 32-33) მლნ + ეს 2 კაცი დე იონგის სანაცვლოდ + ვერნერი
    დე იონგი + დესტის სანაცვლოდ 90-95-100 მლნ სანაცვლოდ + ეს 2 კაცი
    დე იონგი + დესტი + 75-89-85 მლნ – ეს 2 კაცი + ვერნერი

  • CuleTillIDie
    schedule 09 ივლ 2022, 20:40
    #5

    აზპილიკუეტა და ალონსო არა შაბალალა კიდე, რად უნდათ ჩელსის 200 წლის ზამენის ფეხბურთელები არ მესმის

  • shu1987
    schedule 09 ივლ 2022, 20:11
    #4

    ასე მგონია არცერთს არ იყიდიან ამათგან , აბა პრე სეზონზე თუ ჩელსიში იქნებიან აქ როდისღა მოასწრებენ მომზადებას ? თუმცა სკამის ხალხია ორივე.

  • Barca1980
    schedule 09 ივლ 2022, 20:05
    #3

    დიდებული სიახლეა , იმედია მთელ სეზონსაც ჩელსისთან ერთად გაატარებენ .

  • MRX
    schedule 09 ივლ 2022, 18:27
    #2

    Vapshe ar maqvs survili es ori beberi gadmovides aq vinme wesieri da axalgazrda shedarebit daitrion ra gadaekidnen mageebs

  • me da barca
    schedule 09 ივლ 2022, 17:26
    #1

    ბედნიერად.
    დარჩით სადაც ხართ.